Eva Douche - ევა დუში გვირილა ვაგინალური 147მლ
ჩვენება: ევა დუში წარმოადგენს ხსნარს ინტრავაგინალური გამოყენებისათვის, სპეციალურად შექმნილი ფორმულა საშოს ეფექტური გამორეცხვისათვის.
ევა დუში გვირილა
ევა დუში წარმოადგენს ხსნარს ინტრავაგინალური გამოყენებისათვის, სპეციალურად შექმნილი ფორმულა საშოს ეფექტური გამორეცხვისათვის:
ამცირებს წვის, ქავილის და გაღიზიანების შეგრძნებას
არბილებს საშოს მშრალ და განლეულ ლორწოვანს
აღადგენს, ასუფთავებს და ეფექტურად აცილებს დაგროვებულ ვაგინალურ სეკრეტს და მენსტრუალური გამონადენის ნარჩენებს.
ევა დუში არ შეიცავს საპნებს, საღებავებს, გამღიზიანებლებსა და ალერგენებს. მისი მოქმედება სრულად ეფუძნება ბუნებრივ ინგრედიენტებს და არა ფარმაცევტულ ნივთიერებებსა და ჰორმონებს.
ევა დუში მზად არის გამოსაყენებლად, მოთავსებულია 147 მლ მოცულობის, გამჭვირვალე, დრეკად, ადვილად გამოყენებად ფლაკონში, რომელსაც გააჩნია სპეციალური დაბოლოება, რაც უზრუნველყოფს:
აპლიკაციის პროცესში მაქსიმალურ უსაფრთხოებას პაციენტისათვის
ხელახალი დაინფიცირების პრევენციას, რაც ხშირია მრავალჯერადი გამოყენების ხსნარების შემთხვევაში, განსაკუთრებით, ინფექციური მდგომარეობების დროს (მაგ. ვაგინალური სისხლდენა)
პათოგენური მიკროორგანიზმების აღმავალი გზით გავრცელების თავიდან აცილებას
გამოიყენება 1-2-ჯერ კვირაში (თუ არ აღინიშნება სპეციფიური გამომწვევის არსებობა ან რამე სხვა კლინიკური რჩევა)
ევა დუში ახდენს საშოს ბუნებრიც გასუფთავებას და უზრუნველყოფს ამ არის ეფექტურ ჰიგიენას.
გამოიყენება ყველა ასაკში. ევა დუში გვირილა - pH 4.2.
როდის უნდა გამოვიყენოთ ვაგინალური დუში?
როდესაც გრძნობთ საშოს სიმშრალეს
მსუბუქ გაღიზიანებას
მენსტრუაციის შემდგომ პერიოდში
სქესობრივი აქტის შემდეგ ჭარბი სეკრეტისა ან კონტრაცეპციული საშუალებების (გელი, კრემი) ნარჩენებისაგან გასათავისუფლებლად
უსიამოვნო სუნის გამომწვევი გამონადენის მოსაშორებლად
უბრალოდ, სისუფთავის შესანარჩუნებლად.
გამოყენების წესი:
პირველი ნაბიჯი - დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურ პოზიციაში მარცხენა ხელით ისე, რომ თქვენი დიდი და საჩვენებელი თითი მოათავსოთ სახურავის რგოლზე, შემდეგ მეორე ხელი დააჭირეთ სახურავის ბოლოს და მოტეხეთ დამცავი სარქველი
მეორე ნაბიჯი - ფრთხილად ამოწიეთ ვაგინალური აპლიკატორი ზემოთ, სანამ არ გაიგონებთ „გატკაცუნების“ ხმას და ფრთხილად მოუჭირეთ ფლაკონს, დარწმუნდით, რომ დამცავი სარქველი ნამდვილად გაღებულია.
თუ არა - აპლიკატორი ჩაწიეთ ფლაკონში და გაიმეორეთ პროცედურა
მესამე ნაბიჯი - მოდუნდით და აპლიკატორი მოათავსეთ საშოში (დაახლოებით 7.5 სმ-ზე) და გამორეცხვის შესასრულებლად ფლაკონს მოუჭირეთ ხელი პროცედურის დასრულებამდე.
შენიშვნა: თუ პროცედურის შემდეგ, ფლაკონში ხსნარის საკმაო რაოდენობა დარჩება, გამოიღეთ აპლიკატორი საშოდან და გაიმეორეთ გამორეცხვის პროცედურა ხსნარის ფლაკონის დაცლამდე.
პროცედურის ჩასატარებლად რეკომენდებული პოზიციაა:
მჯდომარე ტუალეტში
ფეხზე დგომა ან ჩაჯდომა აბაზანაში
მწარმოებელი:
ინტერმედ ს.ა. ფარმაცეუტიკალ ლაბორატორიეს
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account