Levorich - ლევორიჩი თვალის წვეთები 5მლ

განსაკუთრებული ფასი 25,47 GEL რეგულარული ფასი 25,49 GEL
მარაგშია
SKU
61673_2752

ჩვენება:ბლეფარიტი, ჯიბლიბო, დაკრიოცისტიტი, კონიუქტივიტი, ადენოფთალმია, კერატიტი, კერატოჰელკოზი.

როგორ მოქმედებს ლევორიჩი

მგრძნობიარე შტამები

Staphylococcus (მხოლოდ მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Streptococcus, Pumococcus, Micrococcus, Enterococcus, Corynecaterium, pseudomonas, Strenotrophomonas (xanthomonas) maltophilia, Pseudomonas aeruginosa, Haemophilus {Influenza, Haemophilus aegyptuus (Koch-Weeks)}, Moraxella, Serratia, Klebsiella, Proteus, Morganella morganii, Acinetobacter, Enterobacter, Acnes

ჩვენებები:

ბლეფარიტი, ჯიბლიბო, დაკრიოცისტიტი, კონიუქტივიტი, ადენოფთალმია, კერატიტი, კერატოჰელკოზი, ასეპტიკური თერაპიზე თვალზე ოპერაციის დროს.

ლევორიჩის გამოყენების წინ:

1)      ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას, განისაზღვრება მგრძნობელობა ტოლერანტული შტამების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით. ლევოფლოქსაცინი გამოიყენება მინიმალური პერიოდის განმავლობაში, რაც თერაპიული შედეგის მისაღებად არის საჭირო.

2)      გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არა-მგრძNობიარე მიკროორგანიზმების (სოკოების ჩათვლით) ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა.

3)      MRSA (მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus) წინაარმდეგ ლევოფლოქსაცინის ეფექტურობა არ არის დადასტურებული. ანტი-MRSA საშუალება პნევმონიის სამკურნალოდ მიიღება მაშინ, როდესაც MRSA დიაგნოზი დადგენილია და კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება.

ლევორიჩის მიღების წესი:

ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალებში, დღეში 3-ჯერ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

1) შოკი: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შოკი (გულისრევა, კიდურებში სიცივის შეგრძნება, დისპნოე). იმ შემთხვევაში, რომელიც პათოლოგიურად მიიჩნევა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიღებულ იქნეს შესაფერისი ზომები.

2) ჰიპერმგრძნობელობა: იშვიათად შეიძლება განვითარდეს გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი, აფსიქიამ ანგიოედემა (ხახის, ხორხის ან სახის შეშუპების ჩათვლით), სასუნთქი გზების ობსტრუქცია, დისპნოე, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ქუთუთოს ჰიპერემია  შეშუპება, კანის ჰიპერემია და კონიუქტივის ინიექცია. აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

3) თვალი: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გაღიზიანება, როგორიცაა ტრანზიტორული წვის შეგრძნება, დისფორია, მწიწკვნელი ტკივილი, ჰიპერემია, ქავილი, ქიმიური კონიუქტივიტი და კერატიტი, თვალის გარშემო მიდამოს ან სახის შეშუპება, უცხო სხეულის შეგრძნება, თვალის მოჭრა, დაბინდული მხედველობა, ცრემლიანობა, სიმშრალე, თვალის ტკივილი, იშვიათად თავბრუ, რქოვანას დაზიანება, როგორიცაა დიფუზური ლამელარული კერატიტი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზამდე. აღნიშნული მოვლენები განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ლევორიჩის შენახვის წესი:

1) ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

2) გამოყენების შემდეგ სასწრაფოდ გაუკეთეთ საცობი

3) ინახება ბნელ, მშრალ და გრილს ადგილას.

4) წამლის ხარისხის შენარჩუნების და არასწორი გამოყენების პრევენციის მიზნით, ნუ შეცვლით ორიგინალურ კონტეინერს.

ინახება ფოტო-რეზისტენტულ, მჭიდრო კონტეინერში ოთახი ტემპერატურაზე (1 – 300C)

დამატებითი ინფორმაცია:

რას შეიცავს ლევორიჩი:

აქტიური ინგრედიენტიარის ლევოფლოქსაცინი 5 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი. მჟავიანობის დონის (pH დონის) შესანარჩუნებლად ზოგჯერ უმატებენ ჰიდროქლორის მჟავას და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდის მცირე რაოდენობას.

გაცემის წესი:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

როგორ გამოიყურება ლევორიჩი და რა შედის შეფუთვაშილევორიჩის თვალის წვეთები მოთავებულია 5 მლ ლურჯი ფერის, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში დაბალი სიმკვრივის პოლეთილენის შეფუთვით და LDPE/HDPE თავსახურავით.  

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy