Captopril BP - კაპტოპრილი BP 50მგ 100 ტაბლეტი

20,94 GEL
მარაგშია
SKU
87566_3427

ჩვენება:ჰიპერტენზია: მსუბუქი და ზომიერი ჰიპერტენზიის მართვა.

კაპტოპრილი ტაბლეტები BP 50 მგ

შემადგენლობა: 

ყოველი შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: 

კაპტოპრილი BP                  50 მგ 

დამხმარე ნივთიერებები   Q.S. 

ფარმაცევტული ფორმა: პერორალური ტაბლეტი

 კლინიკური მახასიათებლები 

თერაპიული ჩვენებები 

ჰიპერტენზია: მსუბუქი და ზომიერი ჰიპერტენზიის მართვა. მძიმე ჰიპერტენზიის დროს ის უნდა იქნას გამოყენებული როდესაც სტანდარტული თერაპია არაეფექტური ან შეუსაბამოა.

 გულის შეგუბებითი უკმარისობა: კაპტოპრილი ნაჩვენებია გულის შეგუბებითი უკმარისობის სამკურნალოდ. პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული დიურეტიკებთან და, საჭიროების შემთხვევაში, დიგიტალისთან და ბეტა-ბლოკერებთან ერთად.

 პაციენტებში, რომლებიც იღებენ 100 მგ-ზე მეტ დღიურ დოზას პლიუს ან მინუს დიურეტიკს, თირკმლის მძიმე უკმარისობით ან გულის მძიმე შეგუბებითი უკმარისობით, კაპტოპრილის გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. 

მიოკარდიუმის ინფარქტი: 

- მოკლევადიანი (4 კვირა) მკურნალობა: კაპტოპრილი ნაჩვენებია ნებისმიერ კლინიკურად სტაბილურ პაციენტში ინფარქტიდან პირველი 24 საათის ფარგლებში.

 - გულის სიმპტომური უკმარისობის გრძელვადიანი პრევენცია: კაპტოპრილი ნაჩვენებია ნებისმიერ კლინიკურად სტაბილურ პაციენტში ასიმპტომური მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (განდევნის ფრაქცია ≤ 40%) მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ცოცხლად გადარჩენის გასაუმჯობესებლად, გულის სიმპტომური უკმარისობის დაწყების გადასავადებლად, გულის უკმარისობის გამო  ჰოსპიტალიზაციების შესამცირებლად, და მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტისა და კორონარული რევასკულარიზაციის პროცედურების შესამცირებლად. 

თერაპიის დაწყებამდე გულის ფუნქცია უნდა შეფასდეს რადიონუკლიდური ვენტრიკულოგრაფიით ან ექოკარდიოგრაფიით.

 I ტიპის დიაბეტური ნეფროპათია: კაპტოპრილი ნაჩვენებია ინსულინდამოკიდებულ დიაბეტიან პაციენტებში მაკროპროტეინური დიაბეტური ნეფროპათიის  სამკურნალოდ (მიკროალბუმინურია 30 მგ-ზე მეტია დღეში). კაპტოპრილს შეუძლია თირკმლის დაავადების პროგრესირების პრევენცია და ასოცირებული კლინიკური მოვლენების მაგალითად, დიალიზის, თირკმლის ტრანსპლანტაციისა და სიკვდილის შემცირება. 

დოზირება და გამოყენების მეთოდი

 დოზირება

 დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად პაციენტის პროფილის და არტერიული წნევის პასუხის მიხედვით. რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზაა 150 მგ. 

კაპტოპრილის მიღება შესაძლებელია ჭამის წინ, განმავლობაში და მას შემდეგ. 

მოზრდილები 

ჰიპერტენზია: 

რეკომენდებული საწყისი დოზაა 25-50 მგ დღეში ორად გაყოფილ დოზებად. დოზა შეიძლება გაიზარდოს ეტაპობრივად, მინიმუმ 2 კვირიანი ინტერვალებით,  100-150 მგ/-მდე დღეში ორად დაყოფილ დოზებად, საჭიროებისამებრ, სამიზნე არტერიული წნევის მისაღწევად. კაპტოპრილის გამოყენება შესაძლებელია ცალკე ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად. დღეში ერთჯერ დოზირების რეჟიმი შეიძლება იყოს შესაბამისი, როდესაც ერთდროულად ემატება  ანტიჰიპერტენზიული  მედიკამენტები, როგორიცაა თიაზიდური დიურეტიკები. 

პაციენტებში ძლიერ აქტიური რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემით (ჰიპოვოლემია, რენოვასკულარული ჰიპერტენზია, გულის დეკომპენსაცია) სასურველია დაწყება ერთჯერადი დოზით 6.25 მგ ან 12.5 მგ. დოზირება შეიძლება ეტაპობრივად გაიზარდოს 50 მგ-მდე დღეში ერთ ან ორ დოზად და საჭიროების შემთხვევაში 100 მგ-მდე დღეში ერთ ან ორ დოზად. 

გულის შეგუბებითი უკმარისობა: სტანდარტული საწყისი დოზაა 6.25 მგ - 12.5 მგ დღეში ორჯერ ან სამჯერ (BID- TID). ტიტრაცია შემანარჩუნებელ დოზამდე (75 - 150 მგ დღეში) უნდა ჩატარდეს პაციენტის პასუხის, კლინიკური მდგომარეობისა და ტოლერანტობის საფუძველზე, მაქსიმუმ 150 მგ-მდე დღეში დაყოფილ დოზებად.

 მიოკარდიუმის ინფარქტი: 

- მოკლევადიანი მკურნალობა: 6.25 მგ სატესტო დოზა უნდა იქნას გამოყენებული, აქედან 2 საათის შემდეგ უნდა იქნას გამოყენებული 12.5 მგ, და 12 საათის შემდეგ 25 მგ დოზა. მომდევნო დღიდან კაპტოპრილი უნდა დაინიშნოს 100 მგ/დღეში დოზით, დღეში ორჯერ გამოყენებით 4 კვირის განმავლობაში, თუ ეს გამართლებულია არასასურველი ჰემოდინამიკური რეაქციების არარსებობით. 4 კვირიანი მკურნალობის ბოლოს პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი ეტაპის მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. 

 - ქრონიკული მკურნალობა: თუ კაპტოპრილით მკურნალობა არ დაწყებულა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, სავარაუდოა, რომ მკურნალობა უნდა დაიწყოს ინფარქტის შემდგომ მე-3 და მე-16 დღეებს შორის, როდესაც დადგება მკურნალობისათვის  აუცილებელი პირობები.  მკურნალობა უნდა დაიწყოს საავადმყოფოში მკაცრი (განსაკუთრებით არტერიული წნევის) მეთვალყურეობის ქვეშ 75 მგ დოზის მიღწევამდე. საწყისი დოზა უნდა იყოს დაბალი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ნორმალური ან დაბალი წნევა თერაპიის დაწყებისას. მკურნალობა უნდა დაიწყოს 6.25 მგ დოზით, რასაც მოჰყვება 12.5 მგ 3-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში და შემდეგ 25 მგ 3-ჯერ დღეში, თუ მიზანშეწონილია არასასურველი ჰემოდინამიკური რეაქციების არარსებობით. რეკომენდებული დოზა ეფექტური კარდიოპროტექციისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობაა 75-დან 150 მგ-მდე დღეში ორ ან სამ დოზად. სიმპტომური ჰიპოტენზიის შემთხვევაში, ისევე როგორც გულის უკმარისობისას, დიურეტიკების და/ან სხვა თანმხლები ვაზოდილატატორების დოზირება შეიძლება შემცირდეს კაპტოპრილის სტაბილური დოზის მისაღწევად. 

I ტიპის დიაბეტური ნეფროპათია: რეკომენდებული დოზაა 75-100 მგ დღეში დაყოფილ დოზებად. 

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

 თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება რეკომენდებული იყოს შემდეგი დღიური დოზა კაპტოპრილის კუმულაციის თავიდან აცილების მიზნით. 

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ/1,73 მ²) საწყისი დღიური  დოზა (მგ) მაქსიმალური დღიური  დოზა  (მგ)
>40 25-50 150
>40 25 10
10-20 12.5 75
<10 6.25 37.5

ხანდაზმულები

 ისევე, როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, მიზანშეწონილია თერაპიის დაწყება დაბალი საწყისი დოზით (6.25 მგ დღეში ორჯერ) ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება და სხვა ორგანოების დისფუნქცია. 

ბავშვები და მოზარდები 

საწყისი დოზა უნდა იყოს 0,3 მგ/კგ სხეულის წონაზე. პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები (თირკმლის დისფუნქციის მქონე ბავშვები, დღენაკლული ჩვილები, ახალშობილები და ჩვილები, რადგანაც მათი თირკმელების ფუნქცია არ არის იგივე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში) საწყისი დოზა უნდა იყოს მხოლოდ 0.15 მგ კაპტოპრილი/კგ წონაზე. ზოგადად, კაპტოპრილი გამოიყენება ბავშვებში 3-ჯერ დღეში, მაგრამ დოზა და დოზირების ინტერვალი ინდივიდუალურად უნდა იყოს ადაპტირებული პაციენტის პასუხის შესაბამისად.

გამოყენების მეთოდი 

პერორალური გამოყენებისათვის 

კაპტოპრილის მიღება შესაძლებელია ჭამის წინ, განმავლობაში და მას შემდეგ. 

უკუჩვენებები 

1. ჰიპერმგრძნობელობა კაპტოპრილის და სხვა აგფ-ინჰიბიტორების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. 

2. ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში  აგფ- ინჰიბიტორებით ადრინდელ მკურნალობაზე. 

3. მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება. 

4. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი. 

5. კაპტოპრილის  მყარი ტაბლეტების ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის  მქონე პაციენტებში (GFR (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე) < 60 მლ/წთ/1,73 მ²). 

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას 

ჰიპოტენზია: იშვიათად ჰიპოტენზია აღინიშნება გაურთულებელ ჰიპერტენზიულ პაციენტებში. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს აქვთ ჰიპოტენზიის უფრო მაღალი რისკი და რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზის მიღება აგფ- ინჰიბიტორით თერაპიის დაწყებისას. საჭიროა სიფრთხილე, როდესაც კაპტოპრილის ან დიურეტიკის დოზა იზრდება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ისევე, როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული საშუალების შემთხვევაში, არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ იშემიური გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადების მქონე  პაციენტებში შეიძლება გაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკი. თუ ჰიპოტენზია განვითარდა, პაციენტი უნდა იყოს მოთავსებული მწოლიარე მდგომარეობაში. შეიძლება საჭირო გახდეს მოცულობის შევსება ინტრავენურად ფიზიოლოგიური ხსნარით. 

ჩვილები, განსაკუთრებით ახალშობილები, შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ კაპტოპრილის არასასურველი ჰემოდინამიკური ეფექტების მიმართ. დაფიქსირებულია არტერიული წნევის ზედმეტი, გახანგრძლივებული და არაპროგნოზირებადი დაქვეითება და მასთან დაკავშირებული გართულებები, მათ შორის ოლიგურია და კრუნჩხვები. რენოვასკულარული ჰიპერტენზია: არსებობს ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის რისკი, როდესაც პაციენტებს აქვთ ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზი ან ერთი მოფუნქციონირე თირკმლის არტერიის სტენოზი აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას. თირკმლის ფუნქციის დაკარგვა შეიძლება მოხდეს შრატში კრეატინინის მსუბუქი ცვლილების დროსაც კი. ამ პაციენტებში თერაპია უნდა დაიწყოს ყურადღებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დაბალი დოზებით, ფრთხილად ტიტრაციით და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგით. 

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი ≤40 მლ/წთ), კაპტოპრილის საწყისი დოზა უნდა იყოს რეგულირებული პაციენტის კრეატინინის კლირენსის მიხედვით და შემდეგ მკურნალობაზე პაციენტის ფუნქციის პასუხის შესაბამისად. პაციენტის შეფასება უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის შეფასებას (კალიუმის და კრეატინინის მონიტორინგი) თერაპიის  დაწყებამდე და შემდგომ შესაბამისი ინტერვალებით. თირკმლის უკმარისობის მქონე  პაციენტებს როგორც წესი, არ უნდა მკურნალობდნენ კაპტოპრილით. 

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი / ობსტრუქციული ჰიპერტროპიული კარდიომიოპათია: კაპტოპრილის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული კარდიოგენური შოკისა და ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი ობსტრუქციის შემთხვევაში. 

ანგიონევროზული შეშუპება: კიდურების, სახის, ტუჩების, ლორწოვანი გარსების, ენის, ყიის ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ აგფ-ინჰიბიტორებით, კაპტოპრილის ჩათვლით. ასეთ შემთხვევებში კაპტოპრილის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო მონიტორინგი სიმპტომების სრული უკუგანვითარების უზრუნველსაყოფად პაციენტის გაწერამდე, თუმცა ანტიჰისტამინური პრეპარატები სასარგებლოა სიმპტომების შესამსუბუქებლად. ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც მოიცავს ენას, ყიას ან ხორხს, შესაძლოა იყოს ფატალური. სადაც ეს მოიცავს ენას, ყიას ან ხორხს, სავარაუდოდ გამოიწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული შესაბამისი თერაპია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანქვეშ ეპინეფრინს ხსნარს 1:1000 (0,3 მლ-დან 0,5 მლ-მდე) და/ან ზომებს სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველსაყოფად.   პაციენტმა უნდა იყოს ჰოსპიტალიზირებული და მასზე განხორციელდეს მეთვალყურეობა მინიმუმ 12-დან 24 საათამდე განმავლობაში და ის არ უნდა გაწერონ მანამ, სანამ სიმპტომები სრულად არ უკუგანვითარდება.

 ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება ასევე იშვიათად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ-ინჰიბიტორებით. ამ პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი (გულისრევის ან ღებინების თანხლებით ან მათ გარეშე); ზოგიერთ შემთხვევაში, არ აღინიშნებოდა წინმსწრები სახის ანგიონევროზული შეშუპება და C-1 ესტერაზას დონეები იყო ნორმალური. ანგიონევროზული შეშუპების დიაგნოზი დაისვა პროცედურების გამოყენებით, მათ შორის მუცლის ღრუს კტ სკანირებით, ან ულტრაბგერითი ან ქირურგიული ჩარევისას და სიმპტომები ალაგდა აგფ-ინჰიბიტორის შეწყვეტის შემდეგ. ნაწლავების ანგიონევროზული შეშუპება უნდა იყოს ჩართული იმ პაციენტების დიფერენციალურ დიაგნოზში, რომლებიც იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს და აღენიშნებათ  მუცლის ტკივილი.

ხველა: ხველა აღინიშნა აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებისას. დამახასიათებელია არაპროდუქტიული, პერსისტული ხველა, და ის ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. 

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა 

 არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) რისკს. ამიტომ არ არის რეკომენდებული აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით გამოწვეული RAAS-ის ორმაგი ბლოკადა. 

თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია აბსოლუტურად აუცილებელად ითვლება, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ყურადღებითა და  ხშირად მონიტორინგის ქვეშ. 

აგფ- ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში. 

ღვიძლის უკმარისობა: იშვიათად აგფ-ინჰიბიტორები ასოცირდება სინდრომთან, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით და პროგრესირებს ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე და (ზოგჯერ) სიკვდილამდე. აგფ-ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების გამოხატული მომატება, აგფ-ინჰიბიტორი უნდა შეწყდეს და ჩაუტარდეთ შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება. 

ჰიპერკალიემია: ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის ქვეშ არიან თირკმლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის მქონე  პაციენტები ან ისინი, ვინც ერთდროულად იყენებენ კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებს, კალიუმის დანამატებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს; ან პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ასოცირდებიან შრატში კალიუმის მომატებასთან (მაგ. ჰეპარინი). თუ ზემოაღნიშნული საშუალებების ერთდროულად გამოყენება მიზანშეწონილადაა მიჩნეული, რეკომენდებულია შრატში კალიუმის რეგულარული მონიტორინგი. 

ლითიუმი: ლითიუმისა და კაპტოპრილის კომბინაცია რეკომენდებული არ არის.

 პროტეინურია: პროტეინურია შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე  ან აგფ-ინჰიბიტორების შედარებით მაღალი დოზების მიმღებ პაციენტებში.  შარდში დღეში  1 გ-ზე მეტი საერთო ცილები დაფიქსირდა კაპტოპრილის მიმღები პაციენტების დაახლოებით 0.7%-ში.  ნეფროზული სინდრომი დაფიქსირდა პროტეინურიის მქონე პაციენტების დაახლოებით მეხუთედში. უმეტეს შემთხვევაში, პროტეინურია შემცირდა ან გაქრა ექვსი თვის განმავლობაში, იმის მიუხედავად, გაგრძელდა თუ არა კაპტოპრილის მიღება. თირკმლის ფუნქციის პარამეტრები, როგორიცაა BUN (სისხლის შარდოვანას აზოტი) და კრეატინინი, იშვიათად იცვლებოდა პროტეინურიის მქონე  პაციენტებში.

ადრინდელი დადგენილი თირკმელების დაავადების მქონე   პაციენტებში უნდა  შეფასდეს  შარდში  ცილა (ტესტ-ჩხირით დილის პირველ შარდზე) მკურნალობამდე და შემდგომ პერიოდულად.

 ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის დროს: იშვიათად  დაფიქსირდა სერიოზული სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ დესენსიბილიზაციური მკურნალობა ჰიმენოპტერას შხამით სხვა აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას. იმავე პაციენტებში ეს რეაქციები თავიდან იქნა აცილებული, როდესაც აგფ- ინჰიბიტორი დროებით შეწყდა, მაგრამ ისინი კვლავ გამოჩნდა გაუთვალისწინებელი  ხელახალი სინჯისას. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ- ინჰიბიტორებით, რომლებსაც უტარდებათ ასეთი დესენსიბილიზაციას პროცედურები. 

დიაბეტიანი პაციენტები: გლიკემიის დონეზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით მონიტორინგი დიაბეტიან პაციენტებში, რომლებსაც ადრე მკურნალობდნენ პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებით ან ინსულინით, კერძოდ აგფ-ინჰიბიტორით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. 

თირკმელების ფუნქცია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში: რამდენიმე, ძირითადად ადრე არსებული მძიმე თირკმლის დაავადების მქონე პაციენტს დასჭირდა მკურნალობის შეწყვეტა კრეატინინის პროგრესული მომატების გამო. 

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი: აგფ-ინჰიბიტორების, მათ შორის კაპტოპრილის მიმღებ  პაციენტებში აღინიშნა ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე და სხვა გამართულებული ფაქტორების არმქონე პაციენტებში ნეიტროპენია აღინიშნება იშვიათად.

ქირურგიული ოპერაცია/ანესთეზია: პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სერიოზული ოპერაცია, ან ანესთეზიის დროს იმ საშუალებებით, რომლებიც იწვევენ ჰიპოტენზიას, კაპტოპრილი დაბლოკავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას რენინის კომპენსატორული გამოყოფის შედეგად. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია, რომელიც შეიძლება იყოს კორეგირებული მოცულობის შევსებით.

 ლაქტოზა: კაპტოპრილის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპპ- ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

 ეთნიკური განსხვავებები: ისევე როგორც სხვა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, კაპტოპრილი, როგორც ჩანს, ნაკლებად ეფექტურია სისხლის წნევის დაქვეითების მხრივ შავკანიან ადამიანებში, არა-შავკანიანებთან შედარებით, შესაძლოა შავკანიან ჰიპერტენზიულ პოპულაციაში რენინის დაბალი მდგომარეობების უფრო მაღალი პრევალენტობის გამო. 

ორსულობა: აგფ-ინჰიბიტორების დაწყება არ შეიძლება ორსულობის დროს. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

დიურეტიკები: (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეტიკები): ადრინდელმა მკურნალობამ დიურეტიკების მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს მოცულობის შემცირება და ჰიპოტენზიის  რისკი კაპტოპრილით თერაპიის დაწყებისას. ჰიპოტენზიური ეფექტები შეიძლება შემცირდეს დიურეტიკების მიღების შეწყვეტით, მოცულობის ან მარილის მიღების გაზრდით ან თერაპიის კაპტოპრილის დაბალი დოზით დაწყებით. თუმცა, სპეციფიკურ კვლევებში არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლებს შორის ურთიერთქმედებები  ჰიდროქლორთიაზიდთან ან ფუროსემიდთან.  

კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები ან კალიუმის დანამატები: აგფ-ინჰიბიტორები ასუსტებენ დიურეტიკებით გამოწვეულ კალიუმის დაკარგვას. კალიუმის დამზოგველმა დიურეტიკებმა (ტრიამტერენი, ამილორიდი და სპირონოლაქტონი), კალიუმის შემცველმა მარილის შემცვლელებმა ან კალიუმის დანამატებმა შეიძლება გამოიწვიონ შრატში კალიუმის მნიშვნელოვანი მომატება. თუ ერთდროული გამოყენება ნაჩვენებია გამოვლენილი ჰიპოკალიემიაის გამო, ისინი უნდა იქნან გამოყენებული სიფრთხილით და შრატში კალიუმის ხშირი მონიტორინგით. 

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: კაპტოპრილი უსაფრთხოდ იქნა გამოყენებული ერთდროულად  სხვა ხშირად გამოყენებულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (მაგ. ბეტა-ბლოკერები და ხანგრძლივი მოქმედების კალციუმის არხების ბლოკერები). ამ საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კაპტოპრილის ჰიპოტენზიური ეფექტი. ნიტროგლიცერინით და სხვა ნიტრატებით ან სხვა ვაზოდილატატორებით (როგორიცაა მინოქსიდილი) მკურნალობა საჭიროა სიფრთხილით. 

ალფა-ბლოკერი საშუალებები: ალფა- ბლოკერი საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტები და გაზარდოს ორთოსტატიკული ჰიპოტენზიის რისკი. 

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა: კაპტოპრილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიზურ საშუალებებთან, ბეტა-ბლოკერებთან და/ან ნიტრატებთან მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში. 

ლითიუმი: შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მომატება და ტოქსიკურობა დაფიქსირდა ლითიუმისა და აგფ- ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისას. თიაზიდური დიურეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი და გააძლიეროს ლითიუმის ტოქსიკურობის აგფ-ინჰიბიტორებით უკვე  გაზრდილი რისკი. კაპტოპრილის გამოყენება ლითიუმთან ერთად არ არის რეკომენდებული, მაგრამ კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შრატში ლითიუმის დონის ყურადღებით მონიტორინგი.

 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: აღწერილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს-ები) (როგორიცაა ინდომეტაცინი, იბუპროფენი) და აგფ-ინჰიბიტორები ახდენენ ადიტიურ ეფექტს შრატში კალიუმის მომატებაზე, და ამავდროულად შეიძლება დააქვეითონ თირკმლის ფუნქცია. ეს ეფექტები, პრინციპში, შექცევადია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, როგორიცაა ხანდაზმული ან დეჰიდრატირებული პაციენტები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ქრონიკულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს აგფ-ინჰიბიტორის ანტიჰიპერტენზიულო ეფექტი. კლონიდინი: სავარაუდოა, რომ კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შეფერხდეს, როდესაც კლონიდინით ნამკურნალევი პაციენტები გადადიან კაპტოპრილზე. ალოპურინოლი, პროკაინამიდი, ციტოსტატიკური ან იმუნოსუპრესიული საშუალებები: აგფ- ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენიის გაზრდილი რისკი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელები გამოიყენება რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზებით. 

პრობენეციდი: კაპტოპრილის თირკმლის კლირენსი მცირდება პრობენეციდის არსებობისას. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოზური საშუალებები: აგფ -ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ გარკვეული ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ანტიფსიქოზური საშუალებების ჰიპოტენზიური ეფექტები. შესაძლოა განვითარდეს პოსტურალური ჰიპოტენზია. სიმპათომიმეტიკები: შეიძლება შეამცირონ აგფ -ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტები; პაციენტებზე უნდა განხორციელდეს  ყურადღებით მონიტორინგი. 

ანტიდიაბეტური საშუალებები: ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორებს, კაპტოპრილის ჩათვლით, შეუძლიათ გააძლიერონ ინსულინის და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების, მაგ.  სულფონილშარდოვანას სისხლში გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტები დიაბეტიან პაციენტებში.  თუ ეს ძალიან იშვიათი ურთიერთქმედება განვითარდება, შეიძლება აუცილებელი გახდეს ანტიდიაბეტურ პრეპარატის დოზის შემცირება აგფ-ინჰიბიტორებთან ერთდროული მკურნალობის დროს. 

კლინიკური ქიმია: კაპტოპრილმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის აცეტონზე ტესტის ცრუ დადებითი  შედეგი. 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია 

ორსულობა: 

აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრებში. ორსულობის დიაგნოზის დადგენისას აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია. ცნობილია, რომ აგფ-ინჰიბიტორების ზემოქმედება მეორე და რომ მესამე ტრიმესტრებში იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიკურობას (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალას გაძვალების შეფერხება) და ნეონატალური ტოქსიკურობა (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). ჩვილებზე, რომლების დედებმაც მიიღეს აგფ -ინჰიბიტორები, უნდა იყვნენ ყურადღებით დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის გამოსავლენად. 

ლაქტაცია: 

შეზღუდული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები აჩვენებს ძალიან დაბალ კონცენტრაციებს დედის რძეში, თუმცა ჩანს, რომ ეს კონცენტრაციები კლინიკურად არარელევანტურია, [პროდუქტის] გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდირებული დღენაკლული ჩვილებისთვის და მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში გულ-სისხლძარღვოვანი და თირკმელებზე ეფექტების ჰიპოთეზური რისკის გამო,  და ასევე რადგანაც არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება. 

გავლენა მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე 

ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებების შემთხვევაში, მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარი შეიძლება შემცირდეს, კერძოდ, მკურნალობის დასაწყისში, ან დოზირების მოდიფიცირებისას და ასევე ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას, მაგრამ ეს ეფექტები დამოკიდებულია ინდივიდის მგრძნობიარობაზე. 

არასასურველი ეფექტები

 სისხლის და ლიმფის მხრივი დარღვევები: 

ძალიან იშვიათი: ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, პანციტოპენია- განსაკუთრებით თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, ანემია (აპლასტიკური და ჰემოლიზური ანემიების ჩათვლით), თრომბოციტოპენია, ლიმფადენოპათია, ეოზინოფილია, აუტოიმუნური დაავადებები და/ან დადებითი ANA-ტიტრები. 

მეტაბოლიზმის და ნუტრიციული დარღვევები: 

იშვიათი: ანორექსია 

ძალიან იშვიათი: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია და ჰიპოგლიკემია

 ფსიქიატრიული დარღვევები:

 ხშირი: ძილის დარღვევები

 ძალიან იშვიათი: ცნობიერების აბნევა, დეპრესია. 

ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები: 

ხშირი: შექცევადი და თვით-უკუქცევადი გემოვნების დარღვევა და თავბრუსხვევა. 

არახშირი: პარესთეზია, თავის ტკივილი. 

იშვიათი: სომნოლენცია 

ძალიან იშვიათი: ცერებროვასკულური მოვლენები, ინსულტისა და სინკოპეს ჩათვლით. 

თვალის მხრივი დარღვევები: 

ძალიან იშვიათი: მხედველობის დაბინდვა

 გულის მხრივი დარღვევები: 

არახშირი: ტაქიკარდია ან ტაქიარითმია, სტენოკარდია, გულის ფრიალი.

 ძალიან იშვიათი: გულის გაჩერება, კარდიოგენური შოკი

 სისხლძარღვოვანი დარღვევები: 

არახშირი: ჰიპოტენზია, რეინოს სინდრომი, ალები, სიფერმკრთალე

 რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის მხრივი დარღვევები: 

ხშირი: მშრალი, გამაღიზიანებელი (არა-პროდუქტიული) ხველა და ქოშინი

 ძალიან იშვიათი: ბრონქოსპაზმი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია. 

კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები: 

ხშირი: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიუმში დისკომფორტი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე, პეპტიკური წყლული, დისპეფსია.

 იშვიათი: სტომატიტი/აფთოზური სტომატიტი, წვრილი ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება ძალიან იშვიათი: გლოსიტი, პანკრეატიტი. 

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: 

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის პათოლოგია, ქოლესტაზი, სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის ფერმენტის მომატება, სისხლში ბილირუბინის მომატება,  ტრანსამინაზების მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება. 

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივი დარღვევები: 

ხშირი: ქავილი გამონაყარით ან მის გარეშე, გამონაყარი, და ალოპეცია. 

არახშირი: ანგიონევროზული შეშუპება 

ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება, სტივენს ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტოსენსიტიურობა, ერითროდერმია, პემფიგოიდური რეაქციები და ექსფოლიაციური დერმატიტი. 

ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის მხრივი დარღვევები:

 ძალიან იშვიათი: მიალგია, ართრალგია. 

თირკმელებისა და შარდის მხრივი დარღვევები:

 იშვიათი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, პოლიურია, ოლიგურია, პოლაკიურია. 

ძალიან იშვიათი: ნეფროზული სინდრომი. 

რეპროდუქციული სისტემის და ძუძუს მხრივი დარღვევები: 

ძალიან იშვიათი: ერექციული დისფუნქცია, გინეკომასტია. 

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილზე: 

არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა, საერთო სისუსტე, ასთენია 

ძალიან იშვიათი: პირექსია 

დოზის გადაჭარბება 

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია მძიმე ჰიპოტენზია, შოკი, სტუპორი, ბრადიკარდია, ელექტროლიტური დარღვევები და თირკმლის უკმარისობა. 

ფარმაკოლოგიური თვისებები 

ფარმაკოდინამიკური თვისებები 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ- ინჰიბიტორები, მარტივი 

მოქმედების მექანიზმი

 კაპტოპრილი ბლოკავს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნას და ხელს უშლის ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების დეგრადაციას, რითაც ახდენს  ვაზოკონსტრიქციის ინჰიბირებას  და ხელს უწყობს სისტემურ ვაზოდილატაციას.  

ფარმაკოკინეტიკური თვისებები 

კაპტოპრილი არის პერორალურად აქტიური საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ბიოტრანსფორმაციას მოქმედებისათვის. საშუალო მინიმალური აბსორბცია დაახლოებით 75%-ია. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 60-90 წუთის ფარგლებში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების არსებობა ამცირებს აბსოპრბციას დაახლოებით 30-40%-ით. მოცირკულირე პრეპარატის დაახლოებით 25%-30% უკავშირდება პლაზმის ცილებს. სისხლში უცვლელი კაპტოპრილის ელიმინაციის აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს. აბსორბირებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიყოფა შარდში 24 საათის განმავლობაში; 40-50% არის შეუცვლელი პრეპარატი, ხოლო დანარჩენი არის არააქტიური დისულფიდური მეტაბოლიტები (კაპტოპრილის დისულფიდი და კაპტოპრილის ცისტეინის დისულფიდი). თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის კუმულაცია. ამიტომ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე  პაციენტებში უნდა შემცირდეს დოზა და/ან გახანგრძლივდეს დოზირების ინტერვალი. 

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კაპტოპრილი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს რაიმე მნიშვნელოვანი ოდენობით.

 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები 

კაპტოპრილზე  ორგანოგენეზის განმავლობაში ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რაიმე ტერატოგენული ეფექტი, მაგრამ კაპტოპრილმა გამოიწვია ნაყოფის ტოქსიკურობა რამდენიმე სახეობაში, მათ შორის ნაყოფის სიკვდილიანობა გვიან ორსულობის დროს, ზრდის შეფერხება და პოსტნატალური სიკვდილიანობა ვირთაგვებში. პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა სხვა სპეციფიკურ საფრთხე ადამიანებისთვის, უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკოლოგიის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენულობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე. 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).

ფარმაცევტული დეტალები 

შეუთავსებადობები

 არ გამოიყენება.

 გამოშვების ფორმა

 ალუმინი- პვქ  ბლისტერი

 შენახვის პირობები

 შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლის, სიცხისა და ნესტისაგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy