ბონა კიდსი სიროფი 150მლ
ჩვენება:კალციუმის და ვიტამინი D3 –ის დეფიციტი.
ბონა კიდსი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ფიზიოლოგიური მდგომარეობის შემანარჩუმენებელი საშუალება
სუსპენზის ყოველი 10 მლ. შეიცავს
კალციუმის ციტრატი.................300 მგ.
D3 ვიტამინი................................ 3,6 მკგ.
თუთიის გლუკონატი..................6 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი............150მგ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, ცელულოზა, ქსანტანის გუმფისი, გამოხდილი წყალი, შაქარი, ბანანის არომატიზატორი, ცხიმოვანი მჟავების პოლიგლიცეროლის ესტერები, პოლივინილპიროლიდონი. ასატიმის ნარევი
კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. აუცილებელია კარიესის პროფილაქტიკისთვის. ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია კალციუმის შეწოვისთვის. ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გამაგრებას. მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა.თუთია მნიშვნელოვანია უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.
რეკომენდებულია როგორც დამხმარე საშუალება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- კალციუმის და/ან ვიტამინი D3 –ის დეფიციტი
- მზარდი მოთხოვნა კალციუმზე, ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი
- კარიესის პროფილაქტიკა
ბონა კიდსის მიღება რეკომენდებულია:
ბავშვები 1-2 წელი-5მლ. 2ჯერ დღეში
3-12 წელი-10მლ. 2-3ჯერ დღეში
მოზრდილები-20მლ. 2ჯერ დღეში
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ჰიპერკალცემია.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის წესი: შეინახეთ 25°C –ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: სუსპენზია ბანანის გემოთი, 150 მლ.-იან ბოთლში.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account