Biflazym - ბიფლაზიმი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 30,60 GEL რეგულარული ფასი 32,21 GEL
მარაგშია
SKU
25273_1008

ჩვენება: ანთება და მისი თანმხლები ტკივილი, წარმოშობისა და ლოკალიზების მიუხედავად.

ბიფლაზიმი
Biflazym®

ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა

თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობა:
300 ერთ BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინი,
300 ერთ BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინი.

დამხმარე ნივთიერებები:

აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი, სეპისპერსი ცისფერი K1009.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბიფლაზიმი მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში გენეზის მიუხედავად, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორი ძლიერ მოქმედი პროტეოლიზური ფერმენტის სინერგიული მოქმედების წყალობით.
ბიფლაზიმის გასტრორეზისტენტული და ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები, მხოლოდ ნაწლავში შეწოვის შედეგად, უზრუნველყოფენ როგორც კარგ ამტანობას, ასევე მაღალ ეფექტურობას.

იხილეთ ბლოგი : ბიფლაზიმი — ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატი

ჩვენება

ანთება და მისი თანმხლები ტკივილი, წარმოშობისა და ლოკალიზების მიუხედავად, განსაკუთრებით:

ტრავმატოლოგიაში და ქირურგიაში:

პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
დაჭიმულობები, ჰემატომები, მოტეხილობებისა და პოსტოპერაციული შეშუპების შედეგები.

ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში:

ფარინგიტები, ლარინგიტები, სინუსიტები, ოტიტი, ევსტაქიიტები.

ოფთალმოლოგიაში:

თვალის ტრავმები, ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები და სისხლჩაქცევები მინისებურ სხეულში.

პულმონოლოგიაში:

ბრონქ-ფილტვის ტრაქტის ანთება და ტრაქეობრონქიტები.

სტომატოლოგიაში:

კბილის ამოღება, პერიოდონტის და ღრძილის ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები.

გინეკოლოგიაში:

მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, პერინეალური შეშუპება, მასტიტი.

ბიფლაზიმი ასევე აუმჯობესებს ანტიბიოტიკების დიფუზიას ანთებით ქსოვილში, განსაკუთრებით, ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოებში, ბრონქ-ფილტვის ტრაქტში და პირის ღრუში.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ტრიფსინის ან ქიმოტრიფსინის მიმართ.

გაფრთხილება
ინფექციების დროს უნდა მოხდეს ბიფლაზიმის ანტიბიოტიკებთან კომბინირება.

დოზები და გამოყენების წესი

მიიღება შიგნით, დაუღეჭავად, 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა

ბიფლაზიმი შემოგარსული ტაბლეტები, ორ ბლისტერში, თითო ბლისტერში 10 ტაბლეტი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ყველა სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ამეტრიფსი 30 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy