Alora - ალორა 100მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 12,25 GEL რეგულარული ფასი 12,89 GEL
მარაგშია
SKU
53084_625

ჩვენება:  ფსიქო - ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად.

ალორა
100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:
ალორას 100მგ-იანი ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100მგ პასიფლორას ექსტრაქტს (შეიცავს 3.5% ფლავონოიდს ვიტექსინის სახით) და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.

ფარმაკოლოგიური თავისებურებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალებები.
პასიფლორას ექსტრაქტი მიიღება მცენარისგან - პასიფლორა ინკარნატი, რომელიც შეიცავს 0.04% ინდოლის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰარმანი, ჰარმინი, ჰარმოლი), ფლავონოიდებს (ვიტექსინი, ქუერტეცინი), კუმარინებს, კინჩონებს და სხვა.
ექსტრაქტის კომპონენტები აინჰიბირებენ ნერვული იმპულსების გატარებას ზურგის და თავის ტვინში, ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას და უზრუნველყოფენ სედაციურ ეფექტს.
მოცემული პრეპარატი აუმჯობესებს ხასიათს დეპრესიული მდგომარეობების დროს, ამცირებს შფოთვას და ფიზიკურ დაძაბულობას. გააჩნია მსუბუქი საძილე ეფექტი დილის დეპრესიული სიმპტომების გარეშე. ასევე გააჩნია ანტიკონვულსიური თვისებები.

ჩვენებები

ალორას 100მგ შემოგარსული ტაბლეტი ინიშნება ფსიქო - ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად.

უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, აუცილებელია დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის და ბავშვისთვის შესაძლო რისკის შედარება.
ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე:
მოერიდეთ ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვას პრეპარტით მკურნალობის დროს.

გვერდითი მოვლენები:
თითოეული სიხშირის ჯგუფის აღწერისთვის გამოყენებულია სტანდარტული დასახელებები შემდეგი კონვენციის შესაბამისად: ძალიან ხშირი (>ლ/10); ხშირი (>1/100 -<1/10); არახშირი (>ლ/1,000 - <ლ/100); იშვიათი (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით).
იმუნური სისტემის მხრივ:
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა (ვასკულიტი) (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას)
გულის მხრივ:
უცნობია: ტაქიკარდია (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას)
კუჭ-ნაწლავის მხრივ:
უცნობია: გულისრევა (ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევას)
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რაც არ არის ზემოთ მითითებული, მიმართეთ ჯანდაცვის სპეციალისტს ან ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
სინთეზურ სედაციურ საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ექიმის დანიშნულების გარეშე არაა რეკომენდებული მისი სინთეზურ სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება (მაგ: ბენზოდიაზეპინები).

დოზირება და მიღების წესი:
დღის მანძილზე სედაციური ეფექტის გამოსაწვევად:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 100მგ სამჯერ დღეში ჭამამდე.
ძილის დარღვევისას:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 200-300მგ დღეში ერთხელ, ძილის წინ ერთი საათით ადრე.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არის მონაცემები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმტპომური თერაპიის დანიშვნა.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე საკუთარ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის ფორმა:
ალორა 100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი; წარმოდგენილია თეთრი ფერის გაუმჭვირვალე PVC/TE/PVDC/AL ბლისტერზე 20 გარსით დაფარული ტაბლეტით.

ფარმაცევტული დოზირების სხვა ფორმები:
ალორას სიროფი; წარმოდგენილია 100მლ ქარვისფერი შუშის ბოთლში პლასტმასის თავსახურით და ორიგინალი 5მლ მოცულობის კოვზით.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი; III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy