Lysobact - ლიზობაქტი ორიბლეტი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 15,83 GEL რეგულარული ფასი 21,98 GEL
მარაგშია
SKU
30076_1093
ლიზობაქტი ® ორიბლეეტი გამოიყენება ღრძილების ანთების, სტომატიტის, ჰერპესიული ჭრილობების, ოროფარინგული ლორწოვან გარსზე ეროზიული წყლულოვანი ჭრილობების, ბაქტერიული და ტრავმული ეტიოლოგიის დაავადებების დროს. ლიზობაქტი ® ორიბლეტი შეიცავს ლიზოსიმს და პირიდოქსი

შემადგენლობა

ლიზობაქტი ® თითო ორიბლეტი შეიცავს: ლიზოსიმის ქლორიდი 20.0 მგ.
პირიდოქსინის ქლორიდი 10.0 მგ.
ლიზობაქტი® ორიბლეტი შეიცავს შემდეგ შემავსებლებს: ლაქტოზა, ტრაგაკანტი, საქარინის ნატრიუმი, მაგნიუმის სტრეატი, ვანილინი.

ჩვენებები
ლიზობაქტი ® ორიბლეეტი გამოიყენება ღრძილების ანთების, სტომატიტის, ჰერპესიული ჭრილობების, ოროფარინგული ლორწოვან გარსზე ეროზიული წყლულოვანი ჭრილობების, ბაქტერიული და ტრავმული ეტიოლოგიის დაავადებების დროს.
ლიზობაქტი ® ორიბლეტი შეიცავს ლიზოსიმს და პირიდოქსინს.
ლიზობაქტი ® ორიბლეტი არის მუკოპოლისაქარიდი, რომელიც მოქმედებს გრამდადებით ბაქტერიებზე, შესაძლებელია უჯრედის კედლებიდან არახსნადი პოლისაქარიდი გადავიდეს ხსნად მუკოპეპდიდებში. იგი ასევე მსგავსად მოქმედებს გრამუარყოფით ბაქტერიებზეც, ვირუსებზე და სოკოზე. მას გააჩნია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას.
პირიდოქსინი იცავს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. მას გააჩნია წყლულის საწინაარმდეგო მოქმედება.

მიღების წესები და დოზები
მიიღეთ მითითებების მიხედვით.
თუ თვლით, რომ მედიკამენტი სუსტად ან პირიქით, ძლიერად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია გამოიყენება პერორალურად.
დოზირება: მოზრდილებში: ჩვეულებრივ მიიღება 2 ორიბლეტი დღეში 3-4 -ჯერ. ორიბლეტი ადვილად იხსნება პირის ღრუში. გახსნილი ნარჩენები რაც შეიძლება დიდხანს გააჩერეთ პირში.
მკურნალობა გრძელდება 8 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება.
ბავშვებში:
7-12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ მიიღება ერთი ორიბლეტი დღეში 3-4 -ჯერ.
შენიშვნა: დაუშვებელია ორიბლეტის გადაყლაპვა
ლიზობაქტი ® ორიბლეტის ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას იზრდება მათი თერაპიული აქტივობა.
რა ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ ლიზობაქტი ® ორიბლეტის მიღებამდე.
მიაწოდეთ თქვენს ექიმს ინფორმაცია თუ ღებულობთ სხვა მედიკამენტს. გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, თუ გაქვთ მედიკამენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქციები.
როდის არ უნდა მიიღოთ ლიზობაქტი® ორიბლეტი
. არ მიიღოთ ლიზობაქტი ® ორიბლეტი თუ გაქვთ მედიკამენტის ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა მედილამენტებს ლიზობაქტი® ორიბლეტსაც გააჩნია გარკვეული გვერდითი ეფექტები.
თუმცა მედიკამენტი გადაიტანება ადვილად და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ორსულობა და ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 
მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ეს მედიკამენტი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.

განსაკუთრებული მითითებები
- თუ დაფიქსირდა ალერგიული რეაქციები დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება სამედიცინო ლიტერატურაში არ არის აღწერილი
თუ დაგავიწყდათ მედიკამენტის მიღება არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ ჩვეულებრივი რეჟიმით მკურნალობა.
თუ გამოტოვეთ მედიკამენტის მიღება, მიიღეთ მაშინვე, როდესაც იქნება შესაძლებელი, მაგრამ გააგრძელეთ მისი გამოყენება რეკომენდაციის მიხედვით.
თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას:
მიიღეთ მედიკამენტი ექიმის მიერ დანიშნული ვადის მანძილზე. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გაითვალისწინეთ, რომ ეს შესაძლებელია ეხებოდეს იმ მედიკამენტებსაც, რომლის მიღება უკვე შეწყვიტეთ ან გეგმავთ მომავალში მიღებას. მიაწოდეთ ექიმს ინფორმაცია თუ მიგიღიათ ან ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.
- ლისოზიმი ზრდის შემდეგი ანტიმიკრობული საშუალებების თერაპიულ ეფექტს:
პენიცილინი, ქლორამფენიკოლი.
- იზონიაზიდმა, პენიცილინამინმა, პირაზინამიდმა, ჰიდრალაზინმა, იმუნოსუპრესანტებმა, ესტროგენებმა, ასევე ორალურმა კონტრაცეპტივებმა, რომლებიც შეიცავენ ესტროგენებს, შესაძლებელია გაზარდოს პირიდოქსინის საჭიროება, რადგან ისინი მოქმედებენ, როგორც პირიდოქსინის ანტაგონისტები ან ზრდიან თირკმლიდან მის გამოყოფას.
- პირიდოქსინის ქლორიდი აძლიერებს ლევოდოპას დეკარბოქსილირებას და შესაბამისად ამცირებს მის ეფექტურობას პარკინსონის დაავადების მკურნალობის დროს.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვადა მითითებულია კოლოფზე.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy