Nexium - ნექსიუმი 20მგ 14 ტაბლეტი
ჩვენება:ნექსიუმი, მოქმედი ნივთიერების სახით ეზომეპრაზოლს შეიცავს და ,,პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების‘’(პტი)სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ამ წამლების ეფექტი, კუჭში მჟავიანობის შემცირებით ვლინდება.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
· აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
· დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
· აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
· აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
· წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ნექსიუმიR ?
ნექსიუმისR გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ნექსიუმიR ?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ნექსიუმისR შენახვა
რა არის და რისთვის გამოიყენება ნექსიუმიR ?
ნექსიუმი, მოქმედი ნივთიერების სახით ეზომეპრაზოლს შეიცავს და ,,პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების‘’(პტი)სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ამ წამლების ეფექტი, კუჭში მჟავიანობის შემცირებით ვლინდება.
ნექსიუმი 20 მგ ტაბლეტი, ღია ვარდისფერი ფერის, მომრგვალებული კიდეების, მართკუთხედი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, აპკით შემოგარსული, ერთ ზედაპირზე 20 მგ, მეორე ზედაპირზე კი EHA გრავირების მქონე პრეპარატია.
ნექსიუმი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამკურნალოდ:
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული დაავადება
- კუჭის წვენის საყლაპავში (ხახის კუჭთან დამაკავშირებელი მილი)გამოჟონვასთან დაკავშირებული საყლაპავის ტკივილი, ანთებითი პროცესი და კუჭის წვის შეგრძნება (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობისას გამოიყენება)
- კუჭის წვენის საყლაპავში გამოჟონვასთან დაკავშირებული კუჭის წვა და ღებინების მსგავსი დაავადების სიმპტომების გამოვლინებისას (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დავადების სიმპტომური მკურნალობისას)
მუდმივად აას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების) წამლებით მკურნალობის საჭიროების მქონე ავადმყოფების მკურნალობისთვის
- ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლის მოქმედებით გამოწვეული კუჭის ანდა მუცლის ღრუს ზემო ნაწილში დისკომფორტის ანდა ტკივილის სიმპტომების არსებობისას (აას წამლების გამოყენებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობისას)
- წყლულები: ტკივილის და ანთებითი პროცესის სამკურნალოდ გამოყენებული წამლებით გამოწვეული წყლულების მკურნალობა და წყლულების განვითარების თავიდან აცილებისთვის (კუჭის წყლულების მკურნალობისას, აას წამლებით მკურნალობასთან დაკავშირებული კუჭის და დუოდენალური წყლულების განვითარების თავიდან აცილება)
წყლულის განვითარების გამომწვევი Helocobaceter pylori-ს სახელით ცნობილი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ
ეზომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის შემდეგ სისხლდენის შეჩერების უზრუნველმყოფი მექანიზმების (+ჰემოსტაზი)გაგრძელების და კუჭის ანდა თორმეტგოჯას (დუოდენუმის) წყლულების დროს განმეორებითი სისხლდენების თავიდან აცილებისთვის
კუჭში მჟავიანობის მომატების გამომწვევი ჰორმონ-მაპროდუცირებელი სიმსივნეების (ცოლინგერ-ელისონის სინდრომი) ჩათვლით, კუჭში მომატებული მჟავიანობის მდგომარეობის სამკურნალოდ
ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ნექსიუმის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნექსიუმი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, ეზომეპრაზოლის, ბენზიმიდაზოლის წარმოებულების ანდა ნექსიუმის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ,
თუ, სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ ალერგია გაქვთ (მაგ. პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი)
როგორც სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების შემთხვევაში, ეზომეპრაზოლი, ატაზანავირთან ანდა ნელფინავირთან (აივ ინფექცია(შიდსი) სამკურნალო წამალი) არ უნდა იქნას გამოყენებული.
ნექსიუმი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაქვთ,
თუ, თირკმლების სერიოზული პრობლემები გაქვთ,
თუ, ნექსიუმის მსგავს, კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი წამლით მკურნალობის შემდეგ კანის ალერგიული რეაქცია გამოგივლინდათ,
თუ, ახლო პერიოდში სისხლში ქრომოგრანინ A ტესტი უნდა გაიკეთოთ
ნექსიუმმა, სხვა დაავადებების სიმპტომები შეიძლება გადაფაროს.
ამიტომ, ნექსიუმის მიღების დაწყებამდე დ ან მიღების დროს თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ:
თუ, წონის უმიზეზო, მკვეთრი დაკლება ანდა ყლაპვის პრობლემები გაქვთ
თუ, კუჭის ტკივილი ანდა დისკომფორტის შეგრძნება გაქვთ
თუ, სისხლიანი ღებინება ანდა საკვების მასებით ღებინება გაქვთ
თუ, განავალი შავი ფერისაა და სისხლის მასებს შეიცავს
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ძალიან იშვიათად დაკავშირებულია ქვემწვავე კანის ლუპუს ერითემატოზის (იმუნური სისტემის პრობლემით გამოწვეული კანის და ზოგიერთი ორგანოს დაავადება (კანის წითელი მგლურა) განვითარების შემთხვევებთან. განსაკუთრებით, კანის მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიდამოებში დაზიანებების (დაზიანების, წყლულების) გამოვლინების და თანმხლები სახსრების ტკივილის დროს, საჭიროა ავადმყოფისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა და სამედიცინო პერსონალის მიერ მდგომარეობის შეფასება, შემდეგ კი ნექსიუმის გამოყენების შეწყვეტის საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თუ, ადრე პროტონული ტუმბოს ინჰიობიტორებით მკურნალობისას ქვემწვავე კუტანეული (კანის) ლუპუს ერითემატოზი (კანის ქვემწვავე სისტემური მგლურა) გამოგივლინდათ, იგივე მდგომარეობის გამოვლინების რისკი სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებისას მატულობს.
თუ, ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაქვთ, ექიმს აცნობეთ, ამ დროს ექიმი შეიძლება წამლის დოზას შეამცირებს.
თუ, თირკმლების სერიოზული პრობლემები გაქვთ, ექიმს აუცილებლად უთხარით.
თუ, ჰელიკობაქტერ პილორის-Helicobacter Pylori- სამკურნალოდ სამკომპონენტიანი მკურნალობა გაქვთ დანიშნული ანდა ნექსიუმი თქვენთან მხოლოდ საჭიროების შემთხვევებისთის დაგენიშნათ და ამავე დროს სხვა წამალსაც ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.
თუ, ნექსიუმი ,,საჭიროების შემთვევაში’’ დაგენიშნათ, სიმპტომების გაგრძელების ანდა სიმპტომების მახასიათებლების ცვლილებისას, ექიმს დაუკავშირდით.
ნექსიუმის ანდა მსგავსი პროტონული ტუმოს ინჰიბიტორების ხანგრძლივი, 1 წელზე მეტი დროით გამოყენებისას, მენჯის, კოჭის ანდა ხერხემლის მოტეხილობის რისკი მსუბუქი ხარისხით შეიძლება მოიმატოს. თუ, ოსტეოპოროზი(ძვლის დაშლა) გაქვთ ანდა კორტიკოსტეროიდებს ღებულობთ (ოსტეოპოროზის რისკს ზრდის), თქვენს ექიმს უთხარით.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე დიგოქსინის მსგავსი წამლების და სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითების გამომწვევი წამლების ერთდ მიღებისას (მაგ. შარდმდენები), დაფიქსირებულია სისხლში მაგნიუმის დონის დაცემა (ჰიპომაგნემია). ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდში სისხლში მაგნიუმის დონეს გააკონტროლებს.
სეკრეციულ ჯირკვლებთან დაკავშირებულ (ნეიროენდოკრინულ) სიმსივნეებზე გაკეთებული კვლევებით გამოვლენილი ურთიერთქმედება: წამლის გამოყენებით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის დონის დაქვეითებისას, ნერვულ სისტემასთან და სეკრეციულ ჯირკვლებთან დაკავშირებულ სიმსივნეებზე გაკეთებული სადიაგნოსტიკო კვლევების დროს შეიძლება მცდარი პოზიტიური შედეგები იქნას მიღებული.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული კუჭის მჟავიანობის დაქვეითებისას, კუჭ-ნაწლავის სისტემაში ნორმალურ პირობებში არსებული ბაქტერიების რაოდენობა უფრო მატულობს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობა კუჭ-ნაწლავის სისტემის ზოგიერთი ინფექციის რისკს ზრდის, თუნდაც მცირე მაჩვენებლით.
თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში გამოგივლინდათ ანდა ამჟამად თქვენ გეხებათ, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ნექსიუმის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე მშიერზეც.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ნექსიუმით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმს ორსულობის არსებობის ანდა ორსულობის შესახებ გეგმის არსებობის შესახებ აცნობეთ.
თუ, ორსულად ხართ, ნექსიუმი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ნექსიუმის, დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ამიტომ, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ნექსიუმი არ უნდა გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ნექსიუმი,ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს. თუმცა, ნაკლები სიხშირით ანდა იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გაბრუება და მხედველობის შემღვრევის მსგავსი ეფექტები (იხილეთ ნაწილი-4). თუ, აღნიშნული მდგომარეობა თქვენთან ვლინდება, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
ნექსიუმის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ნექსიუმი, სუკროზას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სხვა წამლებს ღებულობთ, რეცეპტის გარეშე გაცემული წამლების ჩათვლით, ბოლო პერიოდში მიიღეთ ანდა ახლო პერიოდში მიღების ალბათობა არსებობს, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ამ მდგომარეობის შესახებ აცნობეთ.
ნექსიუმის, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება ზოგიერთი წამლის მოქმედების ეფექტი შეცვალოს ანდა სხვა წამლებმა ნექსიუმის ეფექტზე მოახდინოს ზემოქმედება.
თუ, ნელფინავირის ანდა ატაზანავირის (შიდსის მკურნალობისას გამოიყენება) შემცველ წამალს ღებულობთ, ნექსიუმის ტაბლეტები არ გამოიყენოთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ:
კლოპიდოგრელი (სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება)
კეტაკონაზოლი, იტრაკონაზოლი ანდა ვორიკონაზოლი (სოკოვანი ანთების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება)
ერლოტინიბი ანდა იმავე ჯგუფიდან სხვა წამალი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)
ციტალოპრამი, იმიპრამინი ანდა კლომიპრამინი (დეპრესიის სამკრუნალოდ გამოიყენება)
დიაზეპამი (შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოდუნებისთვის ანდა ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება).
ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება), თუ, ფენიტოინს ღებულობთ, ექიმს ნექსიუმით მკურნალობის დაწყებამდე ანდა მკურნალობის დროს დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
ვარფარინი ანდა კლოპიდოგრელი (სისხლის გათხელების მიზნით გამოყენებული, ანტიკოაგულანტების სახელით ცნობილი წამლები). ექიმს, ნექსიუმით მკრუნალობის დაწყებამდე ანდა მკურნალობის შეჩერების შემდეგ დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
სილოსტაზოლი (ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ გამოიყენება, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო სიარულის დროს ფეხებში გაჩენილი ტკივილი).
სისაპრიდი (დისპეფსიის და კუჭის წვის დროს გამოყენებული წამალი).
დიგოქსინი (გულის პრობლემების დროს გამოიყენება).
მეტოტრექსატი (სიმსივნის მკურნალობის დროს დიდი დოზებით გამოყენებული ქიმიოთერაპიული წამალი). მეტოტრექსატის მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ნექსიუმით მკურნალობის დროებით შეჩერება.
ტაკროლიმუსი (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოიყენება).
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება).
წმინდა ჯონსის ვორტი(Hypericum perforatum-დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება)
თუ, ექიმი Helicobacter pylori-თ გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ ნექსიუმთან ერთდ ამოქსაცილინს და კლარიტრომიცინს (ანტიბიოტიკები) გამოგიწერთ და თუ ამავდროულად სხვა წამალს ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
როგორ გამოიყენება ნექსიუმი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
წამალი, ყოველთვის თქვენი ექიმის ანდა ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, რომელიმე საკითხში დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ამ წამალს დიდი ხანია იყენებთ, ექიმს დაკვირვების ქვეშ ეყოლებით (განსაკუთრებით მაშინ, თუ მოხმარების პერიოდი 1 წელზე მეტია)
თუ, ექიმმა ამ წამლის მიღება საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისთვის გამოგიწერათ, სიმპტომების ცვლილების შემთვევაში ექიმს აცნობეთ.
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული კუჭის წვის მკურნალობა:
ზრდასრულები:
საყლაპავში ანთებითი პროცესის და ტკივილის მკურნალობისთვის რეკომენდირებული დოზაა (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტი): ნექსიუმი 40 მგ- 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე პასუხის შესაბამისად, მკურნალობის ხანგრძლივობა 4-8 კვირამდეა.
დაავადების განმეორებით განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ. 1 -ჯერ დღეში.
კუჭის წვის და ღებინების მსგავსი სიმპტომების მკურნალობისთვის (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობა) რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. თუ,დაავადების სიმპტომები 4 კვირაში არ ალაგდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
სიმპტომების ალაგების შემდეგ, ექიმი, ნექსიუმის გამოყენების რეკომენდაციას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ.ეტი 1-ჯერ დღეში.
თუ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმის შეიძლება დოზას შეამცირებს.
12-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება:
საყლაპავში ანთებითი პროცესის და ტკივილის სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზაა (ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ):ნექსიუმი 40 მგ- 1ტაბ. 1-ჯერ დღეში. დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე მიღებული შედეგის შესაბამისად, მკურნალობის ხანგრძლივობა 4-8 კვირამდეა.
დაავადების განმეორებით განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ. 1 -ჯერ დღეში.
კუჭის წვის და ღებინების მსგავსი სიმპტომების მკურნალობისთვის (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობა) რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. თუ, დაავადების სიმპტომები 4 კვირაში არ ალაგდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
თუ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმი შეიძლება დოზას შეამცირებს.
ავადმყოფები, რომლებსაც მუდმივად აას წამლებით მკურნალობა ესაჭიროებათ:
ზრდასრულებში, ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლებით გამოწვეული ტკივილის ანდა მუცლის ზემო ნაწილში დისკომფორტის მსგავსი დარღვევების მკურნალობისთვის რეკომენდირებული დოზაა (აას წამლებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ზემო ნაწილში გამოვლენილი სიმპტომების მკურნალობისთვის): ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ. 1- ჯერ დღეში. თუ, დაავადების სიმპტომები 4 კვირაში არ ალაგდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლით გამოწვეული წყლულის სამკურნალოდ რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 ანდა 40 მგ- 1ტაბ. 1-ჯერ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში.
ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული წამლით გამოწვეული წყლულების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20 ანდა 40 მგ- 1ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
Helicobacter pylori- ს სახელით ცნობილი ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია
ზრდასრულები:
ზრდასრულებისთვის რეკომენდირებული დოზაა: ნექსიუმი 20მგ- 1ტაბ. 1-ჯერ დღეში. თქვენი ექიმი, ამავდროულად ქვემოთ მოცემული ანტიბიოტიკების მიღების რეკომენდაციასაც მოგცემთ: ამოქსაცილინი და კლარიტრომიცინი. მკურნალობის რეკომენდირებული ვადაა: 1 კვირა.
წამლის მიღებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ. თუ, რომელიმე საკითხთან დაკაშვირებით დარწმუნებული არა ხართ, ექიმს მიმართეთ. აღნიშნული მკურნალობით განხორცილდება როგორც არსებული წყლულის მკურნალობა, ასევე წყლულის განმეორებით განვითარების თავიდან აცილების პროფილაქტიკაც.
12-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება:
ხშირად გამოყენებული დოზაა, ექიმის მიერ გამოწერილი ორი ანტიბიოტიკის კომბინაცია და ნექსიუმი 20 მგ- 1ტაბ. 2 ჯერ დღეში. მკურნალობის გავრცელებული ხანგრძლივობაა: 1 კვირა.
ეზომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარი- მკურნალობის შემდგომი სისხლდენის შეჩერების უზრუნველყოფის მექანიზმის (ჰემოსტაზის) შენარჩუნების და კუჭიდან ანდა თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება.
პრეპარატის 40 მგ დოზის დღეში 1-ჯერ ორალური გზით, 4 კვირის განმავლობაში მკურნალობის პერიოდის დაწყებამდე მჟავიანობის დათრგუნვის მიზნით უნდა გაკეთდეს: ეზომეპრაზოლი 80 მგ -30 წუთიანი ინფუზია ბოლუსით, შემდეგ კი 3 დღის (72 საათი) განმავლობაში 8მგ/სთ ინტრავენური ინფუზია.
კუჭში მჟავიანობის ჭარბი წარმოების გამომწვევი ჰორმონ-მაპროდუცირებელი სიმსივნეების და ასევე კუჭში მჟავიანობის ჭარბის წარმოების შემთხვევევბში (ცოლინგერ-ელიზონის სინდრომი)-
ზრდასრულთათვის რეკომენდირებული საწყისი დოზაა: ნექსიუმი 40 მგ-1ტაბ. 2-ჯერ დღეში. ექიმი, საჭიროების შესაბამისად დოზის რეგულირებას გააკეთებს.
შეყვანის გზა და მეთოდი:
ნექსიუმი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისი ფორმით მიიღეთ. თუ, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ტაბლეტების რაოდენობა და დოზა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ტაბლეტები, არ დაღეჭოთ ანდა არ დაფხვნათ. ტაბლეტები, საკვებთან ერთდ ანდა მშიერ კუჭზეც, დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ. ტაბლეტი, მთლიანი სახით, ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად უნდა გადაიყლაპოს.
გარდა ამისა, შესაძლებელია ტაბლეტის ნახევარ ჭიქა წყალში ჩაგდება, ტაბლეტი გაიხსნება და უფრო ადვილად შეიძლება დალიოთ. არცერთი სხვა ხსნარი არ გამოიყენოთ. ტაბლეტის შიგნიდან გადმოსული პატარა გრანულები დაღეჭვის გარეშე გადაყლაპეთ. ტაბლეტი, წყალში ჩაგდების შემდეგ 30 წუთზე მეტი დროით არ დააყოვნოთ და დალევამდე ყოველთვის გამოურიეთ. წყალში გახსნილი ტაბლეტის დალევის შემდეგ, ჭიქა წყლით გამოავლეთ და ეს ნაწილიც დალიეთ.
თუ, ამ ხსნარის დალევა არ შეგიძლიათ, ტაბლეტი მცირე რაოდენობით წყალში შეურიეთ და ინჟექტორში შეავსეთ, ამ გზით პრეპარატი მილის საშუალებით (კუჭის მილი) პირდაპირ კუჭში შეიყვანება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: ნექსიუმის ტაბლეტები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება: ხანდაზმულებში დოზის შემცირება არ არის საჭირო.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
ღვიძლის უკმარისობა:
მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, ეზომეპრაზოლის დაშლა შეიძლება დაირღვას. ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმების მქონე ავადმყოფებში, წამლის დაშლა მცირდება და სისხლში მისი დონე შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ, ღვიძლის მძიმე უკამრისობის მქონე ავადმყოფებში წამლის დოზამ -20მგ-დღეში არ უნდა გადააჭარბოს. დღეში ერთი დოზის გამოყენების დროს ეზომეპრაზოლის და მისი დაშლის პროდუქტების სხეულში დაგროვების ნიშნები არ ვლინდება.
თირკმლებისუკმარისობა:
თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ნექსიუმის გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა. თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ეზომეპრაზოლის დაშლის პროცესის ცვლილება არ არის მოსალოდნელი.
თუ, ფიქრობთ, რომ ნექსიუმის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ნექსიუმის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ნექსიუმის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ნექიsუმის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ნექსიუმის ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, წამალი დალიეთ. თუ, წამლის მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა ანდა უკვე წამლის მიღების დროა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და წამლის მიღება ჩვეული რეჟიმის მიხედვით გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ნექსიუმით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ტაბლეტების მიღება არ შეწყვიტოთ.
თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს მიმართეთ.
რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ნექსიუმის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ნექსიუმის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
უეცარად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, ტუჩების, ენის და ხახის ანდა სხეულის შეშუპება, კანზე გამონაყარი, გონების დაკარგვა ანდა ყლაპვის გაძნელება (ძლიერი ალერგიული რეაქციები)
კანზე ბუშტუკების გაჩენა ანდა კანის აცლა, აშრევებასთან ერთaდ სიწითლე, ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის ღრუს და სასქესო ორგანოების მიდამოებში ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი და სისხლდენის ალბათობა. ეს მდგომარეობა შეიძლება ,,სტივენს-ჯონსოსნის სინდრომი’’ ანდა ,,ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი’’ იყოს.
ღვიძლის პრობლემების არსებობასთან ერთად კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და დაღლილობა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტი იშვიათად (1.000 ავადმყოფიდან
დანარჩენი გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული:
გავრცელებული (10 ავადმყოფიდან
თავის ტკივილი
მუცლის ანდა ნაწლავების პრობლემები: დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, აირების დაგროვება
ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) ანდა ავად ყოფნა (ღებინება)
კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპები
ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან
ფეხების და კოჭების შესივება
ძილის დარღვევები (უძილობა)
გაბრუება, ,,ნემსის ჩხვლეტის’’ მსგავსი შეგრძნებები, ძილიანობა
თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)
პირის სიმშრალე
ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებელების ცვლილება, რაც სისხლის ანალიზებით ვლინდება
კანზე გამონაყარი, მომრგვალებული გამონაყარი (ურტიკარია) და კანის გასქელება
მენჯის, კოჭების და ხერხემლის მოტეხილობა (ნექსიუმის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში)
იშვიათი (1000 ავადმყოფიდან
სისხლის თეთრი უჯრედების ანდა თრომბოციტების რაოდენობის შემცირების მსგავსი სისხლის პრობლემები. ეს მდგომარეობა სისუსტის შეგრძნებას, დალურჯებების (სისხლჩაქცევების) განვითრებას განაპირობებს და ინფექციის განვითარების ალბათობას ზრდის.
სისხლში ნატრიუმის მაჩვენებლის დაბალი დონე. ეს მდგომარეობა სისუსტის შეგრძნებას, ავად ყოფნის შეგრძნებას (ღებინება) და კრუნჩხვების განვითარებას განაპირობებს
აჟიტირება (მოუსვენრობა).დაბნეულობა ანდა დეპრესიის შეგრძნება
გემოს შეგრძნების დარღვევა
მხედველობის შემღვრევის მსგავსი პრობლემები
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა ანდა სუნთქვის შეკვრა (ბრონქოსპაზმი)
პირის ღრუში ჩირქოვანი ანთება
სოკოს რომელიმე სახეობით გამოწვეული და ნაწლავებზე მოქმედი ,,რძიანას’’ სახელით ცნობილი ჩირქოვანი ანთება
კანის გაყვითლება, მუქი ფერის შარდის და დაღლილობის გამომწვევი იქტერული სიყვითლე ანდა იქტერიის გარეშე სიყვითლე
თმის ცვენა (ალოპეცია)
მზეზე გასვლისას კანზე გამონაყარი
სახსრების ტკივილი (ართრალგია) ანდა კუნთების ტკივილი (მიალგია)
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება და სისუსტე
ოფლიანობის მომატება
ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან
სისხლის მაჩვენებელების ცვლილება, აგრანულოციტოზის ჩათვლით (სისხლის თეთრი უჯრედების არ არსებობა)
აგრესიულობა/გაღიზიანების შეგრძნება
არ არსებულის დანახვა, შეგრძნება დ ან გაგონება (ჰალუცინაციები)
ღვიძლის დაშლის და თავის ტვინის ჩირქოვანი ანთების გამომწვევი ღვიძლის სერიოზული პრობლემები
უეცრად განვითარებული გამონაყარი ანდა ბუშტუკების გაჩენა ანდა კანის აცლა, აშრევების დაწყება. ეს მდგომარეობა შეიძლება დაკაშირებული იყოს მაღალ ცხელებასთან და სახსრების ტკივილთან (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი)
კუნთების სისუსტე
თირკმლების სერიოზული პრობლემები
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება
უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შუეძლებელია)
თუ, ნექსიუმს 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში იყენებთ, სისხლში მაგნიუმის დონე შეიძლება შემცირდეს. მაგნიუმის დაქვეითებული მაჩვენებელები-დაღლილობას, კუნთების უნებლიე შეკუმშვებს, ორიენტაციის დარღვევას, ჰალუცინაციებს, გაბრუებას ანდა გულის რითმის დარღვევას-აჩქარებას განაპირობებს. თუ, აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, დრო არ დაკარგოთ და ექიმს აცნობეთ. სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე ასევე განაპირობებს სისხლში კალიუმის და კალციუმის დაქვეითებას. თქვენი ექიმი, მაგნიუმის მაჩვენებლების კონტროლისთვის სისხლის ანალიზებს რეგულარულად გადაამოწმებს.
დიარეის გამომწვევი ნაწლავების ჩირქოვანი ანთება (მიკროსკოპული კოლიტი)
ქვემწვავე კუტანეული ლუპუს ერითემატოზი(სისტემური მგლურას კანის ფორმა), (იმუნური სისტემის პრობლემით გამოწვეული დაავადება- კანს და ზოგიერთ შინაგან ორგანოს აზიანებს).
ნექსიუმი, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, იმუნურ დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი, სისხლის თეთრი უჯრედების დაზიანებას იწვევს. თუ, ცხელების მსგავსი სერიოზული სიმტომი გამოვლინდება, რომელსაც თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის დამარღვეველი სერიოზული ინფექციური პროცესი ანდა კისრის არეში, ცხვირის ღრუში, პირის ღრუში ტკივილი ანდა შარდვის გაძნელების გამომწვევი ლოკალური ჩირქოვანი ანთება, რომელსაც თან ახლავს ცხელება, შეძლებისდაგვარად სწრაფად ექიმს მიმართეთ, სისხლის ანალიზებით -სისხლის თეთრი უჯრედების დეფიციტი (აგრანულოციტოზი) დადასტურდება. გარდა ამისა, საჭიროა მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ექიმისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
აღნიშნულმა გვერდითი ეფექტების ჩამონათვალმა არ აგაღელვოთ, ამათგან შეიძლება არცერთი არ გამოვლინდეს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
ნექსიუმის შენახვა
ნექსიუმი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
ნექსიუმი, შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
რაოდენობა | 14 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account