Indometacin - ინდომეტაცინი 25მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 3,04 GEL რეგულარული ფასი 3,20 GEL
მარაგშია
SKU
799_68

ჩვენება:რევმატოიდული პოლიართრიტი, ბეხტერევის დაავადება, ართრიტული დაზიანების სხვა ფორმები, სახსრების გარშემო ქსოვილების ანთებითი დაავადებები.

რას წარმოადგენს ინდომეტაცინ სოფარმა და რისთვის გამოიყენება
ინდომეტაცინი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული, ან ანტირევმატიული პრეპარატების ჯგუფს (აასს). აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მთავარ მექანიზმად ითვლება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთების პროცესში, ტკივილსა და ცხელებაში. 
ინდომეტაცინ სოფარმა გამოიყენება ხანმოკლე სიმპტომატური მკურნალობისათვის მწვავე და ქრონიკული ტკივილის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული იუველირული ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული მაანკილიზირებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრის და პოდაგრული ართრიტის შეტევა; ფსორიაზული ართრიტი; რეიტერის დაავადება; სახსრების მიმდებარე ქსოვილების დაავადებები: ტენდილიტები, ბურსიტები, ტენდობურსიტები, ტენდოვაგინიტები, ტკივილის სინდრომი და ანთება ტრავმის შემდეგ, მათ შორის სპორტსმენებში; დისკოპათია, პლექსიტები, რადიკულონევრიტები; დისმენორეა. 

ინდომეტაცინ სოფარმას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ინდომეტაცინ სოფარმა 
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
• თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აცეტილსალიცილის მჟავისადმი, ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი და თუ ისინი იწვევდნენ ასთმურ შეტევას (სუნთქვის გაძნელება), ალერგიული სურდო, ან ჭინჭრის ციება.
- თუ გაქვთ კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული და/ან წარსულში გქონდათ წყლული, ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- თუ წარსულში გქონდათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ჯგუფის სხვა პრეპარატებით გამოწვეული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
- თუ გაქვთ ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
- ორსულობის ბოლო სამი თვე და ძუძუთი კვება;
- 14 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმას გამოყენებისას
ინდომეტაცინი საჭიროა სიფრთხილით იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
• ინდომეტაცინმა შესაძლოა გამაღიზიანებელი მოქმედება მოახდინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში, გამაფრთხილებელი სიმპტომებით, ან მის გარეშე.
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებების განვითარების მომატებული რისკი აქვთ იმ პაციენტებს, რომლებსაც წარსულში ქონდათ წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას, მწეველებს.
• ასეთი გართულებების განვითარების მომატებული რისკი ასევე აქვთ პაციენტებს, რომლებიც ინდომეტაცინთან ერთად იღებენ კორტიკოსტეროიდებს (ჰორმონები) და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
• განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, როგორიცაა ულცეროზული (წყლულოვანი) კოლიტი და კრონის დაავადება.
• ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღება, როგორიცაა ინდომეტაცინ სოფარმა, დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის (თავის ტვინში სისხლჩაქცევა) განვითარების სუსტად გამოხატულ რისკთან. ამ რისკ ფაქტორებიდან ნებისმიერი მეტად სავარაუდოა მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას.
• თუ თქვენ გაქვთ გულის პრობლემები, გადაიტანეთ ინსულტი, ან ფიქრობთ, რომ გაქვთ მათი განვითარების საშიშროება (მაგ. გაქვთ მომატებული არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე, ან ხართ მწეველი), საჭიროა განიხილოთ მკურნალობის საკითხი თქვენს ექიმთან, ან ფარმაცევტთან.
• აუცილებელია პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა საკვები პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენის ყველა შემთხვევაში, ქრონიკული ალერგიული სურდოს, ქრონიკული სინუსიტის და/ან ცხვირის პოლიპების, ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. 
• ინდომეტაცინი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, თირკმლების შესაძლო დამატებითი დაზიანის გამო.
• ინდომეტაცინის გამოყენებამ პაციენტებში ფსიქიკური დარღვევებით, დეპრესიით, ეპილეფსიით, პარკინსონის დაავადებით, შესაძლოა გამოიწვიოს ძირითადი დაავადების გაუარესება. 
• პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევებით, სამკურნალო პრეპარატებით ხანგრძლივად მკურნალობისას, აუცილებელია შედედების მაჩვენებლების კონტროლი.
• ინდომეტაცინით მკურნალობამ, აასს-ს ჯგუფის სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, რაც მოითხოვს ღვიძლის ფერმენტების პერიოდულ კონტროლს.
• ინდომეტაცინმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები. მკურნალობა უნდა შეწყდეს კანის ჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე.
• ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის წნევის დამწევ საშუალებებს, დიურეტიკებს (შარდმდენები), გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალებებს. 
• ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შედეგად, სამკურნალო პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს აქტიური ანთების სიმპტომები, რაც პრეპარატის დანიშვნისას მოითხოვს ბაქტერიული ინფექციის არსებობის გამორიცხვას.  
• რეპროდუქციული ასაკის ქალებში სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, არის ფერტილობის (დაორსულების შესაძლებლობა) დათრგუნვის რისკი.    
• პაციენტებში ეპილეფსიის ან კრუნჩხვების ანამნეზით, ან მის გარეშე, ინდომეტაცინთან ერთად ქინოლონების (ციპროფლოქსაცინი) მიღებამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვეი იღებთ, ან მცირე ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ისეთს, რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ. 
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინდომეტაცინმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის აქტივობა, ან პირიქით, ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმა შეცვალოს მისი მოქმედება.

• ინდომეტაცინის სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა) და კორტიკოსტეროიდებთან (ჰორმონები) ერთად გამოყენებისას, იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების და ღვიძლის მხრივ.
• კუჭ-ნაწლავში ფატალური სისხხლჩაქცევის გამო, არ არის რეკომენდირებული დიფლუნიზალთან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) ერთად გამოყენება;
• ინდომეტაცინმა შეიძლება გაზარდოს დიგოქსინის (გამოიყენება გულის უკმარისობისას), ლითიუმის მარილების (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო), იმუნური სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო პრეპარატების (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი)  ტოქსიკურობა მათი ერთდროულად გამოყენებისას.
• ინდომეტაცინი, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, აქვეითებს დიურეტიკების (შარდმდენების) და არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატების მოქმედებას.
• პრობენეციდმა (პოდაგრის სამკურნალო) შესაძლოა გააძლიეროს ინდომეტაცინის ტოქსიკურობა.
• შედედების საწინააღმდეგო, ანტიაგრეგანტებთან და სეროტონინის უკუშებოჭვის სელექტიურ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, იზრდება წყლულების და სისხლჩაქცევების განვითარების რისკი.
• სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიულ (მაგ. ციპროფლოქსაცინი) სამკურნალო პრეპარატებს.
• ინდომეტაცინი არ ახდენს გავლენას დიაბეტის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე.

პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმას გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან
პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმათი მკურნალობისას არ გამოიყენოთ ალკოჰოლი, ან ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო პრეპარატები.    
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმას გამოყენება ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში) და ძუძუთი კვებისას, წინააღმდეგნაჩვენებია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
ყურებში ხმაურის, თავბრუსხვევის, ძილიანობის, სმენითი და მხედველობითი დარღვევების შესაძლო გამოვლინების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მანქანების ოპერატორებმა სიფრთხილით უნდა მიიღონ ინდომეტაცინ სოფარმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმას ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ
• ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ფეტვის სახამებელს, რომელიც მისაღებია ცელიაკიით დაავადებული პირებისათვის (გლუტეინური ენტეროპათია). პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ალერგია ხორბლის მიმართ (განსხვავებული ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
• ტაბლეტის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერების სახით შედის ლაქტოზა. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.
• სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შედის საღებავი E110, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ინდომეტაცინ სოფარმას მიღების წესი
ინდომეტაცინ სოფარმას ტაბლეტები მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, ჰკითხეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს თქვენი მკურნალი ექიმი.
მოზრდილები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ (1-2 ტაბლეტი) 2-4 ჯერ დღეღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზას ზრდიან 150 მგ-მდე დღეღამეში, გაყოფილი სამ მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ. ხანგრძლივი მკურნალობისას, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ.
პოდაგრა
პოდაგრის მწვავე შეტევის კუპირებისათვის, ინიშნება საწყისი დოზით 100 მგ, რის შემდეგაც იღებენ 50 მგ 3 ჯერ დღეში, ტკივილის შემცირებამდე.
არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ასეთ პაციენტებში არის გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი. რეკომენდირებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ხანმოკლე დროის განმავლობაში. საჭიროა პაციენტების დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარებაზე.
მიღების წესი და დოზები: ტაბლეტები მიიღეთ მთლიანად, საკვების მიღების შემდეგ, წყლის საკმაო რაოდენობის დაყოლებით.

პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმას დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს რჩევისთვის. შედარებით მაღალი დოზებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დარღვევა და დეზორიენტაცია. შედარებით მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პარესთეზიები და კრუნჩხვები.
მკურნალობა – სიმპტომატურია.

პრეპარატ ინდომეტაცინ სოფარმას მიღების გამოტოვების შემთხვევაში
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ უკვე დადგა 
შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებისამებრ, დავიწყებული დოზის 
გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ინდომეტაცინ სოფარმამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. წყლული, პერფორაცია, სისხლჩაქცევა აღინიშნება უპირატესად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე შემდეგნაირად განისაზღვრება:
ძალიან ხშირი (1-ზე მეტი 10 პაციენტზე), ხშირი (1-დან 10-მდე 100 პაციენტზე), არახშირი (1-დან 10-მდე 1000 პაციენტზე), იშვიათი (1-დან 10-მდე 10 000 პაციენტზე), ძალიან იშვიათი (1-ზე ნაკლები 10 000 პაციენტზე, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე არ შეიძლება შეფასება).

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირი: ლეიკოპენია (სისხლის წითელი უჯრედების რიცხვის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვის შემცირება სისხლდენების, ან სისხლჩაქცევების განვითარების მომატებული რისკით), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების რისკს), ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რიცხვის შემცირება, სისუსტე).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება), ასთმური შეტევები, ალერგიულ პაციენტებში ალერგიული (ანაფილაქსიური, ან ანაფილაქტოიდური) რეაქციები.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
არახშირი: სითხის შეკავება, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება), გლუკოზურია (შაქარი შარდში), ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია, დაღლილობა.
არახშირი: შფოთვა, კონცენტრაციის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა, პარესთეზიების ჩათვლით (დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება), დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანებადობა, პერიფერიული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვების ფუნქციის დარღვევა), მეხსიერების დარღვევა, ფსიქიკური რეაქციები.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
არახშირი: მხედველობის გაორება, ან დაბინდული მხედველობა.
დარღვევები ყურის მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
ძალიან იშვიათი: სმენის დარღვევა, შუილი ყურებში.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი: ტაქიკარდია (გახშირებული პულსი), სტენოკარდია (ტკივილი გულის არეში), პალპიტაციები (გულისცემა), არითმიები (გულის არასწორი რითმი), შეშუპებები.
ძალიან იშვიათი: გულის უკმარისობის დამძიმება, რაც დაკავშირებულია აასს-ს მიღებასთან. ისეთი სამკურნალ პრეპარატებს, როგორიცაა ინდომეტაცინ სოფარმა, აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტის, ან ინსულტის (თავის ტვინში სისხლჩაქცევის) განვითარების დაბალი რისკი.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
არახშირი: არტერიული წნევის მომატება, ან დაქვეითება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, დისპეფსია, შეკრულობა, მუცლის ტკივილი.
არახშირი: მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), მელენა (სისხლი განავალში), ჰემატემეზი (სისხლიანი ღებინება), წყლულოვანი სტომატიტი, წყლულოვანი კოლიტის გამწვავება (მსხვილი ნაწლავის დაავადება), კრონის დაავადება, არსებული წყლულის გამწვავება.
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომტანი გზების მხრივ
იშვიათი: ტოქსიკური ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე (ღვიძლის ანთება სიყვითლით ან მის გარეშე)
ძალიან იშვიათი: ფულმინანტური ჰეპატიტი (ღვიძლის სწრაფად მიმდინარე ანთება). 
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პეტექიები (წერტილოვანი სისხლჩაქცევები), ეკქიმოზები (უფრო მსხვილი სისხლჩაქცევები).
ძალიან იშვიათი: უფრო მძიმედ გამოხატული კანის რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, კვანძოვანი ერითემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). 
დარღვევები თირკმლების და შარდის გამომტანი გზების მხრივ
არახშირი: შარდში ცილის ან სისხლის არსებობა, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმელების ანთება), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლისმიერი დარღვევები (პაპილარული ნეკროლიზი). 
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის გარდამავალი მომატება.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ინდომეტაცინ სოფარმას შენახვის წესები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. 
არ გამოიყენოთ ინდომეტაცინ სოფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას. 

დამატებითი ინფორმაცია 
რას შეიცავს პრეპარატი ინდომეტაცინ სოფარმა
-  მოქმედი ნივთიერება: 25 მგ ინდომეტაცინი ერთ ტაბლეტში.
-  დამხმარე ნივთიერებები: 
ტაბლეტის ბირთვის შემადგენლობა: მონოჰიდრატების ლაქტოზები, ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), პოვიდონი K25, კრემნიუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: მეტაკრილის მჟავის ხსნარი და მეთილმეტაკრილატის სოპოლიმერი (1:1) ეუდრაგიტ L-12,5; მეტაკრილის მჯავის ხსნარი და მეთილმეტაკრილატის სოპოლიმერი (1:2) ეუდრაგიტ შ-12,5; დიბუთილფტალატი; დიეთილფტალატი; მაკროგოლი 400; მაკროგოლი 6000; აბუსალათინის ზეთი; ტალკი; ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171); საღებავი ევრობლენდ ყავისფერი E 110/E155, იზოპრპანოლი. 

როგორ გამოიყურება პრეპარატი ინდომეტაცინ სოფარმა და რას შეიცავს შეფუთვა
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები, დიამეტრით 7 მმ, ღია ყავისფერი, უსუნო.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი მყარ, უფერო, გამჭვირვალე პვქ აპკის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. 1 ბლისტერი მუყაოს ყუთში დანართ ფურცელთან ერთად. 

შენახვის ვადა: 5 წელი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy