Iodinol - იოდინოლი 100მლ დავათი
იოდინოლი
DAVATI – საქართველო
წამლის ფორმა:
იოდინოლი 0,1% წყალხსნარი.
შემადგენლობა:
პრეპარატი წარმოადგენს წყალხსნარს, იოდი 0,1გ, კალიუმის იოდიდი 0,3გ, პოლივინილის სპირიტი 0,9გ, წყალი 100 მლ-მდე.
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს მუქი - მოლურჯო ფერის სითხეს, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ძირითად მოქმედ ნივთიერებას იოდინოლში წარმოადგენს მოლეკულური იოდი, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური თვისება, პოლივინილის სპირტი ანელებს იოდის გამოყოფას და ახანგრძლივებს მის მოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებთან. ამცირებს აგრეთვე ქსოვილზე იოდის გამაღიზიანებელ მოქმედებას. მეტწილად გამოხატულ ზეგავლენას რეზორბციული მოქმედებისას იოდის პრეპარატები ახდენენ ფარისებური ჯირკვლის ფუნქციაზე. იოდის პრეპარატების გავლენა ნივთიერებათა ცვლაზე გამოიხატება დისიმილაციის პროცესების გაძლიერებით.
ფარმაკოკინეტიკა:
კანთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტისას 30% გადადის იოდიდებში, დანარჩენი აქტიურ იოდში. ნაწილობრივ შეიწოვება. ადსორბციული ნაწილი აღწევს ქსოვილებში და ორგანოში. სელექტურად შთაინთქმება ფარისებრი ჯირკვლით. ძირითადად გამოყოფა ხდება თირკმლებით, ნაწლავებით, საოფლე და სარძევე ჯირკვლებით.
ჩვენება:
გარეგანი ხმარებისათვის ინფექციურ-ანთებითი პროცესის დროს დაზიანებული კანისათვის, ტრამებისა და ჭრილობების დროს ადგილობრივად გამოიყენება ქრონიკული ტონზილიტის, ჩირქოვანი ოტიტის, ქრონიკული პერიოდონტიტის, ჩირქოვანი ქირურგიული დაავადებებისას, ტროფიკული და წყულოვანი წყლულების დროს, თერმიული და ქიმიური დამწრობისას.
შიგნიდ მისაღებად: ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, სიფილისის მესამე სტადია.
მიღების წესები:
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატით ამუშავებენ კანის დაზიანებულ ადგილებს, ადგილობრივად გამოიყენება ნუშისებრი ჯირკვლების გამოსარეცხად 4 -5 პროცედურა, 2-3 დღის ინტერვალით. ხოლო ცხვირის ნესტოებისათვის 2-3 ჯერ კვირაში 2-3 თვის განმავლობაში. ყურში ჩასაწვეთებლად და გამოსარეცხად 2-3 კვირის განმავლობაში. ქირურგიულ პრაქტიკაში და დამწრობისას დაზიანებულ ადგილას იხმარება სითხეში დასველებული მარლის საფენები.
შიგნიდ მისაღებად დოზას განსაზღვავენ ინდივიდუალურად, პაციენტის ჩვენებისა და ასაკის მიხედვით.
უკუჩვენება:
იოდის მიმართ აწეული მგრძნობელობა. შიგნიდ მიღება- ფილტვების ტუპერკულოზის, ნეფრიტის, ნევროზის, ადენომის (მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის), ფურუნკულოზის, ქრონიკული პიოდერმიის, ორსულობისას, ბავშვებში 5 წლამდე.
სიფრთხილე:
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შიგნით მისაღებად ორსულობის დროს, ვიდრე დაიწყებდეთ პრეპარატის გამოყენებას კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
შეუთავსებელია ეთერზეთებთან, ნიშადურის ხსნარებთან, ტუტიან ან მჟავე არე, ცხიმისა და ჩირქის არსებობისას, სისხლში ასუსტებენ ანტისეპტიკურ აქტივობას.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია.
ჭარბი დოზირება:
ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს იოდიზმის მოვლენები.
გვერდითი მოვლენები:
გარეგანი გამიყენებისას, იშვიათად – კანის გაღიზიანება. ხანგრძლივი გამოყენებისას ჭრილობის ზედაპირზე _ იოდიზმი. შიგნით მიღებისას კანის ალერგიული რეაქციები, ტაქიკარდია, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, დიარეა, (40 წელს ზევით პაციენტებში.)
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა:
100 მლ 0,1% წყალხსნარი ხსნარი გაუმჭირვალე პლასტმასის ფლაკონებში.
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account