ქაფურის სპირტი 10% 50მლ.
ჩვენებები: ანტისეპტიკური, ადგილობრივ გამაღიზიანებელი მოქმედების მქონე საშუალება
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური, ადგილობრივ გამაღიზიანებელი მოქმედების მქონე საშუალება.
წამლის ფორმა: გარეგანი სპირტიანი ხსნარი.
შემადგენლობა:
ქაფურის სპირტი 10%.
ქაფური - 2გ, ეთილის სპირტი 70% - 100მლ-მდე.
აღწერა: უფერო, გამჭვირვალე სითხე ქაფურის სუნით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ქაფურის სპირტი ხასიათდება ადგილობრივ გამაღიზიანებელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკური მოქმედებით. აღიზიანებს მგძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, რეფლექტორულად აუმჯობესებს ორგანოებისა და ქსოვილების ტროფიკას.
ფარმაკოკინეტიკა: ქაფურის სპირტი კანის ზედაპირიდან შეწოვისას ნაწილობრივ იჟანგება, დაჟანგვის პროდუქტები უკავშირდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა თირკმელებით. პრეპარატის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით სასუნთქი და სანაღვლე გზებით.
ჩვენება: მიოზიტი, მიალგია, იშიაზი, ნაწოლების პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანად. ხსნარს შეიზელენ 2-3-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 7-10 დღე.
გვერდითი მოვლენები: ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება, ეგზემა, დერმატიტი. სიფრთხილით ინიშნება ბავშვთა ასაკში.
ჰიპერდოზირება: აგზნებადობა, ტაქიკარდია, კრუნჩხვები.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.
გამოშვების ფორმა: 50მლ ხსნარი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ან მინის ფლაკონებში;
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი - (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account