Ferrocomb- ფეროკომბი 30 ტაბლეტი
ჩვენებები: ანემიების პროფილაქტიკა რისკ ჯგუფის პაციენტებში.
ფეროკომბი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ფეროკომბი წარმოადგენს რკინის შემცველი დანამატს გამდიდრებული ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით სხვადასხვა ტიპის ანემიების პროფილაქტიკისა და კომპლექსურ თერაპიაში.
კომბინაცია თავდაპირველად შეიქმნა სისხლის დონორებისთვის, რათა ხელი შეუწყოს სისხლის უფრო სწრაფად აღდგენას დონაციის შემდეგ.
ფეროკომბის 1 აბი შეიცავს:
რკინა | 20მგ | Ferrous fumarate |
60,85მგ |
ფოლიუმისმჟავა | 0,6მგ | Pteroylmonoglutamic acid |
0,6მგ |
თუთია | 5მგ | Zinc gluconate |
40მგ |
სელენი | 0,05მგ | Selenium yeast 0.2% | 25მგ |
მაგნიუმი | 100მგ | Magnesium oxide | 169,19მგ |
ვიტამინი C | 80მგ | L‐ascorbic acid | 82,47მგ |
ვიტამინი B12 | 0.0075მგ | Cyanocobalamin 1% | 0,75მგ |
ვიტამინი E | 12მგ | DL‐tocopheryl acetate 500 I.U./g | 35,76მგ |
დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფეროკომბის შემადგენლობაში შემავალი სამი მნიშვნელოვანი ნუტრიენტის შემცველობა ახდენს რკინადეფიციტური, B12 ვიტამინდეფიციტური და მეგალობლასტური ანემიების
პრევენციას და ზრდის კომპლექსური თერაპიის ეფექტიანობას.
რკინის ფუმარატი ახდენს ჰემოპოეზურ მოქმედებას, ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს. რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის, მიოგლობინისა და რკინის შემცველი ფერმენტების მნიშვნელოვან ნაწილს, ხელს უწყობს ორგანიზმში ჰემოგლობინის და ჟანგბადის ნორმალურ ფორმირებას.
ვიტამინი B12 აუმჯობესებს რკინის შეწოვას, მონაწილეობს ჰემოპოეზში, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას.
ფოლიუმის მჟავა აუცილებელი წყალში ხსნადი ვიტამინია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქნაში. ორსულობის პერიოდში არეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედების ფორმირებას და ნაყოფის ნორმალურ განვითარებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებასა და განვითარებას.
რკინა, ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავას ერთობლივი გამოყენება ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას .
ვიტამინი C ხელს უწყობს რკინის შეწოვას და ათვისებას.
მაგნიუმი აუცილებელი მინერალია ელექტროლიტების გამართული ბალანსისთვის. წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს. ხოლო, რკინასთან და თუთიასთან ერთად მაგნიუმი მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში, ხელს უწყობს ცილების ნორმალურ სინთეზს.
სელენიუმი დადებით გავლენას ახდენს რეპროდუქციული სისტემის გამართულ ფუნციონირებაზე, ამცირებს თვითნებური აბორტის რისკს.
თუთია, რკინა, სელენიუმი, ვიტამინი C, ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავას ერთდროული გამოყენება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციობაში.
აგრეთვე, თუთიას, სელენიუმს, ვიტ. C და E-ს ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების არასასურველი ზემოქმედებისაგან.
ჩვენებები:
ü ანემიების პროფილაქტიკა რისკ ჯგუფის პაციენტებში (ორსულობა და ლაქტაცია, პუბერტატული და ხანდაზმული ასაკი, დიეტა, ვეგეტარიანობა)
ü რკინის დეფიციტი გამოწვეული: დონორობით, ჰემოდიალიზით, თირკმლის უკმარისობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენებით, მენო და მეტრორაგიებით, ბარიატრიული ქირუგიით (მათ შორის კუჭის რეზექციით), კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვით
ü სხვადასხვა ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებების დროს, ასევე, ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული ანემიები
ü გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, ასთენია, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა
ü ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
ü ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
ü ჰიპო და ავიტამინოზები
მიღების წესი და სადღეღამისო დოზა: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან რეკომენდებულია დღეში 1 აბის მიღება, სასურველია უზმოზე.
გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები: ნუ გადააჭარბებთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №30აბი. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,Walmark,’’ ჩეხეთი.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account