კასტენოლი - Kastenoli ხსნარი 25მლ

განსაკუთრებული ფასი 2,48 GEL რეგულარული ფასი 3,50 GEL
მარაგშია
SKU
91822_640

ჩვენება: გამოიყენება  კანის სადეზინფექციოდ სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს.

კასტენოლი

KASTENOLI

სადეზინფექციო ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა:

რეზორცინი _ 2,03გ, ბორმჟავა _ 0,203გ, ფენოლი _ 1,016გ, ეთანოლი 95% _ 3,05მლ, გამოხდილი წყალი _ 25,0მლ-მდე.

აღწერა :

თეთრი ან მოყვითალო ფერის, ფენოლისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე.

ასევე, იხილეთ : egisept - ეგისეპტი სპრეი 65გ

მოხმარების წესი :

კასტენოლი გამოიყენება განუზავებელი სახით და წარმოადგენს მზა ხსნარს. არ გამოიყენება ხელის სადეზინფექციოდ.

საერთო მონაცემები: კასტენოლი გამოიყენება  კანის სადეზინფექციოდ სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს.მას გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

ბორის მჟავას აქვს ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერილი , სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

ფენოლი ანადგურებს ყველა ინფექციურ აგენტს, კანზე ტოვებს დამცავ ბარიერს, რომელიც აჩერებს უჯრედული პარაზიტების აქტივობას.

რეზორცინი  აფერხებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების გამრავლებას და გავრცელებას.

ეთანოლი არის ანტისეპტიკური , ანტიმიკრობული საშუალება.

გამოყენების წესი:

გამოიყენება ანტისეპიკის მიზნით ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად. დაიტანება განუზავებელი ხსნარი 5წთ-ის განმავლობაში. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა უნდა  განმეორდეს ორჯერ. დატანის შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს კასტენოლის გამოყენების შეწყვეტას.

უსაფრთხოება:

კასტენოლი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

არ არის სასურველი ხსნარის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე)

მოარიდეთ სიცხეს, მხურვალე  ზედაპირებს, ღია ცეცხლს და სხვა აალებად წყაროებს.

შეფუთვა: 25მლ ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლი-ეთილენის საცობით და თავსახურით.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აკრძალულია კასტენოლის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy