Dulozim - დულოზიმი 30მგ 10 კაფსულა

14,16 GEL
მარაგშია
SKU
60457_2261

ჩვენება: ღრმა დეპრესიული აშლილობის მკურნალობა.

დულოზიმი

DULOZIM

სავაჭრო დასახელება

დულოზიმი 30

დულოზიმი 60

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დულოქსეტინის ჰიდროქლორიდი

ფარმაცევტული ფორმა

კაფსულა, მყარი

1) დულოზიმი 30

შემადგენლობა

თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

დულოქსეტინის ჰიდროქლორიდი USP

რაც 30 მგ დულოქსეტინის ექვივალენტურია

(ენტეროსოლუბილური გარსით დაფარული გრანულები)

2) დულოზიმი 60

შემადგენლობა

თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

დულოქსეტინის ჰიდროქლორიდი USP

რაც 60 მგ დულოქსეტინის ექვივალენტურია

(ენტეროსოლუბილური გარსით დაფარული გრანულები)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიდეპრესანტები.

ათქ კოდი: N06AX21

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი: დულოქსეტინი წარმოადგენს  სეროტონინისა (5-HT) და ნორადრენალინის  (NA) კომბინირებულ უკუმიტაცების ინჰიბიტორს და სუსტად თრგუნავს დოპამინის მიტაცებას, არ გააჩნია მსგავსება ჰისტამინერგულ, დოპამინერგულ, ქოლინერგულ და ადრენერგულ რეცეპტორებთან. დულოქსეტინი დოზა-დამოკიდებულად ზრდის სეროტონინის და ნორადრენალინის გარეუჯრედოვან დონეს ცხოველების ტვინის სხვადასხვა ნაწილში.

ფარმაკოდინამიკური  გავლენა: დულოქსეტინი ანორმალიზებს ნეიროპათიური და ანთებითი ტკივილის ზღვარს ცალკეულ პრეკლინიკურ მოდელში და ამსუბუქებს ტკივილის ხასიათს მუდმივი ტკივილის შემთხვევაში. დულოქსეტინის ტკივილის ინჰიბიტორული მოქმედება არის ინჰიბიტორული ტკივილის შემცირების პოტენცირების შედეგი  ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ფარმაკოკინეტიკა

 დულოქსეტინი მიიღება ერთჯერადი ენანტიომერის სახით. დულოქსეტინი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP1A2 და CYP2D6 ოქსიდაციური ფერმენტებით, რასაც მოჰყვება შერწყმა. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა ვლინდება დიდი შიდა სუბიექტური ცვალებადობით (ზოგადად 50-60%), ნაწილობრივ გენდერული, ასაკობრივი, მწეველობის და CYP2D6 მეტაბოლიზებელი  სტატუსით განპირობებული.

შეწოვა

 დულოქსეტინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას, Cmax მიიღწევა დოზის მიღებიდან 6 საათში.  პერორალური მიღების შემდეგ დულოქსეტინის აბსოლიტური ბიოშეღწევადობა მერყეობს 32%-დან 80%-მდე (გულისხმობს 50%). საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 6-დან 10 საათამდე და მკვეთრად ამცირებს აბსორბაციას (დაახლოებით 11 %). ამ ცვლილებებს არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

განაწილება

დულოქსეტინი დაახლოებით 96%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. დულოქსეტინი  უკავშირდება ალბუმინს და ალფა-მჟავა გლიკოპროტეინს. თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა არ ახდენს გავლენას ცილების კავშირზე.

ბიოტრანსფორმაცია:

დულოქსეტინი ძირითადად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდში. ორივე ციტოქრომი P450-2D6 და 1A2 აკატალიზებს ორი ძირითადი მეტაბოლიტის ფორმირებას, 4-ჰიდროქსი დულოქსეტინის გლუკურონიდის კონიუგატი და 5-ჰიდროქსი, 6-მეთოქსი დულოქსეტინის სულფატის კონიუგატი.  დულოქსეტინის მოცირკულირე მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა არ არის გამოკვლეული პაციენტებში, რომლებსაც CYP2D6-ს მიმართ აღენიშნებათ ცუდი მეტაბოლიზმი. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, ამ პაციეტებში დულოქსეტინის პლაზმური დონე უფრო მაღალია.

ელიმინაცია

დულოქსეტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 8-დან 17 საათამდე (12 სთ). ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ დულოქსეტინის  პლაზმური კლირენსი მერყეობს 22ლ/სთ-დან 46 ლ/სთ-მდე (36ლ.სთ). პერორალურად მიღების შემდეგ დულოქსეტინის პლაზმური კლირენსი მერყეობს 33-დან 261 ლ/სთ-მდე (101ლ/სთ).

განსაკუთრებული პოპულაციები:

სქესი: მამრებს და მდედრებს შორის დადგინდა ფარმაკოკინეტიკური განსხვავება (მდედრებში პლაზმური კლირენსი დაახლოებით 50%-ით დაბალია). კლირენსის თანხვედრის საფუძველზე, სქესის მიხედვით  ფარმაკოკინეტიკური განსხვავება არ ამართლებს მდედრ პაციენტებში მცირე დოზებით გამოყენების რეკომენდაციას.

ასაკი: ფარმაკოკინეტიკური განსხვავება დადგენილი იქნა ახალგაზრდა და ხანდაზმულ (>65 წელი) ქალებს შორის (AUC იზრდება დაახლოებით 25%-თ და ხანდაზმულებში ნახევარგამოყოფის პერიოდი 25 %-თ ხანგრძლივია), თუმცა ამ ცვლილებების მნიშვნელობა არ არის საკმარისი, რომ გამართლდეს დოზის კორექცია. ზოგადად რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ხანდაზმულებში მკურნალობისას.

თირკმლის უკმარისობა:  ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით დულოქსეტინის Cmax და AUC 2-ჯერ მაღალი იყო თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე დიალიზზე მყოფ პაციენტებში.  თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები დულოქსეტინის  შესახებ შეზღუდულია.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის ზომიერ დაავადება (Child –Pugh კლასი B) გავლენას ახდენს დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაზე. ღვიძლის მსუბუქი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკა და მისი მეტაბოლიტები.

მეძუძური დედები: ლაქტაცია არ მოახდინა გავლენა დულოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაზე.

პედიატრიული პოპულაციები:

ბავშვებში დულოქსეტინის მდგრადი მდგომარეობის პლაზმური კონცენტრაცია ძირითადად იყო ზრდასრული პაციენტების კონცენტრაციის ფარგლებში.

სამკურნალო ჩვენება:

დულოქსეტინის გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:

ღრმა დეპრესიული აშლილობის მკურნალობა.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობა.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა.

დულოქსეტინი გამოიყენება ზრდასრულებში.

დოზა და მიღების წესი:

დოზა:

ღრმა დეპრესიული აშლილობა: საწყისი და რეკომენდებული დოზა არის 60 მგ ერთჯერ დეში, მიიღება საკვებთან ერთად, ან მის გარეშე. დღე-ღამეში 60მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას, მაქსიმალური დოზა შეადეგნს 120 მგ-ს დღეღამეში. მკურნალობის შედეგი დგება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.

ანტიდეპრესიული შედეგის დადგომის შემდეგ, რეციდივის თავიდან აცილების მიზნით,  რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის მანძილზე. პაციენტები რომლებიც რეაგირებენ დულოქსეტინით  მკურნალობაზე და ანამნეზში აღენიშნებათ დეპრესიის განმეორებითი ეპიზოდები, შემდგომი ხანგრძლივი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 60-დან 120 მგ-მდე სადღეღამისო დოზით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებში საწყისი რეკომენდებული დოზა არის 30 მგ ერთჯერ დღეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. პაციენტები რომლებიც არასაკმარისად  რეაგირებენ მკურნალობაზე, დოზა უნდა გაიზარდოს 60 მგ-მდე, რაც უმეტეს  პაციენტებში ითვლება ჩვეულებრივ დოზად.

პაციენტებს, რომლებსაც პარარელურად აქვთ ღრმა დეპრესიული აშლილობა, საწყისი და შესანარჩუნებელი დოზა შეადგენს 60 მგ-ს დღე-ღამეში. დღე-ღამეში 120 მგ-ს მიღება აღმოჩნდა უფრო ეფექტური. დოზის გაზრდა შეიძლება 90 მგ-მდე ან 120 მგ-მდე პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ მკურნალობაზე 60 მგ დოზის მიღებისას.  დოზის გაზრდა უნდა ეყრდნობოდეს კლინიკურ პასუხს და პრეპარატის ამტანობას.

მკურნალობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, რეციდივის თავიდან არიდების მიზნით, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება რამდენიმე თვის განმავლობაში.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი: საწყისი და შესანარჩუნებელი რეკომენდებული დოზა არის 60 მგ დღე-ღამეში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დღე-ღამეში 60მგ-ზე მეტი, მაქსიმუმ 120 მგ-მდე დოზის მიღება ხდება თანაბრად გაყოფილი დოზებით. დულოქსეტინის პლაზმური კონცენტრაცია ავლენს დიდ შიდა ინდივიდუალურ ცვლილებას. აქედან გამომდინარე, პაციენტები რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ მკურნალობაზე 60 მგ დოზის მიღებისას, შეუძლიათ ისარგებლონ უფრო მაღალი დოზით.

მკურნალობის შედეგი უნდა შეფასდეს 2 თვის შემდეგ. პაციენტებში, რომლებშიც მკურნალობის შედეგი პირველ ეტაპზეც არაადეკვატურია, ამ დროის გასვლის შემდეგ მკურნალობის გაგრძელება ნაკლებად სავარაუდოა.

მკურნალობის სარგებლის შეფასება უნდა მოხდეს რეგულარულად (მინუმუმ  ყოველ სამ თვეში ერთჯერ).

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში ასაკის საფუძველზე დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული. თუმცა, სხვა მედიკამენტების მსგავსად საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ღრმა დეპრესიული აშლილობის, ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით 120 მგ დულოქსეტინის ყოველდღიური მიღებისას.

ღვიძლის უკმარისობა:  არ შეიძლება დულოქსეტინის გამოყენება  ღვიძლის უკმარისობით გამოწვეული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა:  თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ). დულოქსეტინი არ გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

პედიატრიული პოპულაციები: უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გამო, დულოქსეტინი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ღრმა დეპრესიული აშლილობის მკურნალობისათვის.

დულოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი 7-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის სამკურნალოდ დულოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი.

მკურნალობის შეწყვეტა: მოერიდეთ უეცრად შეწყვეტას. დულოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა უნდა შემცირდეს თანდათან, მინიმუმ ერთი-ორი კვირის განმავლობაში, რათა მოხდეს რეაქციების რისკის შემცირება.   თუ დოზის შემცირებისას, ან მკურნალობის შეწყვეტისას გამოვლინდება აუტანელი სიმპტომები, მაშინ გააგრძელეთ მანამდე დანიშნული დოზის მიღება. შემდგომში, ექიმს შეუძლია მკურნალობის გაგრძელება შემცირებული დოზით, მაგრამ თანმიმდევრული ინტენსივობით.

მიღების წესი:

მიიღება პერორალურად.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დულოქსეტინთან ერთად არასელექციური, შეუქცევადი მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღება უკუნაჩვენებია.

ღვიძლის უკმარისობის შედეგად გამოწვეული ღვიძლის დაავადება.

 არ შეიძლება დულოქსეტინის მიღება ფლუვოქსამინთან, ციპროფლოქსაცინთან ან ენოქსაცინთან (ძლიერმოქმედი CYP1A2 ინჰიბიტორები) ერთად, რადგან მათი კომბინაცია იწვევს დულოქსეტინის კონცენტრაციის მომატებას პლაზმაში.

თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ).

უკონტროლო ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში დულოქსეტინით მკურნალობის დაწყება უკუნაჩვენებია, რადგან არსებობს ჰიპერტენზიული კრიზის  პოტენციური რისკი.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

მანია და პაროქსიზმი: დულოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში მანიის,  ბიპოლარული აშლილობის და/ან პაროქსიზმის მქონე პაციენტებში.

მიდრიაზი: დულოქსეტინთან დაკავშირებით გამოვლინდა მიდრიაზი, ამგვარად დულოქსეტინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მომატებული თვალშიდა წნევის მქონე პაციენტებში, ან პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომას რისკის ქვეშ.

არტერიული წნევა და გულის შეკუმშვის სიხშირე: ზოგიერთ პაციენტში დულოქსეტინის მიღება უკავშირდებოდა არტერიული წნევის მომატებას და კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპერტენზიას. ჰიპერტენზიის და/ან გულის დაავადებების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია  არტერიული წნევის კონტროლი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ თვეს. დულოქსეტინი სიფრთხილით გამოიეყენება იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შეიძლება კომპრომიზებული იყოს გულის შეკუმშვის სიხშირის ან არტერიული წნევის გაზრდით. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც დულოქსეტინი მიიღება ისეთ სამკურნალო პროდუქტებთან, რომლებიც ანელებენ მეტაბოლიზმს. დულოქსეტინის მიღებისას პაციენტებში არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, საჭიროა დოზის შემცირება, ან პრეპარატის თანდათან შეწყვეტა.  უკონტროლო ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში დულოქსეტინის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე, ან ჰემოდიალიზზე (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) მყოფ პაციენტებში აღინიშნა  დულოქსეტინის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.

სეროტონინის სინდრომი: სხვა სეროტონერგიული აგენტების მსგავსად, დულოქსეტინით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს სეროტონინის სინდრომი, რომელიც არის სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა, განსაკუთრებით   სხვა სეროტონერგიულ აგენტებთან ერთად მიღებისას (მათ შორის სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური იჰიბიტორები, სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ტრიპტანები), სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ანელებენ სეროტონინის მეტაბოლიზმს მაგ: მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ან ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, ან სხვა დოპამინის ანტაგონისტებთან ერთად მიღებისას, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს  სეროტონერგიული ნეიროტრანსმიტერების სისტემაზე. სეროტონინის სინდომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლას (მაგ: აღგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა), ავტონომიური არამდგრადობა (მაგ: ტაქიკარდია, არამდგრადი არტერიული წნევა, ჰიპერთერმია), ნეიროკუნთოვანი დარღვევები (მაგ: ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევა) და/ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომები (მაგ: გულისრევა, ღებინება, დიარეა). თუ კლინიკურად გამართლებულია ერთდოულად დულოქსეტინით და სხვა სეროტონერგიული აგენტებით მკურნალობა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სეროტონერგიული  და/ან დოპამინერგიული ნეიროტრანსმიტერების სისტემაზე, მაშინ საჭიროა პაციენზე სიფრთხილით დაკვირვება, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას და დოზის გაზრდისას.  

კრაზანა: გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო გახშირდეს დულოქსეტინისა და კრაზანას შემცველი მცენარეული პრეპარატების ერთდროულად მიღებისას.

სუიციდი: ღრმა დეპრესიული აშლილობა ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: დეპრესია უკავშირდება სუიციდურ აზრებს, თვითდაზიანებასა და სუიციდს (სუიციდთან-დაკავშირებული მოვლენები). რისკი გრძელდება მანამ, სანამ მნიშვნელოვანი რემისია არ იქნება. თუ მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის, ან მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, პაციენტზე საჭიროა დაკვირვება მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

დულოქსეტინის დანიშვნა სხვა ფსიქიატრიული მოვლენების დროს შეიძლება ასოცირდებოდეს  სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების რისკის გაზრდასთან. გარდა ამისა, ეს მდგომარეობები შეიძლება გამოვლინდეს ღრმა დეპრესიულ აშლილობასთან ერთად. იგივე სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო პაციენტებში, ღრმა დეპრესიული აშლილობის მკურნალობისას, ამიტომ პაციენტებში სხვა ფსიქიატრიული დარღვევების დროს უნდა მოხდეს დაკვირვება.

პაციენტებს რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები, ან მკურნალობის დაწყებამდე ავლენენ მნიშვნელოვან სუიციდურ აზრებს ცნობილია, რომ  იმყოფებიან სუიციდური აზრების, ან სუიციდური ქცევების დიდი რისკის ქვეშ და მკურნალობის პერიოდში საჭიროებენ სიფრთხილით დაკვირვებას.

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი: მსგავსი ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე  (ანტიდეპრესანტები) სხვა სამკურნალო პროდუქტების მსგავსად, დულოქსეტინით მკურნალობის პერიოდში, ან მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტისას აღინიშნა სუიციდური აზროვნების და სუიციდური ქცევების ცალკეული შემთხვევები. დეპრესიის დროს სუიციდის რისკ ფაქტორებთან დაკავშირებით  იხილეთ ზემოთ. მკურნალმა ექიმმა პაციენტს უნდა უთხრას რომ ნებისმიერ დროს შეატყობინოს შემაშფოთებელი აზრების, ან გრძნობების შესახებ.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში: დულოქსეტინი არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ჰემორაგია: სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური იჰიბიტორების, სეროტონინის/ნორადრენალინის  უკუმიტაცების ინჰიბიტორების, მათ შორის დიგოქსინის  მიღებისას დაფიქსირდა სისხლდენის ფაქტები, როგორიც არის ეკქიმოზი (სისხლჩაქცევა), პურპურა (ჰემორაგიული გამონაყარი) და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს და/ან თრომბოციტების ფუნქციაზე გავლენის მქონე სამკურნალო პროდუქტებს (მაგ: აასპ ან აცეტილსალიცილის მჟავა) და პაციენტებში რომლებსაც აქვს სისხლდენისადმი მიდრეკილება.

ჰიპონატრიემია: ჰიპონატრიემია გამოვლინდა დულოქსეტინის მიღებისას, შრატში ნატრიუმის 110 მმოლ/ლ-ზე ნაკლები შემთხვევის ჩათვლით. ჰიპონატრიემია შესაძლოა განპირობებული იყოს შეუსაბამო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციით. ჰიპონატრიემიის შემთხვევების უმრავლესობა გამოვლინდა  ხანდაზმულებში, განსაკუთრებით როდესაც ანამნეზში აღენიშნებოდათ სითხის ბალანსის შეცვლა. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ჰიპონატრიემიის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, როგორებიც არიან ხანდაზმულები, ციროზის ან გაუწყლოვანების მქონე პაციენტები, ასევე პაციენტებში რომლებიც იღებენ შარდმდენებს.

მკურნალობის შეწყვეტა:  მკურნალობის შეწყვეტისას სიმპტომების მოხსნა ხშირია, განსაკუთრებით, თუ მკურნალობის შეწყვეტა უეცარია. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური იჰიბიტორების და სეროტონინის, ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების სიმპტომების მოხსნის რისკი შესაძლოა დამოკიდებული იყოს მრავალ ფაქტორზე, მათ შორის  მკურნალობის ხანგრძლივობაზე და დოზაზე, ასევე დოზის შემცირების სიხშირეზე.

ხანდაზმულები: ხანდაზმულებში მაქსიმალური დოზის მიცემისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

აკათიზია/ფსიქომოტორული მოუსვენრობა: დულოქსეტინის გამოყენება დაკავშირებული იყო აკათაზიის განვითარებასთან, რასაც ახასიათებდა სუბიექტურად არასასიამოვნო, ან შემაწუხებელი მოუსვენრობა და მოძრაობის საჭიროება, ხშირად ჯდომის, ან დგომის უუნარობა. ეს მოვლენები ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. დოზის გაზრდა შესაძლოა საზიანო იყოს პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები.

დულოქსეტინის შემცველი სამკურნალო პროდუქტები: დულოქსეტინი გამოიყენება სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით მრავალი ჩვენებებისათვის (დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობა, ღრმა დეპრესიული აშლილობის მკურნალობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა). მოერიდეთ ამ პროდუქტებიდან ერთზე მეტის გამოყენებას ერთდროულად.

ჰეპატიტი/ღვიძლის ფერმენტების მომატება: დულოქსეტინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სხვა სამკურნალო პროდუქტებით ღვიძლის დაზიანებასთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება:

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები  (MAOIs): სეროტონინის სინდრომის რისკის გამო, არ შეიძლება დულოქსეტინის მიღება  სხვა არასელექციურ, შეუქცევად მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ან მინიმუმ 14 დღის განმავლობაში მაოი-თ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. არ არის რეკომენდებული დულოქსეტინთან ერთად სელექციური შექცევადი მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღება, როგორიც არის მოკლობემიდი. ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი  არასელექციური მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორი და არ მიიღება პაციენტებში დულოქსეტინით მკურნალობის პერიოდში.

CYP1A2-ს ინჰიბიტორები: დულოქსეტინის მიღება ძლიერმოქმედ CYP1A2-თან ერთად იწვევს დულოქსეტინის კონცენტრაციის გაზრდას პლაზმაში, რადგან CYP1A2 ჩართულია დულოქსეტინის მეტაბოლიზმში. არ შეიძლება დულოქსეტინის მიღება ძლიერმოქმედ CYP1A2-თან ერთად, როგორიც არის ფლუვოქსამინი.

ცნს სანკურნალო პროდუქტები: საჭიროა სიფრთხილე როდესაც დულოქსეტინი მიიღება სხვა ცენტრალური მოქმედების სამკურნალო პროდუქტებთან ან ნივთიერებებთან კომბინაციაში, მათ შორის ალკოჰოლთან და სედატიურ სამკურნალო პროდუქტებთან ერთად (მაგ: ბენზოდიაზეპინები, მორფინომიმეტიკები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენობარბიტალები,სედაციური ანტიჰისტამინები).

სეროტონერგიული აგენტები: საჭიროა სიფრთხილე როდესაც დულოქსეტინი მიიღება სეროტონერგიულ აგენტებთან ერთად, როგორიც არის სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური იჰიბიტორები, სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიც არის კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი; მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, როგორიც არის მოკლობემიდი ან ლინეზოლიდი, კრაზანა ან ტრიპტანები, ტრამადოლი, პეთიდინი და ტრიპტოფანი.

დულოქსეტინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებბეზე:

სამკურნალო პროდუქტები რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით. დულოქსეტინთან ერთად მიღებისას (60 მგ დღეში ორჯერ) არ ჰქონია მნიშვნელოვანი გავლენა თეოფილინის CYP1A2 სუბსტრატის ფარმაკოკინეტიკაზე.

სამკურნალო პროდუქტები რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6-ით. საჭიროა სიფრთხილე, თუ დულოქსეტინი მიიღება ისეთ სამკურნალო პროდუქტებთან ერთად რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდებიან CYP2D6-თ (რისპერიდონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები როგორიც არის ნორტრიპტილინი, ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ აქვთ ვიწრო თერაპიული მაჩვენებელი (როგორიც არის ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი).

ორალური კონტრაცეპტივები და სხვა სტეროიდული აგენტები: დულოქსეტინი არ იწვევს CYP3A-ს კატალიზურ მოქმედებას. კონკრეტული ინვივო წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოციტული აგენტები: სისხლდენის მაღალი პოტენციური რისკის გამო, რომელიც დამახასიათბელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებისათვის, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც დულოქსეტინი მიიღება პერორალურ ანტიკოაგულანტებთან და ანტითრომბოციტულ აგენტებთან კომბინაციაში.

სხვა სამკურნალო პროდუქტების გავლენა დულოქსეტინზე

ანტაციდები და H2 ანტაგონისტები: დულოქსეტინის მიღება ფამოტიდინთან ან  ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან ერთად არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას დულოქსეტინის შეწოვის ხარისხზე, 40 მგ პერორალური დოზის მიღებისას.

CYP1A2 ინდუქტორები: ფამაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დულოქსეტინის პლაზმური კონცენტრაცია მწეველებში თითქმის 50%-ით დაბალია არამწეველებთან შედარებით.  

ფერტილობა, ორსულობა, ლაქტაცია:

ორსულობა: არ არსებობს ორსულ ქალებში დულოქსეტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები. ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. ორსულებში დულოქსეტინის გამოყენება შეიძლება როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ რისკს.  მკურნალობის დროს დაორსულების, ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში ქალბატონებმა უნდა აცნობონ ექიმს.

ძუძუთი კვება: დულოქსეტინი ძალიან სუსტად გადადის დედის რძეში. ერთ მგ/კგ-ზე ჩვილის სადღეღამისო დოზა დედის დოზის დაახლოებით 0.14%-ია. ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული დულოქსეტინის გამოყენება, რადგან ჩვილებში უცნობია დულოქსეტინის უსაფრთხოება.

გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე:

კვლევები არ ჩატარებულა თუ რა გავლენას ახდენს ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. დულოქსეტინს შეიძლება უკავშირდებოდეს სედაციური ეფექტი ან თავბრუსხვევა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ თუ ისინი შენიშნავენ სედატიურ ეფექტს, ან თავბრუსხვევას, თავი უნდა აარიდონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებებს, როგორიც არის ავტომანქანის მართვა, ან დანადგარების გამოყენება.

არასასურველი ეფექტები:

პაციენტები რომლებიც მკურნალობდნენ დულოქსეტინით ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ძილიანობა და თავბრუსხვევა. თუმცა, ხშირი გვერდითი მოვლენების უმეტესობა იყო მსუბუქიდან ზომიერამდე; ისინი ჩვეულებრივ იწყებოდა მკურნალობის ადრეულ ეტაპზე და მცირდებოდა მკურნალობის გაგრძელების შემდეგ. გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 -დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1,1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10,000-დან < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000).

ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა, პირის სიმშრალე.

ხშირი: მადის დაქვეითება, უძილობა, აგზნებადობა, ლიბიდოს შემცირება, აგზნება, ორგაზმის დარღვევა, ანომალიური სიზმრები, თავბრუსხვევა, ლეთარგია, კანკალი, პარესთეზია, ბუნდოვანი მხედველობა, ხმაური ყურებში, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება, წამოხურება, მთქნარება, ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, დისპეპსია, მეტეორიზმი, მომატებული ოფლიანობა, გამონაყარი, ძვალკუნთოვანი ტკივილი, კუნთების სპაზმი, დიზურია, პოლაკიურია,  ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დარღვევა, დაგვიანებული ეაკულაცია, დაცემა, დაღლა, წონაში კლება.

არახშირი: ლარინგიტი, ჰიპერგლიკემია (აღინიშნება განსაკუთრებით დიაბეტიკებში), სუიციდური აზროვნება, ძილის დარღვევა, ბრუქსიზმი, ორიენტაციის დაკარგვა, აპათია, მიოკლონუსი, აკათიზია, მღელვარება.

ყურადღების გაფანტვა, დისგევზია, დისკინეზია, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ცუდი ხარისხის ძილი, მიდრიაზი, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ყურის ტკივილი, ტაქიკარდია, სუპრავენტიკულარული არითმია, წინაგულების ფიბრილაცია, სინკოპე, ჰიპერტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია2, პერიფერიული სიცივე, მოჭერა ყელში, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გასტროენტერიტი, ბოყინი, გასტრიტი, დისფაგია, ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა), ღვიძლის მწვავე დაზიანება, ღამის ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი, ცივი ოფლიანობა, ფოტომგრძნობელობითი რეაქციები, სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების ზრდა, კუნთების დაძაბულობა, კუნთების კრუნჩხვა, შარდის შეკავება, შარდის შეყოვნება, ნიქტურია, პოლიურია, შარდის შემცირება, გინეკოლოგიური სისხლდენა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სქესობრივი დარღვევები, ტესტიკულარული ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, წყურვილი,   შეციება, დისკომფორტი, სიცხის შეგრძნება, სიარულის დარღვევა, წონაში მატება, სისხლში კრეატინ-ფოსფოკინაზას მომატება, სისხლში კალიუმის მომატება.

იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობის დარღვევა, ჰიპოთიროიდიზმი, გაუწყლოება, ჰიპონატრიემია, შაჰს /SIADH/ (შეუსაბამო ანტიდიურეზური ჰორმონის სინდრომი), სუიციდური ქცევა, მანია, ჰალუცინაციები, აგრესია და აღშფოთება, სეროტონინის სინდრომი, კონვულსია, ფსიქომოტორული მოუსვენრობა, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, გლაუკომა, ჰიპერტენზიული კრიზი, სტომატიტი, სისხლიანი განავალი, სუნი სუნთქვისას, მიკროსკოპული კოლიტი, ღვიძლის უკმარისობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიონევროტული შეშუპება, ტრიზმი, შარდის არადამახასიათებელი სუნი, მენოპაუზის სიმპტომები, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება.

ძალიან იშვიათი: კანის ვასკულიტი

ჭარბი დოზა: ჭარბი დოზის ნიშნები და სიმპტომებია (მხოლოდ დულოქსეტინი ან სხვა სამკურნალო პროდუქტებთან კომბინაციაში): ძილიანობის პროვოცირება, კომა, სეროტონინის სინდრომი, პაროქსიზმი, ღებინება და ტაქიკარდია.

დულოქსეტინის კონკრეტული ანტიდოტი არ არის ცნობილი, მაგრამ თუ მოჰყვა სეროტონინის სინდრომი გასათვალისწინებელია კონკრეტული მკურნალობის ჩატარება (როგორიც არის  ციპროჰეპტადინი და/ან ტემპერატურის კონტროლი). სასუნთქი გზები უნდა იყოს გახსნილი. შესაფერის სიმპტომატურ და მხარდამჭერ თერაპიასთან ერთად ერთად რეკომენდებულია დაკვირვება გულზე და ორგანიზმის სხვა სასიცოცხლო ფუნქციებზე. გადაყლაპვისთანავე ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა. შესაძლებელია აქტივირებული ნახშირის გამოყენება შეზღუდული აბსორბაციით. დულოქსეტინი დიდი მოცულობით ნაწილდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორსირებული დიურეზი, ჰემოპერფუზია და პერფუზია სასარგებლო იყოს.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

დულოქსეტინი არ იყო გენოტოქსიური სტანდარტულ გამოცდაში და არ იყო კარცინოგენური ვირთხებში. ვირთხებში ჩატარებულ პრენატალურ/პოსტნალურ ტოქსიურ კვლევებში დულოქსეტინმა ნაშიერში გამოიწვია უარყოფითი ქცევითი გავლენები, მაქსიმალურ კლინიკურ ექსპოზიციაზე ნაკლები ექსპოზიცია (AUC). მოზარდ ვირთხებში გამოვლინდა გარდამავალი ნეიროქცევითი გავლენა, ისევე როგორც წონაში მნიშვნელოვანი კლება და საკვების მოხმარება; ღვიძლის ფერმენტის ინდუქცია; ღვიძლის უჯრედოვანი ვაკუოლიზაცია 45 მგ/კგ/დღე. დულოქსეტინის ზოგადი ტოქსიურობის პროფილი მოზარდ ვირთხებში იყო ზრდასრულების ანალოგიური. 20მგ/კგ/დღეზე არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შეუთავსებლობა:

არაფერი

პრეზენტაცია და შეფუთვა:

30 მგ: 1 X 10 კაფსულა ალუმინის ბლისტერზე შეფუთვაში.

60 მგ: 1 X 10 კაფსულა ალუმინის ბლისტერზე შეფუთვაში.

შენახვის ვადა

3 წელი

შენახვის სპეციალური პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მოარიდეთ ნესტს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან შეძენის პირობები

გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი

ZIM LABORATORIES LIMITED

B-21/22, MIDC Area, კალმეშვარი, ნაგპური 441501,

მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy