Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ ATB 10 კაფსულა
ჩვენება: ანტიბიოტიკის მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის, მწვავე დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
პილეჟე ლაქტიბიენ ATB 10 კაფსულა
ანტიბიოტიკის მიღებით გამოწვეული დისბაქტერიოზის, მწვავე დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 12 მილიარდ რძემჟავა ფერმენტს - Lactobacillus rhamnosus GG LA801.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლაქტიბიენ ATB წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის12 მილიარდი Lactobacillus rhamnosus GG LA801 შტამი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის მიერ (WGO) ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის სამკურნალოდ.
ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, სწრაფად აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, არეგულირებენ PH გარემოს, ელექტროლიტურ ბალანსს, აფერხებენ ტოქსინების, ალერგენების და პათოგენების შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენენ ტოქსიური ნივთიერებების და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას
ჩვენება:
ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა
დოზირება:
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში - 1 კაფსულა დღეში კვების წინ ერთ ჭიქა წყალთან ერთად - 10 დღის განმავლობაში. მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე მისაღებია ვეგეტარიანელებისთვის.
გამოშვების ფორმა:
N10 კაფსულა.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
ასევე, იხილეთ : Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ აიმედია 4 სტიკი
რაოდენობა | 10 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account