სუპრავიტ L-კარნიტინი 18 შუშხუნა ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 31,04 GEL რეგულარული ფასი 34,11 GEL
მარაგშია
SKU
36908_870

ჩვენება: წონაში კლებისთვის ფიზიკური დატვირთვის დროს.

სუპრავიტ  L-კარნიტინი მწვანე ჩაის ექსტრაქტით

შემადგენლობა 

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: L-კარნიტინს 1000მგ-ს და მწვანე ჩაის ექსტრაქტს - 30მგ-ს.

მოქმედება

L-კარნიტინი - ბუნებრივი ამინომჟავაა, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში - გარდაქმნის ცხიმებს სასარგებლო  ენერგიად, ხელს უწყობს ცხიმების შემცველობის შემცირებას კუნთებში, რის ხარჯზეც მცირდება სხეულის ჭარბი წონა, აწესრიგებს თავის ტვინის მომარაგებას ჟანგბადით, რის შედეგადაც აუმჯობესებს მეხსიერებას, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისადმი. 

მწვანე ჩაის ექსტრაქტი - ბუნებრივი ცხიმისმწველი და ანტიოქსიდანტური საშუალებაა. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებას, ამცირებს ჭარბ წონას ცხიმების დაწვის შედეგად.

გამოყენების ჩვენებები

 სუპრავიტ  L-კარნიტინი მწვანე ჩაის ექსტრაქტით გამოიყენება:

წონაში კლებისთვის ფიზიკური დატვირთვის დროს

-         ორგანიზმის ფიზიკური ამტანიანობის გასაძლიერებლად

-         ზოგადი განწყობის ასამაღლებლად.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი

სუპრავიტ  L-კარნიტინი მწვანე ჩაის ექსტრაქტის 1  შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200მლ წყალში და მიიღება ვარჯიშის დროს  უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის დროს, 1-ჯერ დღეში.

სხვა შემთხვევაში - 1  შუშხუნა ტაბლეტი გახსნილი 200 მლ წყალში მიიღება დღის პირველ ნახევარში 1-ჯერ დღეში.

აფთიაქიდან გაცემის წესი:ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (გაიცემა რეცეპტის გარეშე)

გამოშვების ფორმა:  18 შუშხუნა ტაბლეტი კოლოფში

მეტი ინფორაცია
Units18
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy