გვირილა ერთჯერადი 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 3,48 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
მარაგშია
SKU
81224_3242

ჩვენება: გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის,  სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას. 

გვირილას ყვავილი/ Flores Chamomillae

შემადგენლობა: გვირილას ყვავილი შეიცავს ტერპენულ ლაქტონებს (მატრიცინს, მატრიკორეინს), ეთერზეთებს (0,1-0.5%), აზულენს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს, კუმარინებს, ორგანულ მჟავებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, ავლენს სპაზმოლიზურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, სედაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. გააჩნია ნაღვლმდენი მოქმედება, იგი ამცირებს ნაწლავების სპაზმს. ეთერზეთები რამდენადმე აძლიერებენ და აღრმავებენ სუნთქვას, აწესრიგებენ გულის მუშაობის რითმს. აფართოებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.

ჩვენება: გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, ანგინა), აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას. ბუასილის, კოლიტის და ენტეროკოლიტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მიკროოყნების სახით.

გვერდითი მოვლენები: მცენარის მაღალი დოზით გამოყენებისას აღინიშნება თავის ტკივილი და საერთო სისუსტე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy