Nitolic - ნიტოლიკი სპრეი 50მლ
ჩვენებები:სამედიცინო საშუალება თავის დატილიანების სამკურნალოდ.
გამოყენების ინსტრუქცია
NITOLIC® მოსაშორებელი სავარცხლით– სამედიცინო საშუალება თავის დატილიანების (Pediculushumanus capitis) სამკურნალოდ.
ბავშვებში 2 წლის ასაკიდან და მოზრდილებში
როგორ მუშაობს
- ხოცავს ტილებს თავის ტილების განვითარების ყველა აქტიურ სტადიაში
- ხოცავს ტილების კვერცხებს (წილებს)
- აადვილებს ტილებისა და წილების ჩამოვარცხნას
გამოყენებამდე, ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია. ეფექტური მკურნალობისთვის, იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული მითითებებით:
შეინახეთ ეს ინსტრუქცია შემდგომი გამოყენებისთვის
გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ და იხელმძღვანელეთ ინსტრუქციაში გათვალისწინებული მითითებებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
სასარგებლო ინფორმაცია
თავის ტილებისა (Pediculushumanus capitis) და NITOLIC® სამედიცინო საშუალებასთან დაკავშირებით.
თავის ტილი პატარა (2,0-4,7 მმ-მდე), უფრთო მწერია, გაბრტყელებული პროფილით. თავის ტილი სხვადასხვა ფერისაა, ადამიანის თმის ფერიდან გამომდინარე. თავის ტილი ადამიანის სისხლით იკვებება დღეში რამდენჯერმე და ადამიანის თავის კანის თმიან ნაწილთან ახლოს ცხოვრობს. ტილი გადაადგილდება თმაზე მოჭიდებით, სამი წყვილი კლანჭისმაგვარი ფეხის მეშვეობით. ზრდასრული თავის ტილი სუნთქავს გულმკერდისა და მუცლის ზედაპირზე 7 წყვილად განლაგებული სასულების მეშვეობით.
NITOLIC® სწრაფად და თანაბრად ვრცელდება თავის კანზე და მჭიდროდ ფარავს ტილებს (O-ეფექტის ტექნოლოგია). ის ფარავს ტილების სასულეებს და ამრიგად სწრაფად ანადგურებს მათ.
100%-იანი ეფექტურობა თავის ტილებისა და წილების წინააღმდეგ მათი განვითარების ყველა სტადიაზე
თავის დატილიანების სამკურნალო სამედიცინო საშუალების ძირითადი მახასიათებელია სწრაფად და თანაბრად გავრცელება თავის კანსა და თმაზე, რომელიც O-ეფექტის® ტექნოლოგიით არის უზრუნველყოფილი.
ადამიანის თავის ტილი კვერცხებს (7-10 წილი დღეში) თავის კანთან ახლოს, თმის ძირებში დებს. (სიცოცხლის ციკლის განმავლობაში, მათ 300-მდე კვერცხის დადება შეუძლიათ). წილები მცირე ზომის (დაახლოებით 0.8 მმ) ყვითელ, მოწითალო ან მოყავისფრო ოვალურ წერტილებს ჰგავს, რომლებსაც ნაჭუჭზე სპეციალური სარქველი აქვს, საიდანაც ტილი იჩეკება.
დამტკიცებულია, რომ NITOLIC® 100%-ით ეფექტური საშუალებაა ტილების კვერცხების წინააღმდეგ, რომელიც იწვევს ახალგაზრდა ემბრიონის მოგუდვას და დეჰიდრატაციას და წყვეტს მის შემდგომ განვითარებას.
თავის ტილის სასიცოცხლო ციკლი
დღე 0 - კვერცხების დადება
7-8 დღე - ტილების გამოჩეკა
8-16 დღე - ტილების განვითარება (3 სტადია)
17-19 დღე - რეპროდუქცია
19-32 დღე - კვერცხების დადება
33-35 დღე სიცოცხლის ბუნებრივად დასრულება
კვერცხებს მდედრი დებს, თმის ძირებში, თავის კანის სიახლოვეს და ისინი მყარად არის მიმაგრებული თმაზე
თავის ტილის სასიცოცხლო ციკლი, დაახლოებით, 40 დღეს შეადგენს, თუმცა, ადამიანის თავის გარეთ ისინი 24-28 საათზე მეტ ხანს ვერ ცოცხლობენ.
NITOLIC®-ის მოსაშორებელი სავარცხელი დაგეხმარებათ მოაშოროთ ტილები და მათი კვერცხები (წილები) მკურნალობის შემდეგ.
თავის ტილების რეზისტენტობა და სამედიცინო საშუალება NITOLIC®
თავის ტილებს განუვითარდათ რეზისტენტობა (გამძლეობა) ტრადიციული ინსექტიციდური საშუალებების მიმართ, რომლებიც ტილების ფიზიოლოგიურ პროცესების დარღვევით მოქმედებენ. ეს თავის მხრივ იწვევს მკურნალობის არაეფექტურობას.
NITOLIC®-ის კონცეფცია ტილების სასუნთქი აპარატის მექანიკური დაბლოკვას ეფუძნება, რაც აღმოფხვრის ტილების რეზისტენტობის განვითარების შესაძლებლობას ამ კონკრეტული მკურნალობის მიმართ.
გამოყენების ინსტრუქცია და
მნიშვნელოვანი მინიშნებები:
ტილების მთლიანად მოშორებისა და ხელახალი დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრს, რომლებსაც დატილიანება აღენიშნებათ.
დატილიანების მკურნალობა უნდა მოხდეს კარგი განათების ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა გავრცელდეს თმის ძირებიდან თმის ბოლომდე. ეფექტური მკურნალობისთვის NITOLIC® საფუძვლიანად წაისვით თავის კანსა და თმაზე. თავდაპირველად - ყურების უკან, კეფაზე, კისერზე, შემდეგ კი - თმის ხაზის გარშემო.
1. გრძელი თმის შემთხვევაში, თმა ოთხ ნაწილად გაყავით - წინიდან უკან და ყურიდან ყურამდე.
2. წაისვით NITOLIC® მთლიანად, მშრალ თმაზე, თავის კანისა და თმის მთელ მოცულობაზე, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. პირველ რიგში, წაისვით ყურების უკან, კისრის უკანა მხარეს და თმის ხაზის გარშემო.
3. გაჟღინთეთ თმა და კანი NITOLIC®-ით, ისე რომ უზრუნველყოდ, ყველა ტილისა და წილი დაიფარვა.
4. წასმის შემდეგ, თავზე დაიფარეთ შხაპის ჩაჩი, 1 საათის განმავლობაში. (გაფრთხილება! იხელმძღვანელეთ მითითებებით და დაიცავით ექსპოზიციის დრო).
5. მოიხსენით შხაპის ჩაჩი და თმა შამპუნითა და წყლით დაიბანეთ.
6. ტილები და წილები თმიდან NITOLIC®-ის სავარცხლით მოიშორეთ.
დავარცხნის მითითებები:
გრძელი თმა ნაწილებად გაყავით და დაამაგრეთ თითოეული ნაწილი. თმის დიდი ნაწილიდან ასწიეთ პატარა ნაწილი, ისე რომ თავის კანი გამოჩნდეს. დაიწყეთ თმის ნაწილის გულდასმით დავარცხნა. NITOLIC®-ის სავარცხელი მჭიდროდ ჩამოუსვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე. თმის ნაწილი კვლავ მიამაგრეთ დავარცხნის დასრულების შემდეგ. გამორეცხეთ ტილები და წილები NITOLIC®-ის სავარცხლის კბილებიდან ქსოვილის დახმარებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
NITOLIC®-მა დაამტკიცა, რომ ამ საშუალების ერთხელ გამოყენება უზრუნველყოფს 100%-იან ეფექტურობას თავის ტილების აქტიური განვითარების ნებისმიერ სტადიაზე, წილების ჩათვლით, განმეორებითი მკურნალობის საჭიროების გარეშე.
დატილიანების გადადების ყველაზე გავრცელებული გზა იმ ადამიანთან კონტაქტია, ვინც უკვე დაინფიცირებულია. ამიტომ შესაძლებელია მოხდეს ხელახალი დატილიანება, მაგ., საბავშვო ბაღში ან სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ თმა რეგულარულად შეამოწმოთ, სულ მცირე კვირაში ერთჯერ.
NITOLIC® მოსაშორებელი სავარცხლით -- მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო საშუალებაა.
თავის ტილების საწინააღმდეგო სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, მოქმედების სპეციფიკური რეჟიმის წყალობით, ის აღმოფხვრის თავის ტილის რეზისტენტობის განვითარებას მკურნალობის მიმართ.
NITOLIC®-ით მკურნალობა იწვევს თავის ტილების კვერცხების (წილების) დეჰიდრატაციას, რაც მოჭერისას წკაპუნის ხმას გამოსცემს. მკურნალობის შემდეგ, კარგად ჩამოივარცხნეთ ტილის კვერცხები (წილები),.
ინფორმაცია წამლის გამოყენების შესახებ
გაფრთხილებები:
გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ, იხელმძღვანელეთ ინსტრუქციებში გათვალისწინებული მითითებებით.
ეცადეთ, რომ NITOLIC® არ მოგხვდეთ თვალში, პირის ღრუში, ცხვირში ან ყელში. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, 10-15 წუთის განმავლობაში ამოირეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
NITOLIC® შექმნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ წაისვათ ჭრილობაზე, წყლულზე ან გაღიზიანებულ კანზე.
NITOLIC®-ის გამოყენებამდე, მცირე რაოდენობით Nitolic® წაისვით ხელის გულზე არასასურველი რეაქციების შესამოწმებლად.
ბავშვების მკურნალობა ხორციელდება მხოლოდ მოზრდილის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
იატაკზე სამედიცინო საშუალების მოხვედრისას იატაკის ზედაპირი გახდება სრიალა. დაუყოვნებლივ მოწმინდეთ შხეფები.
ეს სამედიცინო საშუალება შეიძლება რეაქციაში შევიდეს თმის მოვლის ან შეღებვის გარკვეულ საშუალებებთან.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ NITOLIC®, თუ ალერგიული ხართ მის რომელიმე კომპონენტზე.
NITOLIC® არ წაისვათ ჭრილობაზე, წყლულზე ან გაღიზიანებულ კანზე.
NITOLIC® არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოვლენებს: კანის გაღიზიანებას, სიწითლესა და/ან შეშუპებას. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ NITOLIC®-ის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
სამედიცინო საშუალების დეტალები
შენახვის პირობები
NITOLIC® შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, 5°C-40°C ტემპერატურაზე. ცარიელი შეფუთვა გადააგდეთ.
შემადგენლობა:
ციკლომეტიკონი, პოლისორბატი 80, იზოპროპილ მირისტატი.
შეფუთვების ხელმისაწვდომი ზომები:
20 მლ, 25 მლ, 30 მლ, 50 მლ, 100 მლ, 150 მლ, 200 მლ, 250 მლ, 300 მლ, 500 მლ
*გარკვეულ ბაზრებზე, შესაძლოა, შეფუთვის ყველა ზომა ხელმისაწვდომი არ იყოს.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account