ინფორინი აქტივი გელი 40გ
თვისებები: წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეტაზის ინჰიბიტორს, ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ინფორინი აქტივი
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი, ლევომენთოლი
პრეპარატის ფორმა: გარეგანი გამოყენების გელი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი - 50მგ, ლევომენთოლი - 30მგ.
დამხმარე ნივთიერებები: 96% ეთანოლი, პროპილენგლიკოლი, კარბომერის ინტერპოლიმერი (კარბოპოლი ულტრეზი), დიიზოპროპანოლამინი, გასუფთავებული წყალი.
აღწერა: გამჭვირვალე გელისებური მასა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სახსრების და კუნთების ტკივილის დროს ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები, სხვა პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა:
ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია გელის შემადგენლობაში შემავალი ორი კომპონენტის: იბუპროფენის და მენთოლის მიერ.
იბუპროფენი, ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული, წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეტაზის ინჰიბიტორს, ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მენთოლი რეფლექტორულად ასტიმულირებს კანის ტკივილის რეცეპტორებს, ავლენს სისხლძარღვების გმაფართოვებელ და გადამტან მოქმედებას, რაც ვლინდება ტკივილის შემსუბუქებით და კანის და კანქვეშა ქსოვილების ტემპერატურის მომატებით, კანის ჰიპერემიით. ამგვარად, მენთოლი ხელს უწყობს კუნთებში, მყესებში და სახსრებში ტკივილის შემცირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი გამოყენებისას იბუპროფენი შეიწოვება კანიდან. ადგილობრივი გამოყენებსას შეწოვის ხარისხი შეადგენს დაახლოებით 5%, პერორალური მიღების შემთხვევაში შეწოვის ხარისხთან მიმართებაში. იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღწევს 2 საათის შემდეგ და შეადგენს 0.6მკგ/მლ. იბუპროფენი სწრაფად და ინტენსიურად ვრცელდება მთელ ორგანიზმში, 99% უკავშირდება ცილებს. იბუპროფენი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ჰიდროქსილირების და კარბოქსილირების გზით. შედეგად წარმოიქმნება 2 არააქტიური მეტაბოლიტი. იბუპროფენის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5სთ-ს. ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად თირკმელების საშუალებით (90%), ასევე ნაღველით.
ლევომენთოლი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით პოლარული მეტაბოლიტების სახით და მცირე რაოდენობით ამონასუნთქ ჰაერში СО2 სახით.
გამოყენების ჩვენებები:
•კუნთების და სახსრების მსუბუქი ტრავმული დაზიანებების დროს, შეშუპების (ნაღრძობის, სისხლნაჟღენთების, სპორტული ტრავმების) ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის;
• რევმატიზმის კომპლექსური მკურნალობითვის ტკივილის სინდრომის დროს;
გამოყენების წესი და დოზირება:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის მოზრდილებში და 12 წელზე ზევით ბავშვებში, ასევე ხანდაზმულ პირებში.
გელის 1-4 სმ (სვეტი სიგრძით 1სმ შეიცავს 0.55გ გელს) დაიტანება მტკივნეულ ადგილას და მსუბუქად შეიზილება შეწოვამდე. განმეორებით იყენებენ საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალური ჯერადობით 3-მდე დღეში, გამოყენებათა შორის 4 საათიანი ინტერვალის მკაცრი დაცვით. თუ მკურნალობის 2 კვირის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები:
უსაფრთხოების და ეფექტურობის მომაცემების არარსებობის გამო, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პირები:
ხანდაზმულ პაციენტებში ყველა ასას პრეპარატის გამოყენება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკის გამო.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაცვიენტებში, იბუპროფენის შემცველი პრეპარატების გამოყენება საჭიროა კლინიკური სიმპტომატიკის კუპირებისთვის აუცილებელი მინიმალური ეფექტური დოზებით, ყველაზე მოკლე ხნის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედება:
გვერდითი რეაქციების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000 - <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ხშირი:
• გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე, სიწითლე, წვის შეგრძნება, კონტაქტური დერმატიტი;
იშვიათი (იბუპროფენთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები):
• არასპეციფიური ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები;
• ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სასუნთქი სისტემის მხრივ (ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი);
• გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათად ბულოზური დერმატიტი (ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).
ძალიან იშვიათად:
• ასას პრეპარატების (გამოყენებული გელის რაოდენობის, დამუშავებული ზედაპირის ფართობის, კანის მთლიანობის ხარისხის, მკურნალობის ხანგრძლივობის და ოკლუზიური ნახვევის გამოყენების მიხედვით) ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ისეთი სისტემური ეფექტები, როგორიც არის მუცლის ტკივილი, დისპეფსია, თირკმლის უკმარისობა.
უცნობი:
• თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ანამნეზში თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში).
უკუჩვენებები:
• იბუპროფენის, ლევომენთოლის, აცეტილსალიცილის მჟავას, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების, ან სხვა ასას პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
• აცეტილსალიცილის მჟავასთან ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება;
• დაზიანებული კანი ან კანის ანთება;
• ადგილობრივად ინფექციის არსებობა;
• ერთდროული გამოყენება კანის ერთ უბანზე სხვა ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებთან ერთად;
• ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
• ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას პრეპარატებთან ერთადროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.
დაბალი სისტემური აბსორბციის გათვალისწინებით, ჩვეულებრივ პირობებში ისეთი ურთიერთქმედების განვითარება, რომლებიც აღწერილია ასას პრეპარატების პერორალური ფორმების შემთხვევაში, არ არის მოსალოდნელი.
განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება გელის წასმა კანის ანთებით ან დაზიანებულ უბნებზე. გამოყენებამდე საჭიროა მგრძნობელობის შემოწმება კანის პატარა მონაკვეთზე. არ შეიძლება თვალებში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა. სიწითლის, შეშუპების, გამონაყარის ან სხვა შესაძლო ალერგიის ნიშნების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაციის გავლა პრეპარატით მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
არ შეიძლება ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) ნახვევის დადება გელის წასმის ადგილას. ინფორინ აქტივის გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები, თუ ისინი არ წარმოადგენენ სამკურნალო ობიექტს.
ანამნეზში, ან გამოყენების მომენტისთვის ბრონქული ასთმის ან ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სასუნთქი სისტემის მხრივ ასთმის, მისი გართულების, ბრონქოსპაზმის ან ქოშინის სახით.
გვერდითი ეფექტები შეიძლება შემცირდეს მინიმალური ეფექტური დოზების მინიმალურად მოკლე პერიოდის განმავლობაში გამოყენების დროს.
პრეპარატით მკურნალობის ფონზე გელის თვალებში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, ასევე მდგომარეობის გაუმჯობესების არარსებობის ან გაუარესების შემთხვევაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
იბუპროფენის თირკმლის ფუნქციაზე ზემოქმედების გათვალისწინებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ინფორინ აქტივის გელი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს იბუპროფენს, რომელიც წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზას სინთეზის ინჰიბიტორს, და სისტემური გამოყენებისას შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე (თუმცა ამის ალბათობა უკიდურესად მცირეა), ამის გამო, ინფორინ აქტივი არ არის რეკომენდებული ქალებში, რომელთაც აქვთ პრობლემები დაორსულებასთან დაკავშირებით ან ქალებში, რომლებიც გადიან გამოკვლევებს უშვილობასთან დაკავშირებით.
ცხოველებში ჩატარებული ექსპერიმენტული გამოკვლევები ავლენენ პრეპარატის ტერატოგენული მოქმდების არარსებობას. არსებობს მონაცემები იბუპროფენის გავლენასთან დაკავშირებით მშობიარობის შენელების ან გახანგრძლივების შესახებ.
ადგილობრივი სამკურნალო პრეპარატების შემადგენლობაში შემავალი იბუპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში.
იბუპროფენი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში, ამის გამო ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
იბუპროფენის ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებში არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატის შენახვა საჭიროა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ჰიპერდოზირების ალბათობა მინიმალურია.
იბუპროფენით ჰიპერდოზირების სიმპტომები (შიგნით მიღების შემთხვევაში): თავის ტკივილი, ღებინება, ძილიანობა, ჰიპოტონია.
მკურნალობა: შიგნით მიღების შემთხვევაში ტარდება კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა, აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. სპეციფიური ანტიდოტი არ არის ცნობილი.
გამოშვების ფორმა:
პრეპარატის 40გ მოთავსებულია ალუმინის ტუბში შიდა ლაქირებული ზედაპირით, დახუფულია პლასტმასის ხრახნისებური თავსახურით, ლატექსის რგოლით ქვედა ნაწილში.
1 ტუბი სახელმწიფო და რუსულე ენებზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტს 25°С ტემპერატურის პირობებში, არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ბალკანფარმა-რაზგრადი ად,
68, აპრილსკო ვასტანიე ბლვდ, 7200
რაზგრადი, ბულგარეთი
სავაჭრო ლიცენზიის და რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:
სპეი მედიკალ ლტდ
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account