Rosa Gel - როზა გელი 1% 30გ

განსაკუთრებული ფასი 7,06 GEL რეგულარული ფასი 9,80 GEL
მარაგშია
SKU
73391_2251

ჩვენება:როზაცეა  ანთებითი მუწუკები და ფისტულები.

შემადგენლობა:

მეტრონიდაზოლი USP - 1.0% w/w; გელის ფუძე - საჭირო რაოდენობით

აღწერა:

გელი შეიცავს მეტრონიდაზოლს 1%, რომელიც წარმოადგენს ანტიბიოტიკს და გამოიყენება გარკვეული კანის დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც  ცნობილია როზაცეას სახელით (ზრდასრულების აკნე), რომელიც წარმოადგენს კანის ანთებით დაავადებას, რაც იწვევს სახის შეშუპებას, სიწითლეს და სახეზე მშრალ დაზიანებებს. პრეპარატს აქვს შესაძლებლობა შეამციროს სიწითლე,  შეშუპება და როზაცეას მიერ გამოწვეული მუწუკები. გელი ახდენს  შეშუპების (ანთების) შემცირებას ბაქტერიების ზრდის შეჩერებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ელეგანტ როზა გელი არის ანტიბიოტიკი. ითვლება, რომ როზაცეას მკურნალობას მეტრონიდაზოლი  ახდენს  შეშუპების (ანთების) შემცირებით.

ჩვენება:

ელეგანტ როზა გელი ნაჩვენებია ადგილობრივი გამოყენებისათვის როზაცეა  ანთებითი მუწუკების და ფისტულების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:

ელეგანტ როზა გელი უკუნაჩვენებია ინდივიდებში, რომლენსაც აქვთ მეტრონიდაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორია.

გამოყენების წესი და დოზირება:

ელეგანტ როზა გელის გამოყენებამდე დაიბანეთ დაზიანებული კანი. დაზიანებულ ადგილზე დაიტანეთ ელეგანტ როზა გელი და რბილად შეიზილეთ. კოსმეტიკის გამოყენება შესაძლებელია 5 წუთის შემდეგ, დაელოდეთ რომ მედიკამენტი გაშრეს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის ნიშნები: ჭინჭირის ციება; სუნთქვის გაძნელება; სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.

დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს, თუ ელეგანტ როზა გელის გამოყენებისას გაქვთ გახურების ან წვის შეგრძნება.

ზოგადი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

  • ზომიერი წამოხურების ან წვის შეგრძნება;
  • ხელებში ან ფეხები შეგრძნების დაქვეითება ან ჩხვლეტის შეგრძნება;
  • კანის მსუბუქი სიწითლე ან გაღიზიანება;
  • მშრალი, უსწორმასწორო ან აქერცლილი კანი;
  • გულისრევა; ან
  • პირში მეტალის გემოს შეგრძნება.

სპეციალური მითითება:

აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ ალერგიული ხართ მეტრონიდაზოლის ან მოცემული გარეგანი გამოყენების პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. სთხოვეთ ფარმაცევტს ინგრედიენტები სია.

აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს, რა ურეცეპტო მედიკამენტებს, ვიტამინებს, საკვებ დანამატებს და მცენარეული პროდუქტებს იღებთ ან აპირებთ მიღებას.

დარწმუნდით, რომ ჩამოვთვალეთ  შემდეგი პრეპარატები: ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხევადებელი), როგორიცაა ვარფარინი (კოუმადინი, ჯანტოვენი).

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ცენტრალური  ნერვული სისტემის დაავადება (ზურგის ან ტვინის დაავადებები) ან სისხლის დაავადება.

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, გეგმავენ დაორსულებას, ან ბავშვს გყავთ ძუძუთი კვებაზე.

თუ თქვენ დაორსულდით მეტრონიდაზოლის გამოყენებისას, მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებები:

მეტრონიდაზოლის სისტემური შეწოვა გამოვლინდა მეტრონიდაზოლის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აღინიშნა დიარეა, სისხლიანი დიარეა და კოლიტი (მათ შორის ფსევდო-მემბრანული კოლიტი) მეტრონიდაზოლის ადგილობრივი გამოყენებისას. თუ განვითარდა მნიშვნელოვანი დიარეა უნდა შეწყდეს გელის გამოყენება .

არ გამოიყენოთ გელი, თუ გქონდათ მეტრონიდაზოლზე, ლინკომომიცინზე, ადაპალენზე ან გელის რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიული რეაქცია.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25° C და მშრალ ადგილას. დაიცავით სითბოსგან და მზის პირდაპირი სხივებისგან.

ვარგისობის ვადა:  3 წელი წარმოების თარიღიდან.

გამოშვების ფორმა: 30გ ელეგანტ როზა გელი ლამინირებულ ტუბში, რომელიც მოთავსებულია ყუთში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე 

მწარმოებელი:

ელეგანტ კოსმეტიკ, ინდოეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy