Duspatalin - დუსპატალინი 200მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 19,15 GEL რეგულარული ფასი 26,60 GEL
მარაგშია
SKU
1689_2298
პრეპარატი გამოიყენება მუცლის ღრუს სპაზმების სიმპტომატური მკურნალობისას, ასევე ნაწლავების ფუნქციის მხრივ დარღვევების და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიდამოში მეორადი სპაზმების შესამცირებლად

გენერიული დასახელება: მებევერინის ჰიდროქლორიდი

წამლის ფორმა: კაფსულა რეტარდი 200მგ

შემადგენლობა: 1კაფსულა შეიცავს 200მგ მებევერინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოლიმეთაკრილის მჟავას ეთერების სოპოლიმერი, ტალკი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, მეტაკრილის და აკრილის მჟავას ეთერების სოპოლიმერი, ტრიაცეტინი, მყარი გაუმჭვირვალე ჟელატინირებული თეთრი ფერის კაფსულა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი წარმოადგენს სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას. იგი ნაწლავების ნორმალურ პერისტალტიკაზე ზემოქმედების გარეშე ხსნის სპაზმს.

ჩვენება:

მოზრდილებში

პრეპარატი გამოიყენება მუცლის ღრუს სპაზმების სიმპტომატური მკურნალობისას, ასევე ნაწლავების ფუნქციის მხრივ დარღვევების და მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიდამოში მეორადი სპაზმების შესამცირებლად, რომელიც გამოწვეულია ორგანული დაავადებებით.

უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები

ძალიან იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. მათ შორის: ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, სახის შეშუპება და ეკზანთემა.

დოზირება:

თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ცნობილი არ არის.

ჭარბი დოზირება

სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა

10 კაფსულა პვქ/ალუმინის ბლისტერში, 2 ან 3 ბლისტერი კოლოფში.

ვარგისობის ვადა

3 წელი

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავსვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy