Oronorm - ორონორმი 25მლ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება
შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ბენზოკაინი _ 1.5 გ;
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი _ 0.15 გ;
ცეტალკონიუმის ქლორიდი _ 0.0413 გ.
დამატებითი ნივთიერებები:
გლიცეროლი 87%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი
და გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ორონორმს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ადგილობრივი მაანესთეზირებელი მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ ანესთეტიკს. ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 0.15% კონცენტრაციით ახდენს ანალგეზიურ და ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ცეტალკონიუმის
ქლორიდი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტისეპტიკს. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, სოკოების და ვირუსების მიმართ.
ჩვენებები:
პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ფარინგიტი;
- ლარინგიტი;
- ტონზილიტი;
- გინგივიტი;
- სტომატიტი.
პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება აფთოზური წყლულების ჩათვლით.
ტონზილექტომიის, კბილის ექსტრაქციის და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების წინ და შემდგომ პერიოდში.
ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს არომატიზატორი და პროფილაქტიკური ანტისეპტიკი პირის ღრუს პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან
გაწმენდის მიზნით.
გამოყენების წესი და დოზირება:
ყველა მიღების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.
მოზრდილებში – 2 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 16 შესხურებისა).
ბავშვებში 7 თვიდან – 1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 8 შესხურებისა).
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
უნდა ვერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას.
პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვების მიღება. არ არის რეკომენდებული საკვების მიღება და საღეჭი რეზინის დაღეჭვა მაშინ როდესაც პირის ღრუ ანესთეზირებულია (ენისა და ლორწოვანი გარსის ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის დროს პირის ღრუს ტრავმა).
გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა:
ორონორმი სპრეი - 25 მლ ალუმინის ბალონში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account