Theraflu Extra - ტერაფლუ ექსტრა 10 პაკეტი
სამკურნალო ფორმა : შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
აღწერილობა : გრანულირებული თეთრი ფხვნილი , ნაცრისფერი და ყვითელი წინწკლებით , ვაშლისა დადარიჩინის არომატით .
შემადგენლობა : ერთი პაკეტი შეიცავს :
აქტიური ნივთიერებები :
- პარაცეტამოლი 650 მგ
- ფენირამინის მალეატი 20 მგ
- ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : ასკორბინის მჟავა , ვაშლის მჟავა , ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი ,ეთილმალტოლი , კარამელის ფხვნილი , ტიტანის დიოქსიდი , საქაროზა , კალციუმის ფოსფატისამფუძიანი , ლიმონმჟავა , არომატიზატორი ვაშლი / დარიჩინი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : “ გაციების ” სიმპტომების აღმოსაფხვრელი საშუალება .
ათქ კოდი :
[N02BE51]
ფარმაკოლოგიური თვისებები : კომბინირებული პრეპარატი ; ახასიათებს შემდეგი სიცხის დამწევი ,დეკონგესტიური , ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედებები .
ჩვენებები :
ინფექციურ - ანთებითი დაავადებების სიმპტომატური თერაპია ( მწვავე რესპირატორული ვირუსულიინფექცია , გრიპი ), რომლებსაც თან ახლავს : მაღალი ტეპმერატურა , ციებ - ცხელება ; თავის ტკივილი ;რინორეა ( სურდო ); ცხვირის შეშუპება ; ცემინება ; ტკივილი კუნთებში .
უკუჩვენებები :
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ ; ორსულობა , ძუძუთი კვებისპერიოდი , 12 წლამდე ბავშვთა ასაკი .
ინიშნება სიფრთხილით არტერიული ჰიპერტენზიის , შაქრიანი დიაბეტის , დახურუკუთხოვანიგლაუკომის , თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დაავადებების , წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ,გლუკოზო -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დაავადებები დროს .
გამოყენების მეთოდები და დოზები :
ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში . მიიღება ცხელ მდგომარეობაში .შესაძლებელია შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით .
განმეორებითი დოზის მიღება შესაძლებელია ყოველ 4 საათში ერთხელ ( არაუმეტეს 3 დოზა 24 საათში .).
ტერაფლუ ექსტრას მიღება შეიძლება დღე - ღამის ნებისმიერ დროს , მაგრამ საუკეთესო ეფექტისმისაღებად პრეპარატი მიიღება ძილის წინ .
თუ პრეპარატის მიღების დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში არ აღინიშნება სიმპტომების შემსუბუქება ,აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს .
გვერდითი მოვლენები :
ალერგიული რეაქციები ძილიანობა , გულისრევა , ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში , პირში სიმშრალე ,აკომოდაციის დამბლა , შარდის შეკავება , იშვიათად – ანემია .
ჭარბი დოზირება :
სიმპტომები : გულისრევა , ღებინება , ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში , ჰეპატოტოქსიური დანეფროტოქსიური მოქმედება , მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა , ენცეფალოპათია დაკომა .
ამ შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კუჭის გამორეცხვა , დაენიშნოს აქტივირებული ნახშირი დაუნდა მიმართოთ ექიმს .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
რეკომენდებულია თავი შეკავებულ იქნას პრეპარატის მიღებისაგან , როდესაც მიიღებამონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები . პარაცეტამოლის ჰეპატოტიქსიური მოქმედების რისკი იზრდებაბარბიტურატების , დიფენინის , კარბამაზეპინის , რიფამპიცინის , ზიდოვუდინის და ღვიძლისმიკროსომალური ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროული მიღებისას .
განსაკუთრებული მითითებანი : ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად პრეპარატისმიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება . მკურნალობის დროს არ არისრეკომენდებული ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა , რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასადა ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს მოითხოვენ . არ მიიღება პრეპარატი დაზიანებულიპაკეტებიდან .
გამოშვების ფორმა : 6, 8, 10, 12 ერთჯერადი პაკეტები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში . საშუალო მასა21.78 გ .
შენახვის პირობები : არა უმეტეს 300 C ტემპერატურის პირობებში , სინათლისაგან , ნესტისაგან დაბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი . ნუ გამოიყენებთ ვადის გასვლის შემდეგ , რომელიც შეფუთვაზეაღნიშნულია , როგორც < EXP >.
აფთიაქიდან გაცემის პირობები : რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი : პატეონ ინკ ., კანადა ნოვარტის კონსიუმერ ჰელს კანადა ინკ - ისათვის .
111 კონსუმერს დრაივ ვიტბი , O ნტარიო , კანადა
წარმომადგენლობა მოსკოვში :
123104, მოსკოვი , ბ . პალაშევსკის შესახვევი #15.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account