Castor oil - აბუსალათინის ზეთი 50მლ
აბუსალათინის ზეთი
OLEUM RICINI
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: აბუსალათინის ზეთი
1 ფლაკონი შეიცავს აბუსალათინის ზეთს – 50მლ, 100მლ.
სამკურნალო ფორმა: ზეთი
გამჭვირვალე სითზე, სქელი, ბლანტი, უფერო, ან ოდნავ მოყვითალო ფერის სუსტი სუნითა და სპეციფიური, უსიამოვნო გემოთი. ჰაერზე თხელი ფენა ნელ-ნელა სქელდება, მაგრამ არ წარმოქმნის მყარ ან მაგარ აპკს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საფაღარათო საშუალება. ათქ კოდი A06AB05
შინაგანად მიღებისას ჰიდროლიზდება ლიპაზას მიერ წვრილ ნაწლავში რიცინოლის მჟავას წარმოქმნით, რაც იწვევს ნაწლავების რეცეფტორების გაღიზიანებას და რეფლექტორულად აძლიერებს მის პერისტალტიკას. საფაღარათო ეფექტი დგება პრეპარატის გამოყენებიდან 5-6 საათის შემდეგ. პრეპარატი ასევე ახდენს საშვილოსნოს კუნთების რეფლექტორულ შეკუმშვას.
ჩვენება
შეკრულობა
უკუჩვენება
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; მომატებული მგრძნობელობა (Eუპჰორბიაცეაე) მცენარეთა ოჯახის მიმართ. მოწამვლა ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით (ფოსფორით, ბენზოლით, ფენოლით). კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი. ანტიჰელმინტურ ცხიმში ხსნადი საშუალებებით, გვიმრის ექსტრაქტით მოწამვლა. მწვავე ანთებითი პროცესები მუცლის ღრუში (აპენდიციტი, პერიტონიტი), საშვილოსნოდან სისხლდენა; კახექსია; ხანდაზმული ასაკი. არადიაგნოზირებული ტკივილი მუცლის არეში. სანაღვლე გზების ობსტრუქცია; მძიმე დეჰიდრატაცია.
სიფრთხილის სათანადო ზომები გამოყენებისას
არ არის
არ დაარღვიოთ პრეპარატის მიღების წესი, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
გამოყენება ორსულობისას ან ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას, უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოიყენება თუ დედისთვის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისას რეაქციის სისწრაფის უნარზე ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
მონაცემები არ მოიპოვება.
ბავშვები
პრეპარატი მიიღება ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.
გამოყენების წესი და დოზირება
მიიღება შინაგანად. რეკომენდირებული დოზა უფროსებისათვის და ბავშვებისათვის 12 წელზე ზევით – 15-30მლ ერთ მიღებაზე. თუ პრეპარატი მიიღება ნაწლავების გასასუფთავებლად დიაგნოზტიკური პროცედურებისათვის, მაშინ მისი მიღება მიზანშეწონილია პროცედურის ჩატარებიდან 6 საათით ადრე.
ჭარბი დოზა
სიმფტომები: ღებინება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში დიარეა
მკურნალობა: სიმფტომური თერაპია
გვერდითი ეფექტები
ღებინება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.
ნაწლავის დაცლის შემდეგ შესაძლებელია შეკრულობა.
ხანგრძლივი გამოყენებისას - საჭმლის მონელების დარღვევა, ენტეროკოლიტი, შეჩვევის განვითარება, ნაწლავის ათონია.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
რეკომენდირებული არაა აბუსალათინის ზეთის გამოყენება გვიმრის ექსტრაქტთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას
შეფუთვა
50მლ, 100მლ ფლაკონებში
გაცემის კატეგორია: ურეცეფტოდ
მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა
სსს “ლუბნიფარმ”
პეტროვსკის ქ. 16, ქ. ლუბნი, პოლტავის ოლქი, უკრაინა, 37500
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account