დუომაგი კაფს.N30
ჩვენება:მაგნიუმის დეფიციტი, მომატებული გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის სპაზმები
მაგნიუმის ორი ფორმა ხანგრძლივი მოქმედებისთვის
შედგენილობა: თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
მაგნიუმის ოქსიდს 613,62 მგ (370 მგ მაგნიუმის ექვ.)
მაგნიუმის ციტრატს 158,644 მგ (30 მგ მაგნიუმის ექვ.)
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 6,08 მგ (5 მგ ვიტამინი В6-ს ექვ.)
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
დაფარვის შედგენილობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი
ერთი კაფსულა შეიცავს:
|
|
კღმმ* |
მაგნიუმი |
400 მგ |
107 % |
ვიტამინი В6 |
5 მგ |
357% |
კღმმ* - კვებითი ღირებულების მიმართებითი მნიშვნელობა
რას წარმოადგენს დუომაგი და როგორ მოქმედებს ის?
დუომაგის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მაგნიუმი და პირიდოქსინი. მაგნიუმი - ყველაზე გავრცელებული ელემენტია სხეულის ძვლებში, კუნთებსა და რბილ ქსოვილებში. ეს მინერალი მონაწილეობას იღებს უამრავ ბიოქომიურ რექციაში და წარმოადგენს კუნთების, მათ შორის, გულის და ნერვული სისტემის, ფუნქციონირების მნიშვნელოვან კომპონენტს. მაგნიუმი ხელს უწყობს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, ცილების ნორმალურ მეტაბოლიზმს და სინთეზს. გარდა ამისა, მაგნიუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. მაგნიუმის დახმარებით ორგანიზმი ადვილად უმკლავდება დაღლას.
შედგენილობაში შედის მაგნიუმის 2 ფორმა: მაგნიუმის ოქსიდი და მაგნიუმის ციტრატი. მაგნიუმის ოქსიდი შეიცავს 6-12-ჯერ მეტ სუფთა მაგნიუმს, ვიდრე მაგნიუმის მარილები. მეორეს მხრივ, მაგნიუმის ციტრატი არ აღიზიანებს კუჭს, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს ორი ფორმა ერთად ერთმანეთს ავსებს, შედეგად დგება პროლონგირებული ეფექტი.
ამ ფორმულაში მაგნიუმი იმყოფება კომბინაციაში В6 ვიტამინთან, რომელიც მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულირებაში და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვას და მის მოხვედრას უჯრედში.
გამოყენების რეკომენდაციები:
მაგნიუმის დადგენილი დეფიციტი, იზოლირებული ან დაკავშირებული სხვა დეფიციტურ მდგომარეობებთან, რომელთაც ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: მომატებული გაღიზიანებადობა, ძილის უმნიშვნელო დარღვევები, კუჭ-ნაწლავის სპაზმები, გახშირებული გულისცემა, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი და სპაზმები, ჩხვლეტის შეგრძნება კუნთებში.
უკუჩვენება:
ბად-ის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
დოზირების რეჟიმი:
შინაგანად. მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია: ალერგიული რეაქციები, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
გამოშვების ფორმა:
30 კაფსულა
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, შუქისგან დაცულ ადგილას 80С-დან 250С-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
ბად. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
გამოყენებამდე რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account