SUNOVIT - სანოვიტი სიროფი 100 მლ

განსაკუთრებული ფასი 20,59 GEL რეგულარული ფასი 28,73 GEL
მარაგშია
SKU
29974_2080

ჩვენება:  ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა.


სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სანოვიტი

სავაჭრო დასახელება

სანოვიტი, Sunovit

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

 

წამლის ფორმა

სიროფი.

აღწერილობა: ოქროსფერ-ყვითელი ფერის გამჭვირვალე სიროფი ფორთოხლის სუნით.

 

შემადგენლობა

სიროფის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატის სახით)                       150 se

ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი)                             0,10 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი)             0,12 მგ

ვიტამინი B5 (დექსპანთენოლი)                                               0,20 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)                   0,15 მგ

ვიტამინი В9 (ფოლიუმის მჟავა)                                               0,01 მგ

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)                                          0,15 მკგ

ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა)                                                     6 მგ

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)                                                         40 se

ვიტამინი E (all-rac-α-ტოკოფეროლის აცეტატი)                      0,7 se

ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი)                                                  1,20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენ-ზოატი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, გლიცერინი, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი „ფორთოხალი“, პოლისორბატი 80, პროპილგალატი, ბუთილჰიდროქსიანიზოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი:  А11BA

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ვიტამინები, მულტივიტამინები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სანოვიტი – კომბინირებული მულტივიტამინური პრეპარატი,  რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ეფექტებით. 
ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით. 
ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილის სინთეზის რეგულაციაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების ფუნქციონირებას; აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისათვის, ანელებს დაბერების პროცესს.

ვიტამინი B1 წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აქვს დეტოკსიკაციური მოქმედება, ასევე აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ ქსოვილში. თიამინი მონაწილეობს რიგი ფერმენტების კოფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის უკმარისობა იწვევს ბერი-ბერისა (სპეციფიკური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევრული ფსიქოზი) სინდრომების განვითარებას. 
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთი, რომელიც აუცილებელია ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლებისა და ცხიმების აცეტილირებისა და ჟანგვის პროცესებში, ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში. 

ვიტამინი B6 ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზაციას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში,  ნერვული სისტემის ფუნქციას, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს.

ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.

ვიტამინი B12 ხასიათდება იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული და ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. არეგულირებს არტერიულ წნევას, აღადგენს ნერვული უჯრედის სტრუქტურას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ააქტიურებს სისხლის შედედების პროცესებს,  ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას. 

ვიტამინი C  ხასიათდება ძლიერი აღმდგენი თვისებებით, კერძოდ, აღადგენს იმ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებელყოფს გარემომცველ ტოქსიკურ ნივთიერებებს. აუცილებელია კოლაგენის (სისხლძარღვთა კედლების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ერთერთი სტრუქტურული კომპონენტი) სინთეზისათვის, ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმების მონელებას და აძლიერებს პერისტალტიკას.

ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, კალციუმის შემაკავშირებელი ცილების სინთეზის სტიმულირებით ზრდის კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში. ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცული ცილების სინთეზის გაძლიერების გზით, ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის ხარჯზე. ზეგავლენას ახდენს ფარისებრი, პარათირეოიდული და სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე,  უზრუნველყოფს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.

ვიტამინი E ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიბერისაგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთების მუშაობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვკუნთოვანი გარსის ფორმირებაში.

ვიტამინი PP შედის უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებენ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას.

ფარმაკოკინეტიკა

სანოვიტის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების საერთო თვისებებით, ამიტომ არ არის შესაძლებელი კინეტიკური დაკვირვების ჩატარება. შეუძლეებლია ყველა კომპონენტი ერთდროულად იქნას გაკონტროლებული მარკერების ან ბიოკვლევების მეშვეობით.

 

გამოყენების ჩვენებები

- ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა;

- გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა;

- ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზაციისთვის;

- გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ;

- გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად.

 

მიღების წესი და დოზირება

სანოვიტი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სიროფის დოზირებისთვის გამოიყენება საზომი ჭიქა.

ბავშვებში:

 1-დან 3 წლამდე ასაკის - 5 მლ დღე-ღამეში;

 4-დან 10 წლამდე ასაკის - 10 მლ დღე-ღამეში.

მოზრდილებში:

 10-20 მლ დღე-ღამეში.

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ

 

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

განსაკუთრებული მითითებები

არ უნდა გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

შესაძლებელია შარდის შეფერადება ინტენსიურ ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

ალერგიული რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სანოვიტის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი წყდება ინდივიდუალურად.

 

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში (იხ. «მიღების წესი და დოზირება»).

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპას ეფექტურობას.

საფაღარათო სამკურნალო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი, და კოლესტირამინი ამცირებს A, D და E ვიტამინების შეწოვას.

ფტორურაცილი, ვინბლასტინი, ბლეომიცინი, ცისპლატინი არღვევენ ვიტამინების А, В1 და В6 ათვისებას.

პენიცილამინი, იზონიაზიდი ამცირებს B1 ვიტამინის ეფექტურობას მისი გამოყოფის გაძლიერების გზით.

იზონიაზიდი აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას.

ვიტამინი E აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, გლუკოკორტიკოსტერიოდებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს.

ასკორბინის მჟავა, რომელიც შედის სანოვიტის შემადგენლობაში, აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების ფარმაკოლოგიურ მოქმედებასა და გვერდით ეფექტებს.

არ არის რეკომენდებული სანოვიტის ერთდროული მიღება სხვა პოლივიტამინურ კომპლექსებთან, განსაკუთრებით პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს A და D ვიტამინებს, ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით.

 

ჭარბი დოზირება

დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას ნაჩვენებია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან გასათვალისწინებელია სანოვიტის შემადგენლობაში შემავალი ცხიმში ხსნადი ვიტამინების მაღალი დოზების შესაძლო ტოქსიკური ზემოქმედება ორგანიზმზე.

 

გამოშვების ფორმა

შიგნით მისაღები სიროფის 100 მლ ყვითელი მინის ბოთლში პოლიეთილენის თავსახურით.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე.ტიჯ.ა.შ.“, თურქეთი

(15 თემმუზ მახ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy