Silarsil - სილარსილი 140მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 44,23 GEL რეგულარული ფასი 46,56 GEL
მარაგშია
SKU
27904_429

ჩვენება:  მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტოპ­რო­ტექ­ტო­რია, რომ­ლის თვი­სე­ბე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მის შემ­ადგენლობა­ში შე­მა­ვა­ლი სი­ლი­მა­რი­ნით.

წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა:
 სილარსილი140 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულა მქრქალი ნარინჯისფერი სახურავით და მქრქალი ცისფერი კორ­პუ­სით, რომელიც შეიცავს ღია ყავისფერ ფხვნილს.
 შე­მად­გენ­ლო­ბა
 სილარსილი140 მგ:
თითოეული კაფსულაშეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სილიმარინი 140 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგ­ნიუ­მის სტეარატი.
 პრეპარატის ათქ კოდი A05BA03
 ფარ­მა­კო­თე­რა­პი­უ­ლი ჯგუ­ფი
ჰეპატოპროტექტული პრეპარატები.
 ფარმაკოლოგიური თვისებები
სი­ლარ­სი­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტოპ­რო­ტექ­ტო­რია, რომ­ლის თვი­სე­ბე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მის შემ­ადგენლობა­ში შე­მა­ვა­ლი სი­ლი­მა­რი­ნით. ეს უკა­ნას­კნე­ლი წარმოადგენს ბაყაყურას ნა­ყო­ფი­დან გა­მო­ყო­ფილ ექ­სტრაქ­ტულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ნა­რე­ვს, კერ­ძოდ კი: სი­ლი­ბი­ნი­ნი­ს, სი­ლი­დი­ა­ნი­ნი­ს, სი­ლიკ­რის­ტი­­ნი­ს და ფლა­ვო­ნო­ლის სხვა წარ­მო­ე­ბუ­ლე­ბი­ს.
სი­ლარ­სი­ლი ღვიძ­ლში ურ­თი­ერ­თქმე­დებს თა­ვი­სუ­ფალ რა­დი­კა­ლებ­თან  და მათ ნაკ­ლე­ბად ტოქ­სი­ურ ნა­ერ­თე­ბად აქ­ცევს, რითაც წყვეტს ლი­პი­დე­ბის ზე­ჯან­გუ­რი დაჟან­გვის პრო­ცესს და აჩე­რებს უჯ­რე­დის სტრუქ­ტუ­რე­ბის შემ­დგომ დაშ­ლას, ხელს უშ­ლის ტოქ­სი­ნე­ბის შეღწევას ღვიძ­ლის უჯ­რე­დებ­ში.
პრე­პა­რა­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბით და­ზი­ა­ნე­ბულ ჰე­პა­ტო­ცი­ტებ­ში ხდე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლი და ფუნ­ქცი­უ­რი ცი­ლე­ბი­სა და ფოს­ფო­ლი­პი­დე­ბის სინ­თე­ზის სტი­მუ­ლა­ცია (რნმ-პო­ლი­მე­რა­ზა A-ს სპე­ცი­ფი­უ­რი სტი­მუ­ლაციის ხარ­ჯზე), უჯ­რე­დუ­ლი მემ­ბრა­ნე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია, უჯ­რე­დის ფერ­მენ­ტული კომ­პო­ნენ­ტე­ბის (ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბი) და­კარ­გვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, ღვიძ­ლის უჯ­რე­დე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბა.
კლი­ნი­კუ­რად ეს ეფექ­ტე­ბი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ობი­ექ­ტუ­რი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი სიმ­პტო­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის (ტრან­სა­მი­ნა­ზე­ბის, გა­მა-გლო­ბუ­ლი­ნის, ბი­ლი­რუ­ბი­ნის დო­ნე) ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ა­ში. ამას მოჰ­ყვე­ბა ზოგადი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მა­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იმ პა­ცი­ენ­ტებში, რომელთაც ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გა­მო დარ­ღვე­უ­ლი აქვს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა. სილარსილის გამოყენების შედეგად უმჯობესდება მდგომარეობა გადატანილი მწვავე ჰეპატიტის შემდეგ და ქრონიკული ჰეპატიტის დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში გამოყენებისას).

ფარმაკოკინეტიკა

სი­ლი­ბი­ნი­ნი (სი­ლი­მა­რი­ნის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი) იწო­ვე­ბა კუჭ-ნაწლავის ტრაქ­ტიდან 20-40%-ით. მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია სის­ხლის პლაზ­მა­ში მიიღწევა შიგნით მი­ღე­ბი­დან 0.5-1 სა­ათ­ში. Т½ შე­ად­გენს 6 სა­ათს. მი­ღე­ბუ­ლი სი­ლი­ბი­ნი­ნის 80%-ზე მე­ტი გა­მო­იყოფა ნაღ­ველ­თან ერ­თად სულ­ფა­ტუ­რი და გლუკუ­რო­ნი­დუ­ლი კო­ნი­უ­გა­ტე­ბის სა­ხით (ეს უკა­ნას­კნე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნაწ­ლავ-ღვიძ­ლის ცირ­კუ­ლა­ცი­ას გა­ნიც­დის) და მიღებული სი­ლი­ბი­ნი­ნის მხო­ლოდ 3-7% გა­მო­ი­ყო­ფაშარ­დთან ერ­თად 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.
 გამოყენების ჩვენებები
–  ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა ალ­კო­ჰო­ლიზ­მის დროს;
–  ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ციები (მათ შო­რის, პრო­ფე­სი­უ­ლი) ჰა­ლო­გე­ნი­რე­ბუ­ლი ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბით, მძი­მე ლი­თო­ნე­ბის ნა­ერ­თე­ბით და მათი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა;
–  ღვიძ­ლის წამლისმიერი და­ზი­ა­ნე­ბები (კერ­ძოდ, ზო­გი­ერ­თი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით, ტუ­ბერ­კუ­ლოს­ტა­ტურებით, პე­რო­რა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბით, პა­რა­ცე­ტა­მო­ლით, ზო­გი­ერ­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი­თა და იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტით, სანარ­კო­ზე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით) და მათი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა;
– არა­ვი­რუ­სუ­ლი ეტი­ო­ლო­გი­ი­ს ქრო­ნი­კუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი;
– ღვიძ­ლის ცი­რო­ზი (კომ­პლექ­სუ­რი თე­რა­პი­ის კომ­პო­ნენ­ტის სა­ხით);
– ინ­ფექ­ცი­უ­რი და ტოქ­სი­უ­რი ჰე­პა­ტი­ტის შემ­დგო­მი მდგო­მა­რე­ო­ბა;
– ღვიძ­ლის დის­ტრო­ფია და ცხი­მო­ვა­ნი ინ­ფილ­ტრა­ცია;
– შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი თე­რა­პია ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­ს და ცი­რო­ზის დროს;
– ლი­პი­დუ­რი ცვლის დარ­ღვე­ვების კო­რექ­ცია.
 უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
 გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსია, დიარეა.
დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ციები: ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში – ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ციებ­ის კანისმიერი გამოვლინებები.
სხვა: ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში – არ­სე­ბუ­ლი ვეს­ტი­ბულუ­რი დარ­ღვე­ვების გამ­წვა­ვე­ბა.
 გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატიმიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რა­ო­დე­ნობის წყლის მიყოლებით.
დაავადების სიმძიმის მიხედვით მოზრდილებს ენიშნება 70-140 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 420 მგ-მდე.
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 70-140მგ 2-ჯერ დღეში.
სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის 5 წლის ასაკიდანშეადგენს 5 მგ/კგ წონაზე გაყოფილი 2-3 მიღებად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 თვისა.
 ჭარბი დოზირება
სიმ­პტო­მე­ბი: ჭარ­ბი დო­ზირების შემ­თხვე­ვე­ბი აღ­წე­რი­ლი არ არის. შე­საძ­ლებელია გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.
მკურ­ნა­ლო­ბა: პრე­პა­რა­ტის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბი­ს შემთხვევაში სა­ჭი­როა ღე­ბი­ნე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, კუ­ჭის ამო­რეც­ხვა, აქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ნახ­ში­რის და­ნიშ­ვნა, სიმ­პტო­მუ­რი თე­რა­პი­ა.
 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები არ მოიპოვება.
 ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ მო­ი­პო­ვე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი არა­სა­სურ­ველი გავ­ლე­ნის შესახებ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სა და იმ სა­მუ­შა­ო­ების შეს­რუ­ლე­ბის უნარ­ზე, რო­მლებიც მო­ით­ხოვს ფსი­ქო­მო­ტო­რული რე­აქ­ცი­ების სისწრაფეს.
 პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორ­სუ­ლო­ბი­სა და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.
 გამოშვების ფორმა
 
მყარი ჟელატინის კაფსულა 140 მგ.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვე­ბი­სათვის მიუწ­ვ­დო­მელ ადგილას, 30º C-მდე ტემ­პე­რა­ტუ­­­რის პირო­ბებ­ში.
 ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვა­დის ამოწურვის შემ­დეგ.
 აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით).

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy