Alora - ალორას სიროფი 100მლ
ჩვენება: უძილობა; დეპრესია; შიშის თანმხლები მდგომარეობები; შფოთვა; დაძაბულობა.
ალორა
ALORA
საერთაშორისო დასახელება - passiflora
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N05CM
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სიროპი (პასიფლორა ინკარნატას თხევადი ექსტრაქტი 694.444მგ/5მლ) 100 მლ ფლაკონში დოზირებულ (5მლ) კოვზთან ერთად
მოქმედი ნივთიერება: ალორას სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს 694,444 მგ. პასიფლორას თხევად ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერებები: კრისტალური შაქარი, გლიცერინი, ეთილის სპირტი, ნიპაგინი, ნიპასოლი, გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პასიფლორას ექსტრაქტი - სედაციური პრეპარატია, რომელიც მიღებულ იქნა მცენარე პასიფლორა ინკარნატადან. ავლენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, აღმოფხრავს შფოთვის შეგრძნებასა და დაძაბულობას.
ჩვენებები
უძილობა; დეპრესია; შიშის თანმხლები მდგომარეობები; შფოთვა; დაძაბულობა; ცნს-ის დარღვევებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა; პათოლოგიები კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ; ნევროზულობასთან დაკავშირებული არტერიული ჰიპერტენზია; დაძაბულობა და ნევროზულობა მენოპაუზის დროს.
მიღების წესები და დოზები
ექიმის მხრიდან სხვა დანიშნულების არ არსებობის შემთხვევაში:
სედაციური მოქმედებისთვის: დღის განმავლობაში 1-2 დოზირებული კოვზი ჭამამდე. უძილობისას: 2 დოზირებული კოვზი ძილის წინ 1 სთ-ით ადრე.
ბავშვებში: არა უმეტეს 1/2 დოზირებული კოვზი ერთ მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
ჰიპერმგრძნობელობა, გულისრევა და ტაქიკარდია. შემთხვევების სიხშირე არ დარეგისტრირებულა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შემადგენლობაში შედის 11.111% ეთანოლი (ალკოჰოლი), ამასთან დაკავშირებით არ არის სასურველი ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პირებში გამოყენება. ორსულები, მეძუძური დედები, ბავშვები, ღვიძლის დაავადებების მქონე პირები ან პირები მაღალი რისკის ჯგუფიდან, მათ შორის ეპილეფსიით დაავადებულები, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ. არ არის რეკომენდებული ავტომობილებისა და იმ მექანიზმების მართვა, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
სხვა სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცნს-ის დამთრგუნველ პრეპარატებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ტრანქვილიზატორები და ა.შ.) ერთად თანადროული გამოყენებისას უნდა გათვალისწინებულ იქნას სედაციური და საძილე ეფექტის გაძლიერება.
პირებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ ალორას და ასპარტამს, აღენიშნებათ ნალექი შარდში (ფენილკეტონურია).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება კოლოფში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ნობელფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
თურქეთი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account