Novalans - ნოვალანსი 30მგ 14 კაფსულა
ჩვენება:თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის მკურნალობა,საყლაპავის ანთების მკურნალობა,რეფლუქს–ეზოფაგიტის პროფილაქტიკა.
ნოვალანსი 30 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულები, მყარი
ლანსოპრაზოლი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
• თუ თქვენ დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს.
• ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
• თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში
1. რას წარმოადგენს ნოვალანსი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ ნოვალანსის გამოყენების წინ
3. როგორ გამოიყენება ნოვალანსი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ნოვალანსი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ნოვალანსი და რისთვის გამოიყენება იგი
ნოვალანსის აქტიური ნივთიერებაა ლანსოპრაზოლი, რომელიც არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ მჟავას რაოდენობას, რომელიც წარმოიქმნება თქვენს კუჭში.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ნოვალანსი მოზრდილებში შემდეგი ჩვენებების გამო:
• თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულის მკურნალობა
• საყლაპავის ანთების მკურნალობა (რეფლუქს–ეზოფაგიტი)
• რეფლუქს–ეზოფაგიტის პროფილაქტიკა
• გულძმარვისა და მჟავე შიგთავსის რეგურგიტაციის მკურნალობა
• ბაქტერია Helicobacter pylori-თ გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად გამოყენებისას
• თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობა ან პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ აასს–ით ხანგრძლივ მკურნალობას (აასს მკურნალობა გამოიყენება ტკივილის ან ანთების საწინააღმდეგოდ)
• ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ნოვალანსი სხვა ჩვენებისთვის ან განსხვავებული დოზით იმ დოზისგან, რომელიც მითითებულია ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. გთხოვთ, მიჰყვეთ თქვენი ექიმის მითითებებს წამლის მიღებისას.
თუ 14 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ იგრძნობთ ან უარესად იგრძნობთ თავს, უნდა მიმართოთ ექიმს.
2. რა უნდა იცოდეთ ნოვალანსის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ ნოვალანსი:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნოვალანსის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ნოვალანსის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება. ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება.
თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია ნოვალანსის მსგავსი მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ნოვალანსის მიღებამდე.
თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზისგან დაუცველ ადგილებში, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ ნოვალანსით მკურნალობის შეწყვეტა. დაიმახსოვრეთ, რომ ასევე აღნიშნოთ ნებისმიერი სხვა მავნე ზემოქმედება, როგორიცაა ტკივილი სახსრებში.
თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს ან უკვე ჩაგიტარათ დამატებითი გამოკვლევა, სახელწოდებით ენდოსკოპია, რათა დადგინდეს თქვენი მდგომარეობა და/ან გამოირიცხოს ავთვისებიანი დაავადება.
თუ ნოვალასით მკურნალობის დროს გამოვლინდა დიარეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ნოვალანსი ასოცირებულია ინფექციური დიარეის მცირე ზრდასთან.
თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ნოვალანსი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც განკუთვნილია Helicobacter pylori-თ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები) ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად თქვენი ტკივილის ან რევმატული დაავადების სამკურნალოდ: გთხოვთ, ასევე ყურადღებით წაიკითხოთ ამ მედიკამენტების ფურცელი–ჩანართი.
თუ თქვენ იღებთ ნოვალანსს ხანგრძლივად (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), თქვენი ექიმი სავარაუდოდ გაგიწევთ რეგულარულ მეთვალყურეობას. თქვენ უნდა შეატყობინოთ ნებისმიერი ახალი და განსაკუთრებული სიმპტომისა და გარემოების შესახებ, როდესაც მიმართავთ ექიმს.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებამ, როგორიცაა < გამოგონილი სახელი >, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).
ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ უნდა ჩაიტაროთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).
გაესაუბრეთ ექიმს ნოვალანსის მიღებამდე, თუ გაქვთ B12 ვიტამინის დაბალი დონე ან გაქვთ რისკის ფაქტორები B12 ვიტამინის დაბალი დონისთვის და იღებთ ხანგრძლივ მკურნალობას ნოვალანსით. როგორც მჟავას შემამცირებელი ყველა საშუალება, ნოვალანსმა შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითება.
სხვა მედიკამენტები და ნოვალანსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ წამლებს, რომლებიც შეიცავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ აქტიურ ნივთიერებას, რადგან ნოვალანსი შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მედიკამენტების მოქმედებაზე:
• აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა ატაზანავირი და ნელფინავირი (გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ)
• მეთოტრექსატი (გამოიყენება აუტოიმუნური დაავადების და კიბოს სამკურნალოდ)
• კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
• დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ)
• ვარფარინი (გამოიყენება სისხლის შედედების სამკურნალოდ)
• თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
• ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტაციის უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
• ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ)
• ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის ან მჟავა შიგთავსით რეგურგიტაციის სამკურნალოდ)
• სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ)
• კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)
ნოვალანსის მიღება საკვებთან და სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატისგან საუკეთესო შედეგის მისაღწევად, თქვენ უნდა მიიღოთ ნოვალანსი ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.
ორსულობა და ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნოვალანსს ზოგჯერ ვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაღლილობა და მხედველობის დარღვევა. თუ თქვენ გაქვთ მსგავსი გვერდითი მოვლენები, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, რადგან შეიძლება თქვენი რეაქციის უნარი დაქვეითდეს.
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი გადაწყვიტოთ, ხართ თუ არა შესაფერის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ან სხვა ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროებენ გაზრდილ კონცენტრაციას. მათი ეფექტების ან არასასურველი ეფექტების გამო, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება შეამციროს თქვენი უნარი ამ მოქმედებების უსაფრთხოდ შესრულებისთვის, არის მედიკამენტების გამოყენება.
ამ ეფექტების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ სხვა ნაწილებში.
ყველა ინფორმაცია მითითებისთვის წაიკითხეთ ამ ფურცელ-ჩანართში.
განიხილეთ თქვენს ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
3. როგორ გამოიყენება ნოვალანსი
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. თუ თქვენთვის რთულია კაფსულების გადაყლაპვა, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ წამლის მიღების ალტერნატიული გზები. არ დააქუცმაცოთ ან დაღეჭოთ ეს კაფსულები ან ცარიელი კაფსულის შემცველობა, რადგან ეს შეაჩერებს მათ გამართულ მუშაობას.
თუ იღებთ ნოვალანსს დღეში ერთხელ, ეცადეთ მისი მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. შეგიძლიათ მიიღოთ საუკეთესო შედეგი, თუ დილით პირველ რიგში მიიღებთ ნოვალანსს.
თუ თქვენ იღებთ ნოვალანსს დღეში ორჯერ, პირველი დოზა უნდა მიიღოთ დილით და მეორე დოზა საღამოს.
ნოვალანსის დოზა დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ნოვალანსის ჩვეულებრივი დოზები მოზრდილებისთვის მოცემულია ქვემოთ. თქვენი ექიმი ხანდახან დაგინიშნავთ განსხვავებულ დოზას და გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა.
გულძმარვისა და მჟავე რეგურგიტაციის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა 4 კვირის განმავლობაში. თუ სიმპტომები გრძელდება, უნდა შეატყობინოთ ექიმს. თუ სიმპტომები არ გაქრება 4 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 2 კვირის განმავლობაში
კუჭის წყლულის მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში
საყლაპავის ანთების (რეფლუქს–ეზოფაგიტი) მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში
რეფლუქს–ეზოფაგიტის გრძელვადიანი პროფილაქტიკა: ერთი 15 მგ კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა ერთ 30 მგ კაფსულით ყოველდღე
Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა: ჩვეულებრივი დოზაა ერთი 30 მგ კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად დილით და ერთი 30 მგ კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად საღამოს. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება ყოველდღე 7 დღის განმავლობაში.
ანტიბიოტიკების რეკომენდებული კომბინაციებია:
• 30 მგ ნოვალანსი 250−500 მგ კლარითრომიცინთან და 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად
• 30 მგ ნოვალანსი 250 მგ კლარითრომიცინთან და 400-500 მგ მეტრონიდაზოლთან ერთად
თუ თქვენ მკურნალობთ ინფექციის გამო, რადგან გაქვთ წყლული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი წყლული შებრუნდეს, თუ ინფექციის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს. იმისათვის, რომ თქვენს წამალს მოქმედების საუკეთესო შანსი მისცეთ, მიიღეთ ის საჭირო დროს და არ გამოტოვოთ დოზა.
თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ აასს-ით მკურნალობა: ერთი 30 მგ კაფსულა ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში.
თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ აასს-ით მკურნალობა: ერთი 15 მგ კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა ერთ 30 მგ კაფსულით ყოველდღე.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: ჩვეული დოზაა ორი 30 მგ-იანი კაფსულა ყოველდღე დასაწყებად, შემდეგ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ ნოვალანსზე, დოზა, რომელსაც თქვენი ექიმი გადაწყვეტს, არის თქვენთვის საუკეთესო.
გამოყენება ბავშვებში
ნოვალანსი არ ინიშნება ბავშვებში.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ნოვალანსი, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ნოვალანსი, ვიდრე გითხრეს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ნოვალანსის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ თითქმის არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო. თუ ეს მოხდება, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ დარჩენილი კაფსულები ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ნოვალანსის მიღებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან თქვენი სიმპტომები გაუმჯობესდა. თქვენი მდგომარეობა შესაძლოა სრულად არ არის განკურნებული და განმეორდეს, თუ მკურნალობის კურსს არ დაასრულებთ.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ნოვალანსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (ვლინდება 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
• შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, დიარეა, კუჭის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე ან ტკივილი, კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპები
• ღვიძლის ფუნქციის ტესტის მაჩვენებლების ცვლილებები
• კანის გამონაყარი, ქავილი
• დაღლილობა.
შემდეგი გვერდითი ეფექტები არახშირია (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• ცვლილებები სისხლის უჯრედების რაოდენობაში
• დეპრესია
• სახსრების ან კუნთების ტკივილი, თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა
• სითხის შეკავება ან შეშუპება.
შემდეგი გვერდითი ეფექტები იშვიათია (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• ანემია (სიფერმკრთალე)
• უძილობა, ჰალუცინაციები, დაბნეულობა
• მოუსვენრობა, ვერტიგო, კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია), ძილიანობა, კანკალი
• ვიზუალური დარღვევები
• ენის ანთება (გლოსიტი), კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, შეიძლება გავლენა იქონიოს კანზე ან ლორწოვანზე), პანკრეატიტი, გემოს ცვლილება
• ღვიძლის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს კანის ან თვალების ყვითელი ფერის სახით)
• კანის რეაქციები, როგორიცაა წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება კანქვეშ, სისხლჩაქცევა, სიწითლე, თმის ცვენა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ
• თირკმლების პრობლემები
• მკერდის შეშუპება მამაკაცებში
• ცხელება, ჭარბი ოფლიანობა, ანგიონევროზული შეშუპება, მადის დაკარგვა, იმპოტენცია; დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გამოვლინდება ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები, როგორიცაა შეშუპებული სახე, ენა ან ხორხი, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• ძალიან იშვიათად ნოვალანსმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ინფექციის მიმართ თქვენი წინააღმდეგობის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და თქვენი ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ან ცხელება ადგილობრივი ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ყელის/ხახის/პირის ტკივილი ან შარდვის პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ლეიკოციტების შესაძლო შემცირების (აგრანულოციტოზი) შესამოწმებლად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი.
• კოლიტი (ნაწლავის ანთება), პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
• კანის ძალიან მძიმე რეაქციები სიწითლით, ბუშტუკებით, ძლიერი ანთებით და კანის აშრევებით
• მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკის ჩათვლით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, გამონაყარს, შეშუპებას და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემას
• ცვლილებები ტესტის მაჩვენებლებში, როგორიცაა ნატრიუმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონე.
შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენა ცნობილი არ არის (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
• თუ თქვენ მკურნალობთ ნოვალანსით სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია თქვენს სისხლში მაგნიუმის დონე დაქვეითდეს. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს, როგორც დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომიდან, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარულად სისხლის ანალიზის ჩატარება მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.
• ვიზუალური ჰალუცინაციები.
• გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
5. როგორ ინახება ნოვალანსი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნოვალსანი
- აქტიური ნივთიერება არის ლანსოპრაზოლი.
თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.
- კაფსულები ასევე შეიცავს შაქრის ბურთულებს, ნატრიუმის ლაურილსულფატს, მეგლუმინს, მანიტოლს (E-421), HPMV 2910/ჰიპრომელოზა 6CP, მაკროგოლ 6000, ტალკს, პოლისორბატ 80, ტიტანის დიოქსიდს, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერს.
როგორია ნივალანსის იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
ნოვალანსის 30 მგ გასტრორეზისტენტული კაფსულები ხელმისაწვდომია OPA-AL-PVC/ALU ბლისტერულ შეფუთვაში 7 კაფსულით, 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 14 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account