Zolium - ზოლიუმი 40მგ 28 ტაბლეტი

18,13 GEL
მარაგშია
SKU
76883_977

ჩვენებები: ამცირებს კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობას; გამოიყენება კუჭ-ნაწლავის მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

ზოლიუმი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას:

-    შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.

-    რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რჩევის მისაღებად  მიმართეთ  ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

-    ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არასოდეს მისცეთ სხვას, მაშინაც კი, თუ მისი დაავადების სიმპტომები იგივეა რაც თქვენი, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მას.

-    თუ თავს იჩენს ნებისმიერი გვერდით მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომლიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პარაგრაფი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

1. რა არის ზოლიუმი (ZOLIUM) და რა შემთხვევაში გამოიყენება ის

2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ზოლიუმის (ZOLIUM) გამოყენებამდე

3. როგორ მიიღება ზოლიუმი (ZOLIUM)

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ ზოლიუმი (ZOLIUM)

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ზოლიუმი (ZOLIUM) და რა შემთხვევაში გამოიყენება ის

ზოლიუმი (ZOLIUM) არის სელექციური "პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი", პრეპარატი, რომელიც ამცირებს კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობას. იგი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ.

ზოლიუმი (ZOLIUM) გამოიყენება:

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის და უფროსი ასაკის:

- რეფლუქს ეზოფაგიტი. საყლაპავის ანთება (მილი, რომელიც ყელს მუცელთან აკავშირებს), კუჭის მჟავის რეგურგიტაციის თანხლებით.

მოზრდილები:

-Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭის წყლულის მქონე პაციენტებში ორი ანტიბიოტიკის კომბინაციით (აღმოფხვრის თერაპია). მიზანია ბაქტერიების მოშორება ამ წყლულების ხელახლა დაბრუნების შესაძლებლობის შესამცირებლად.

- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები.

- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პირობები, რომელშიც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მჟავა კუჭში.

2. რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ზოლიუმის (ZOLIUM) გამოყენებამდე

არ მიიღოთ ზოლიუმი (ZOLIUM)

- თუ ხართ ალერგიული პანტოპრაზოლის ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

- თუ ხართ ალერგიული სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველი მედიკამენტების მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ზოლიუმის (ZOLIUM) გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ წარსულში გქონდათ ღვიძლის პრობლემები. ექიმი უფრო ხშირად შეგიმოწმებთ ღვიძლის ფერმენტებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იღებთ ზოლიუმს (ZOLIUM) გრძელვადიანი მკურნალობისთვის. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

- თუ თქვენ გაქვთ შემცირებული სხეულის მარაგი ან ვიტამინი B12-ის შემცირების რისკის ფაქტორები და გადიხართ ხანგრძლივ მკურნალობას პანტოპრაზოლით. როგორც მჟავების შემამცირებელი ყველა აგენტის მსგავსად, პანტოპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი B12 შეწოვის შემცირება.

- თუ თქვენ იღებთ ატანაზავირის შემცველ პრეპარატს (აივ ინფექციის სამკურნალოდ)  პანტოპრაზოლის პარალელურად, კონკრეტული რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ხანგრძლივმა მიღებამ, როგორიცაა ზოლიუმი (ZOLIUM), კერძოდ, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი.

აცნობეთ ექიმს თუ გაწუხებთ ოსტეოპოროზი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:

- წონის უნებლიე დაკარგვა;

- მორეციდივე ღებინება;

- ყლაპვის გაძნელება;

- ღებინებისას სისხლის არსებობა;

- თუ ფერმკრთალი ხართ და თავს სუსტად გრძნობთ (ანემია);

- სისხლის არსებობა განავალში;

-მძიმე და/ან პერსისტენტული დიარეა, რადგან ზოლიუმი (ZOLIUM) ასოცირდება ინფექციური დიარეის ეპიზოდების ზომიერ მატებასთან.

-დაღლილობა, ბოდვა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და მომატებული გულისცემა.

ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს გამოკვლევების ჩატარება ავთვისებიანი დაავადების გამორიცხვის მიზნით, რადგან პანტოპრაზოლი ასევე ათავისუფლებს კიბოს სიმპტომებს და შეიძლება გამოიწვიოს დიაგნოზის დაგვიანება. თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები შენარჩუნებულია, შემდგომი გამოკვლევა მიზანშეწონილია.

თუ იღებთ ზოლიუმს (ZOLIUM) ხანგრძლივად (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), სავარაუდოდ თქვენს ექიმს ეყოლებით მუდმივი კონტროლის ქვეშ. ექიმთან ყოველი ვიზიტისას უნდა აცნობოთ რაიმე ახალი ან განსაკუთრებული სიმპტომის და გარემოების შესახებ.

სხვა პრეპარატები და ზოლიუმი (ZOLIUM)

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

- ისეთი პრეპარატები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოზაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) ან ერლოტინიბი (გამოიყენება ზოგიერთი სახის სიმსივნისთვის), ზოლიუმს (ZOLIUM) შეუძლია ხელი შეუშალოს ამ და სხვა პრეპარატების სწორად მუშაობას.

- ვარფარინი და ფენპროკუმონი, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის გასქელებაზე ან გათხელებაზე. თქვენ შესაძლებელია დაგჭირდეთ დამატებითი კონტროლი.

- ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).

- მეტოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზისა და კიბოს სამკურნალოდ) - მეტოტრექსატის მიღებისას ექიმმა შეიძლება დროებით შეგიწყვიტოთ მკურნალობა ზოლიუმით (ZOLIUM).

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს სათანადო მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ.

დაფიქსირებულია დედის რძეში ექსკრეცია.

თუ ხართ ორსულად, ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას ან კიდევ ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად, ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას ან კიდევ ძუძუთი კვებავთ, ეს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი თვლის, რომ თქვენთვის სარგებელი აღემატება ნაყოფის ან ჩვილის პოტენციურ რისკს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და სატრანსპორტო საშუალებები:

თუ გამოვლინდება გვერდით მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, არ უნდა მართოთ  მანქანა ან სატრანსპორტო საშუალებები.

3. როგორ მიიღება ზოლიუმი (ZOLIUM)

პრეპარატი მიიღეთ ყოვეთვის ექიმის დანიშნულებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როდის და როგორ უნდა მიიღოთ ზოლიუმი (ZOLIUM)?

მიიღეთ ტაბლეტები ჭამამდე ერთი საათით ადრე, დაუღეჭავად და გაუტეხავად და გადაყლაპეთ მთლიანად მცირეოდენი წყლით.

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის მითითებული, ჩვეულებრივი დოზაა:

მოზრდილები და მოზარდები 12 წლის და უფროსი ასაკის:

რეფლუქს ეზოფაგიტის სამკურნალოდ

ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში. ექიმმა შეიძლება გითხრათ დოზის გმომატება 2 ტაბლეტამდე დღეში. რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა მოიცავს ჩვეულებრივ 4-დან 8 კვირამდე პერიოდს. ექიმი გეტყვით რამდენ ხანს უნდა მიიღოთ პრეპარატი.

მოზრდილები:

Helicobacter pylori ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭის წყლულის მქონე პაციენტებში ორი ანტიბიოტიკის კომბინაციით (აღმოფხვრის თერაპია).

ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში, დამატებით ორი ტაბლეტი ანტიბიოტიკი, ანუ ამოქსიცილინი ან კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი (ან ტინიდაზოლი), თითოეული უნდა იქნას მიღებული დღეში ორჯერ პანტოპრაზოლის ტაბლეტთან ერთად. პანტოპრაზოლის პირველი  ტაბლეტი მიიღეთ დილით, საუზმემდე 1 საათით ადრე და მეორე საღამოს ჭამამდე ერთი საათით ადრე. მიჰყევით ექიმის მითითებებს და დარწმუნდით, რომ წაიკითხეთ ამ ანტიბიოტიკების ინსტრუქცია. მკურნალობის პერიოდია ჩვეულებრივ ერთიდან ორ კვირამდე.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთი ტაბლეტი. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დოზა შეიძლება გაორმაგდეს. ექიმი გეტყვით თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ პრეპარატი. კუჭის წყლულის მკურნალობისთვიო მოიცავს 4 -დან 8 კვირამდე პერიოდს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის პერიოდი ჩვეულებრივ 2-დან 4 კვირამდეა.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ხანგრძლივი მკურნალობისა და სხვა პირობებისთვის, რომლებშიც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მჟავა კუჭში.

საწყისი რეკომენდებული დოზა ჩვეულებრივ არის ორი ტაბლეტი დღეში. მიიღეთ ორი ტაბლეტი ჭამამდე 1 საათით ადრე. შემდგომში ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა, რაც დამოკიდებულია კუჭის მჟავის რაოდენობაზე. თუ დღეში ორზე მეტი ტაბლეტია დანიშნული, ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული დღეში ორჯერ.

თუ თქვენი ექიმი ნიშნავს დღიურ დოზას ოთხზე მეტ ტაბლეტს დღეში, ის ზუსტად გეტყვით როდის უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

-თუ გაქვთ თირკმელის პრობლემები, ღვიძლის საშუალო ან მძიმე პრობლემები, არ უნდა მიიღოთ ზოლიუმი (ZOLIUM) Helicobacter pylori–ს აღმოსაფხვრელად.

- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები, არ უნდა მიიღოთ 20 მგ-იანი პანტოპრაზოლის ერთ ტაბლეტზე მეტი დღეში (ამისათვის ხელმისაწვდომია 20 მგ პანტოპრაზოლის შემცველი ტაბლეტები).

- 12 წლამდე ასაკის ბავშვები. ეს ტაბლეტები რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

ზოლიუმის (ZOLIUM) საჭირო დოზაზე მეტის მიღებისას

კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არის ცნობილი.

თუ დაგავიწყდათ ზოლიუმის (ZOLIUM) მიღება

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მორიგი დოზა მიიღეთ გათვალისწინებულ დროს.

ზოლიუმით (ZOLIUM) მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

არ შეწყვიტოთ ამ ტაბლეტებით მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ზოლიუმის (ZOLIUM) გამოყენებასთან, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში შეიძლება არ გამოვლინდეს.

თუ გამოგივლინდებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ ამ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

- სერიოზული ალერგიული რეაქციები (სიხშირე იშვიათია; შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 -დან 1 მომხმარებელში): ენის ან/და ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიოედემა) ძლიერი თავბრუსხვევა ძალიან სწრაფი გულისცემით და ძლიერი ოფლიანობა.

- კანის სერიოზული (მძიმე) პათოლოგიები (სიხშირე უცნობია): კანზე ბუშტუკების გამოვლენა და ზოგადი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან სასქესო ორგანოების ეროზია (უმნიშვნელო სისხლდენის ჩათვლით), (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა) და სინათლისადმი მგრძნობელობა.

- სხვა სერიოზული (მძიმე) პათოლოგიები (სიხშირე უცნობია): კანის ან თვალის თეთრი ნაწილის სიყვითლე (ღვიძლის უჯრედების სერიოზული დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი კანზე და გადიდებული თირკმელები ზოგჯერ მტკივნეული შარდვის დროს და წელის ტკივილი (თირკმელების მწვავე ანთება).

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

- არა საერთო (შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან 1 ან 10-მდე მომხმარებელში): თავის ტკივილი; თავბრუსხვევა, დიარეა; გულისრევის შეგრძნება, ღებინება; მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი (ჰაერი); ყაბზობა;  პირის სიმშრალე; მუცლის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება; გამონაყარი კანზე; სხვადასხვა სახის გამონაყარი (ეზანთემა); გამონაყარი, ქავილი; სისუსტის, დაღლილობის ან ზოგადი სისუსტის შეგრძნება; ძილის დარღვევები; ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა.

- იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან 1 ან 10-მდე მომხმარებელში): გემოს გაუარესება ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევა, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა; ჭინჭრის ციება; სახსრების ტკივილი; წონის ცვლილება; სხეულის ტემპერატურის მატება; კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება); ალერგიული რეაქციები; დეპრესია; მკერდის გაზრდა მამაკაცებში.

- ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 -დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში): დეზორიენტაცია

- უცნობი (არსებული მონაცემებით შეუძლებელია სიხშირის დადგენა)

ჰალუცინაციები, დაბნეულობა (განსაკუთრებით ამ სიმპტომების გამოცდილების მქონე პაციენტებში); პარესთეზია; სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება. მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს მუდმივ წყლიან დიარეას.

თუ იღებთ ზოლიუმს (ZOLIUM) 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება შემცირდეს სისხლში მაგნიუმის დონე. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით, კუნთების უნებლიე შეკუმშვით, დეზორიენტაციით, კრუნჩხვებით, თავბრუსხვევით, გულისცემის შემცირებით. ჩამოთვლილ სიმპტომთაგან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება. კუნთების სპაზმი ელექტროლიტური დარღვევების გამო.

სისხლის ანალიზების შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები:

- არა საერთო (შესაძლოა გამოვლინდეს 1.000-დან 1 ან 10-მდე მომხმარებელში):

ღვიძლის ფერმენტების მომატება.

- იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან 1 ან 10-მდე მომხმარებელში):

ბილირუბინის მომატება; სისხლში ცხიმების გაზრდა; მოცირკულირე მარცვლოვანი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი ვარდნა, რომელიც დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურასთან.

- ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000 -დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში): თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან ან ჩვეულებრივზე მეტი სისხლჩაქცევები; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მეტი სიხშირე; სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების, აგრეთვე თრომბოციტების რაოდენობის თანმხლები პათოლოგიური შემცირება.

გვერდითი მოვლენების ნიშნები

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების მითითეით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ ზოლიუმი (ZOLIUM)

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. სამკურნალო საშუალებების გადაყრა არ შეიძლება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. კითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ მოიშოროთ პრეპარატი, რომელსაც უკვე აღარ იყენებთ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ზოლიუმი (ZOLIUM)

- აქტიური ნივთიერებაა პანტოპრაზოლი. თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს (პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკიჰიდრატის სახით).

- სხვა კომპონენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი,  ნატრიუმის უწყლო კარბონატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ფუძე ბუტილ მეტაკრილატის კოპოლიმერი (Eudragit E PO), კალციუმის სტეარატი.

საფარი: Opadry white  OY-D-7233 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი, მაკროგოლი 400, ნატრიუმის ლაურილ სულფატი).

ენტერიული საფარი: Kollicoat (კოლიკოატი) MAE 30 DP, ყვითელი (მეტაკრილის მჟავა - ეთილკრილატის დისპერსიული კოპოლიმერი, პროპილენგლიკოლი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი).

ზოლიუმის (ZOLIUM) აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

გასტრორეზისტენტული ტაბლეტი, მუქი ყვითელი, ელიფსური, ორმხრივ ამოზნექილი ფორმის.

შეფუთვა:   28 ტაბლეტი.

7 ტაბლეტი ბლისტერზე, 4 ბლისტერი შეფუთვაში

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy