Betaserc - ბეტასერკი 24მგ 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 59,19 GEL რეგულარული ფასი 84,56 GEL
მარაგშია
SKU
29265_2298
გამოყენების ჩვენება მენიერის დაავადება / სინდრომი , რომელიც განისაზღვრება სამი ძირითადი სიმპტომებით : _ თავბრუსხვევა ( რომელსაც ახლავს გულისრევა / ღებინება ); _ სმენის დაქვეითება ( სმენის დაკლება ); _ ხმაურის შეგრძნება ყურებში . ვესტიბულ

 

სავაჭრო დასახელება : ბეტასერკი Ò

 

საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება : ბეტაჰისტინი .

 

სამკურნალწამლო ფორმა : ტაბლეტები .

 

ქიმიური დასახელება : 2_[2_( მეთილამინო ) ეთილ ] პირიდინ დიჰიდროქლორიდი .

 

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი 24 მგ

დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა _ 242,0 მგ   მანიტოლი _ 75,0 მგ ლიმონმჟავასმონოჰიდრატი _ 7,5 მგ, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი _ 7,5 მგ ტალკი _ 19,0 მგ

 

აღწერილობა :

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის , დაქანებული კიდეებით , მრგვალი ტაბლეტები ერთმხარეს ჭდით დაგრავირებით ,,289” ჭდის ორივე მხარეს და ნიშანი ,, S ”- ით , ნიშანი ,, ▼ ”- ის თავზე , ტაბლეტის მეორემხარეზე .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ჰისტამინის პრეპარატი .

 

ათქ კოდი : [ N07CA01 ].

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეტასერკის ( ბეტაჰისტინის ) მოქმედების მექანიზმი ცნობილი არ არის . ცხოველებზე ჩატარებულმაფარმაკოლოგიურმა გამოკვლევებმა   გამოამჟღავნა შიგნითა ყურის სისხლძარღვთა ქსელში სისხლისმიმოქცევის გაუმჯობესება , რაც შესაძლებელია ხდება შიგნითა ყურის პრეკაპილარული სფინქტერებისმიკროცირკულაციის მოდუნების ხარჯზე .

ფარმაკოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგინდა , რომ ბეტაჰისტინს გააჩნია ძალიან სუსტიმასტიმულირებელი ( აგონისტური ) ეფექტი H1 _ რეცეპტორებთან მიმართებაში და მძლავრიმაბლოკირებელი ( ანტაგონისტური ) ეფექტი H3 _ რეცეპტორებთან მიმართებაში ცენტრალურ დაავტონომიურ ნერვულ სისტემებში . გარდა ამისა დადგინდა , რომ ბეტაჰისტინს გააჩნიადოზადამოკიდებული მაინჰიბირებელი მოქმედება ვესტიბულურ ბირთვებში ლატერალური დამედიალური ნეირონების ელექტრულ აქტივობაზე ( კონტაქტების გენერაციაზე ). თუმცა , კვლევის ამშედეგის მნიშვნელობა მენიერის დაავადების თერაპიაში დღევანდელ დღემდე გაურკვეველი რჩება .

 

ფარმაკოკინეტიკა

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი სრულად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ . მისიმხოლოდ ერთი მეტაბოლიტი _ 2_ პირიდული ძმარმჟავა _ გამოიყოფა შარდთან ერთად .

 

გამოყენების ჩვენება

მენიერის დაავადება / სინდრომი , რომელიც განისაზღვრება სამი ძირითადი სიმპტომებით :   

_ თავბრუსხვევა ( რომელსაც ახლავს გულისრევა / ღებინება );

_ სმენის დაქვეითება ( სმენის დაკლება );

_ ხმაურის შეგრძნება ყურებში .

ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომატური მკურნალობა .

 

უკუჩვენება :

_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .

ეფექტურობისა და უსაფრთხოების არასაკმარისი მონაცემების გამო :

_ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი ;

_ 18 წლამდე ასაკი .

 

სიფრთხილით :

სიფრთხილით გამოიყენება იმ ავადმყოფების სამკურნალოდ , რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭისადა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები . ფეოქრომოციტომისა და ბრონქული ასთმის მქონეპაციენტები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ .

 

გამოყენების წესები და დოზები :

მიიღება შიგნით , ჭამის დროს .

პრეპარატის დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 24_48 მგ ბეტაჰისტინს დღეღამის განმავლობაში .

ბეტასერკი Ò 24 მგ _ მიიღება 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში .

 

დოზის შერჩევა ხორციელდება ინდივიდუალური მოთხოვნილებიდან და პაციენტის რეაქციიდანგამომდინარე . მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგჯერ აღინიშნება მკურნალობის კურსის დაწყებიდანრამოდენიმე კვირის შემდეგ . საუკეთესო შედეგი არც თუ იშვიათად აღინიშნება მხოლოდ რამოდენიმეთვის შემდეგ . არსებობს მონაცემები იმის შესახებ , რომ დროულად დაწყებული მკურნალობა ხელსუშლის დაავადების პროგრესირებას .

 

გვერდითი ეფექტები :

იმუნური სისტემის მხრივ : ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები , მათ შორის აღინიშნებოდა ანაფილაქსიურირეაქციები .

კუჭ _ ნაწლავის ტრაქტის მხრივ : რიგ შემთხვევებში აღინიშნებოდა მსუბუქი ტკივილების წარმოქმნაეპიგასტრალურ არეში . როგორც წესი , ამ მოვლენის თავიდან აცილება შეიძლება საკვებთან ერთადმიღებით ან დოზის შემცირებით .

კანისა და კანქვეშა _ ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ : ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამონაყარი , ქავილი ,ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება .

 

ჭარბი დოზირება :

სიმპტომები :

მიღებული იყო ცნობები ჭარბი დოზირების რამოდენიმე შემთხვევის შესახებ . უმეტეს შემთხვევაში ჭარბიდოზირება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ . ზოგიერთი პაციენტი უჩიოდა სუსტად და ზომიერადგამოხატულ სიმპტომებს პრეპარატის მიღებისას 200 მგ - ზე მეტი დოზით . არის მონაცემები კრუნჩხვებისგამოვლინების შესახებ 728 მგ დოზით მიღების დროს .

მკურნალობა :

სიმპტომატური თერაპია .

ჭარბი დოზირების ყველა შემთხვევაში მიღწეული იყო სრული გამოჯანმრთელება .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან :

ურთიერთქმედების ან შეუთავსებლობის შემთხვევები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულიმიღების დროს არ არის ცნობილი .

 

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე :

ბეტასერკი Ò არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილისა ან სხვა მექანიზმების და დაზგების მართვისუნარზე .

 

გამოშვების ფორმა :

ტაბლეტები 24 მგ ; 20 ტაბლეტი პვქ / პვდქ / ალ ბლისტერში , 1, 2, 3 ან 5 ბლისტერი გამოყენებისინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ან 25 ტაბლეტი პვქ / პვდქ / ალ ბლისტერშიბლისტერში , 1, 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

სია ბ .

შეინახეთ მშრალ ადგილას არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

შენახვის ვადა :

5 წელი . არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

გაიცემა რეცეპტით .

 

მწარმოებელი

სოლვეი ფარმაცევტიკალზი .

რუტ დე ბელვილი , მაიარი

01400, შატიონ სიუ შალარონი , საფრანგეთი .

 

 

პრეტენზიები ხარისხის შესახებ გააგზავნეთ მისამართზე :

შ . პ . ს . ,, სოლვეი ფარმა ”

119334, მოსკოვი , ვავილოვის ქუჩა , 24.

ტელ : +7 (495) 411 69 11

ფაქსი : +7 (495) 411 69 10

www. solvay-pharma.ru

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy