Enfast - ენფასტი 50მგ 20 ტაბლეტი

4,76 GEL
მარაგშია
SKU
70664_1958

ჩვენება:არტერიული წნევის დასაქვეითებლად და სტენოკარდიით გამოწვეული გულმკერდის ტკივილის პრევენციისათვის,გულის უკმარისობა.

50 მგ კონტროლირებადი გამონთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

პერორალური გამოყენება.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 47.5 მგ მეტოპროლოლის სუქცინატს, რომელიც 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ეთილცელელოზა N50, პოლიეთილენ გლიკოლი 6000, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი PH 102), მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელიPH 200), ლუბრიტაბი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, ტიტანის დიოქსიდი, პოლივინილპიროლიდონი K30.
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი სრულად, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი განმეორებით წაკითხვა
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ პრეპატის მიღებისას აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს, ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას.
დაიცავით ამ საინფორმაციო ფურცელში მითითებული ინსტრუქციები ზუსტად. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.
ამ საინფორმაციო ფურცელში მოცემულია:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ენფასტი SDK ?

2. ენფასტი SDK-ის მიღების დაწყებამდე

3. როგორ გამოიყენება ენფასტი SDK ?

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

5. როგორ ინახება ენფასტი SDK?

6. რა არის და რისთვის გამოიყენება ენფასტი SDK ?

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ენფასტი SDK ?

ენფასტი SDKარის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ერთ მხარეს ნაჭდევიანი, გარსით დაფარული ტაბლეტი.

ენფასტი SDK50 მგ ბაზარზე გაიტანება 20 ტაბლეტიან ბლისტერულ პაკეტებში ყოველ კოლოფში.

მეტოპროლოლი ამცირებს ფიზიკური და გონებრივი შრომით გამოწვეული სტრესის ჰორმონების ზემოქმედებას გულზე. ამ პირობებში, გულისცემის სიხშირე ნელდება (პულსი მცირდება).

ენფასტი SDK გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

არტერიული წნევის დასაქვეითებლად და სტენოკარდიით გამოწვეული გულმკერდის ტკივილის პრევენციისათვის.
გულის უკმარისობა
გარკვეული ტიპის გულის ფრიალის დროს.
გულის არარეგულარული რითმის დროს.
ენფასტი SDK მიოკარდიუმის ინფარქტ-გადატანილ პაციენტეში ამცირებს გულის ინფარქტის და სიკვდილის რისკს. ენფასტი SDK ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს ზომიერიდან მძიმემდე ჰიპერტენზიის მქონე მამაკაცებში. გულზე წნევის ზემოქმედების დაქვეითება ამცირებს გულმკერდში ტკივილის (სტენოკარდიის) რისკს. ენფასტი SDK ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის.

2. ენფასტი SDK-ის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ენფასტი SDK; თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, სხვა ბეტა-ბლოკერების ან სპეციალურ პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გაქვთ გულის პრობლემები,
გაქვთ შენელებული გულისცემა (სინუსური ბრადიკარდია),
გაქვთ დაბალი სისხლის წნევა.
გაქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები,
გაქვთ ფილტვების პრობლემები,
თქვენი სისხლის წნევის მომატება გამოწვეულია არანამკურნალევი ჭარბი ჰორმონებით (ფეოქრომოციტომა)
გამოიჩინეთ სიფრთხილე ენფასტი SDK-ის გამოყენებისას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

თქვენ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხანგამოშვებითი კოჭლობით,
თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა,
გაქვთ გულმკერდში ტკივილი სახელწოდებით პრინცმეტალის ტიპის გულმკერდის ტკივილი, რაც გამოწვეული გულის სპონტანური სპაზმით;
გაქვთ ასთმა ან დისკომფორტი სასუნთქი გზების შევიწროების გამო;
გაქვთ მძიმე დაავადება ორგანიზმში მჟავა ნივთიერებების მაღალი დონის გამო (მეტაბოლური აციდოზი),
თქვენ ჩაგიტარდათ ზოგადი ანესთეზია პრეპარატით სტომატოლოგის მიერ, ან უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიულინ ოპერაცია; ამ შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ღებულობთ ენფასტი SDK-ს.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო დროს ღებულობდით ნებისმიერ სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გაცემულების ჩათვლით.

ენფასტი SDK საკვებთანდასასმელთან ერთად.

ენფასტი SDK-ის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ცალკე.

ორსულობა

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ ფიქრობთ რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად. არ უნდა გამოიყენოთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე. მეტოპროლოლმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ნაყოფის გულისცემის შენელება. თუ მკურნალობის პერიოდში შეამჩნევთ რომ ხართ ორსულად, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.

ძუძუთი კვება

მიმართეთ თქვენსექიმსანფარმაცევტსრჩევისთვისამპრეპარატის მიღებამდე.

ენფასტი SDK-ის მიღება ლაქტაციის პრიოდში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მისი გამოყენება აუცილებელია. მეტოპროლოლი კონცენტრირდება ადამიანის რძეში იმ რაოდენობით, რომელიც შეესაბამება დედის პლაზმაში აღმოჩენილ რაოდენობაზე დაახლოებით სამჯერ მეტს. მეძუძური ჩვილის მიმართ მავნე რეაქციების რისკი როგორც ჩანს დაბალია პრეპარატის თერაპიულ დოზებზე. ამიტომაც უნდა განხორციელდეს დაკვირვება მეძუძურ ჩვილზე ბეტა-ბლოკადის ნიშნების გამოსავლენად.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

თუ თქვენ განიცდით გვერდით ეფექტებს, როგორიცაა თავბრუსხვევა ან სისუსტე, თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექნიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენფასტი SDK-ის ზოგი ინგრედიენტის შესახებ

ენფასტი SDK შეიცავს საქაროზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ გარკვეული შაქრების აუტანლობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ყოველ ტაბლეტზე, ეს რაოდენობა არ გამოიწვევს რაიმე გვერდით ეფექტებს.

სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება

ენფასტი SDK-მ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე, და ასევე სხვა პრეპარატებმაც შეიძლება მოახდინონ გავლენა მეტოპროლოლის მოქმედებაზე.

პროპაფენონი, ამიოდარონი, ქინიდინი, ვერაპამილი, დილთიაზემი, კლონიდინი, დიზოპირამიდი და ჰიდრალაზინი, დიგიტალისის პრეპარატები და დიგოქსინი (გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები).
თუ იყენებთ ენფასტი SDK-ს, და კლონიდინით მკურნალობა უნდა შეგიწყდეთ ამავე დროს, კლონიდინი უნდა შეწყვიტოთ ენფასტი SDK-ის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე. იხილეთ პუნქტი ენფასტი SDK-თი მკურნალობის შეწყვეტის შესახებ „ენფასტი SDK -თი მკურნალობის შეწყვეტის ეფექტები“.
ბარბიტურის მჟავას დერივატივები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები),
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. ინდომეტაცინი და ცელეკოქსიბი),
ეპინეფრინი (შოკისა და მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალო პრეპარატი)
ფენილპროპანოლამინი (ცხვირის შიდა ქსოვილის შეშუპების სამკურნალო პრეპარატი)
დიფენჰიდრამინი (ალერგიის სამკურნალო პრეპარატი)
ტერბინაფინი (კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატი),
რიფამპიცინი (სხვადასხვა დაავადებების განსაკუთრებით ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი,)
სხვა ბეტა-ბლოკერები (მაგ. თვალის წვეთები)
მაო-ს ინჰიბიტორები (დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები),
ინჰალაციური (შესასუნთქი) ანესთეტიკები (ანესთეზიისთვის გამოყენებული პრეპარატები)
ანტიდეპრესანტები (პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი),
მაღალი სისხლის წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები,
კალციუმის არხის ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება კარდიოვასკულური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ (დიჰიდროპირიდინის დერივატები)
განწყობის მარეგულირებელი პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები),
ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალო პრეპარატები (ფენოთიაზინები)
ციმეტიდინი (პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭში მჟავას წარმოებას)
თუ იყენებთ პერორალურ ანტიდიაბეტურ მედიკამენტებს, ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო დროს ღებულობდით ნებისმიერ სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გაცემულების ჩათვლით.

3. როგორ გამოიყენება ენფასტი SDK?

სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

ყოველთვის მიიღეთ ენფასტი SDKზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ენფასტი SDK კონტროლირებული გამონთავისუფლების გარსით დაფარული ტაბლეტები უზრუნველყოფენ ერთდღიან ეფექტს და მიიღება დღეში ერთჯერ.

მიღების გზადამეთოდი:

ენფასტი SDK მიიღება პერორალურად. კონტროლირებადი გამონთავისუფლების ტაბლეტები შეიძლება დაიყოს. არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან დაფშვნა. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ნახევარი ჭიქა სითხის დაყოლებით.

სხვადასხვა ასაკი:

ბავშვები:

ენფასტი SDK არ არის რეკომენდირებული ბავშვებში გამოყენებისათვის.

ხანდაზმულები:

თავდაპირველად გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი შესაძლებელი დოზა.

სპეციალური პოპულაციები:

თირკმლისუკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა დოზის კორექცია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუთქვენშეამჩნევთ, რომ ენფასტი SDK-ისეფექტიძალიანძლიერიანძალიანსუსტია, მიმართეთთქვენსექიმს ანფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღებთ საჭიროზე უფრომეტ ენფასტი SDK-ს

თუ თქვენს მიერ მიღებული დოზა მაღალია, შეიძლება განიცადოთ შემდეგი სიმპტომები: გულისცემის არარეგულარობა ან ამოვარდნა, ქოშინი, ტერფების შეშუპება, მკერდში გულისცემის შეგრძნება, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გულმკერდში ტკივილი, კანის სიცივე, დაბალი პულსი, ფსიქიური დარღვევები, მოუსვენრობა, გულის უკმარისობა, ამინდის შემზღუდველი ზემოქმედება წონასწორობაზე სიარულის დროს, სრული ან ნაწილობრივი ცნობიერების დაკარგვა/ კომა, გულისრევა, ღებინება და სისხლჩაქცევები.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული დოზის მიღება, ხოლო მაღალი დოზა არ უნდა მიიღოთ. თუ თქვენ იყენებთ ქინიდინს და საძილე პრეპარატს (ბარბიტურატებს), სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებს და ალკოჰოლს მეტოპროლოლთან ერთად, ამან შეიძლება დაამძიმოს ზემოაღნიშნული სიმპტომები.

დოზის გადაჭარბების ნიშნები გამოვლინდება 20 წუთის- 2 საათის შემდეგ.

სიმპტომების განვითარებისას, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს დაუყოვნებლივ.

თუ თქვენ მიიღეთ ენფასტი SDK-ის საჭიროზე მეტი დოზა, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ენფასტი SDK-ის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის შესავსებად.

თუ შეწყვეტთ ენფასტი SDK-ის მიღებას

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმის გარეშე. თუ თქვენ უეცრად შეწყვეტთ ამ პრეპარატის მიღებას, თქვენი დაავადების ზოგიერთი სიმპტომი (მაგ. გულის ფრიალი, გულმკერდში ტკივილი) შეიძლება გაუარესდეს.

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ენფასტი SDK-ის ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენების კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: უვითარდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტს.

ხშირი: უვითარდება 10-დან 1 პაციენტზე ნაკლებს, მაგრამ 100-დან 1 პაციენტზე მეტს.

არა-ხშირი: უვითარდება 100-დან 1 პაციენტზე ნაკლებს, მაგრამ 1000-დან 1 პაციენტზე მეტს. იშვიათი: უვითარდება 1000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს, მაგრამ 10000-დან 1 პაციენტზე მეტს. ძალიან იშვიათი: უვითარდება 10.000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს.

უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე შეფასება ვერ მოხდება.
ხშირი: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისცემის სიხშირის დაქვეითება, გულის ფრიალი, ხელების და ფეხების გაციება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დაღლილობა.

არა-ხშირი:
დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის პრობლემა, ძილიანობა და უძილობა, ჩხვლეტა და დაბუჟება, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება, გულის შეტევის დროს სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (კარდიოგენური შოკი), გულმკერდში ტკივილი, გულის ბლოკადა, ქოშინი, სასუნთქ გზებში შებოჭილობის შეგრძნება, წონის მომატება.
იშვიათი: სისხლის შედედების უზრუნველმყოფი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია), გაღიზიანება, მოუსვენრობა (შფოთვა), სექსუალური პრობლემები, მათ შორის იმპოტენცია, მეხსიერების პრობლემები, ცნობიერების აბნევა, ჰალუცინაციები, მხედველობის დარღვევები, თვალის სიმშრალე, სიწითლე ან / და გაღიზიანება, ყურებში ხმაური, ეკგ-ზე დარღვევები- გულის გამტარებლობის დარღვევები, არარეგულარული გულისცემა, შესიება (შეშუპება), გულის წასვლა, გემოვნების დარღვევები, ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციური სინჯების პათოლოგიები), კანის ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები, ფსორიაზის გაუარესება, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სინათლის მიმართ, სექსუალური სურვილის შექცევადი დაკარგვა, გადაჭარბებული ოფლიანობა, თმის ცვენა.

ძალიან იშვიათი:

გულმავიწყობა / მეხსიერების გაუარესება.
უცნობია: თვალის ანთების მსგავსი სიმპტომები, სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის გამო სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში ქსოვილის ლპობა ან სიკვდილი (განგრენა), ცხელება, პირის სიმშრალე, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები.

5. როგორ ინახება ენფასტი SDK?

შეინახეთ ბავშვებისთვის ფარულ და მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 250C-ზე დაბლა.

გამოიყენეთ ენფასტი SDK ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ენფასტი SDK პაკეტზე აღნიშნულია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ მიიღოთ ნებისმიერი პრეპარატი, თუ დაინახავთ რაიმე დეფექტს პაკეტზე ან პროდუქტზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy