Clotrimazol - კლოტრიმაზოლი კრემი 1% 20გ ტუბი
ჩვენება: ტერფების, საზარდულის, სხეულის, თითებს შორის კანის მიკოზი, მათ შორის მეორადი ინფექციით გამოწვეული დერმატოფიტია.
კლოტრიმაზოლი აფლოფარმი
10მგ/გ,კრემი
კლოტრიმაზოლი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართში, ან ისე როგორც გეტყვით ექიმი ან ფარმაცევტი.
- შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.
- თუ აღნიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთლილი არ არის ამ ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
- თქვენ უნდა გაესაუბროთ ექიმს თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თუ 7 დღის შემდეგ თავს უფრო ცუდად გრძნობთ.
რა არის ამ ბროშურაში
1. რა არის კლოტრიმაზოლი აფლოფარმი და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეთ კლოტრიმაზოლი აფლოფარმის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ კლოტრიმაზოლი აფლოფარმი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება კლოტრიმაზოლი აფლოფარმი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1.რა არის კლოტრიმაზოლი აფლოფარმი და რისთვის გამოიყენება
კლოტრიმაზოლი აფლოფარმს აქვს კრემის ფორმა და განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის. ის შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კლოტრიმაზოლს, რომელიც ანადგურებს ინფექციის გამომწვევი სოკოების უმეტესობას, ადამიანებში.
მედიკამენტი მუშაობს უშუალოდ კანდიდას და დერმატოფიტების წინააღმდეგ - სოკოები, რომლებიც ზემოქმედებენ კანზე.
თერაპიული ჩვენებები
ადგილობრივი მკურნალობა:
- ტერფების, საზარდულის, სხეულის, თითებს შორის კანის მიკოზი, მათ შორის მეორადი ინფექციით გამოწვეული დერმატოფიტია (მაგ., ათლეტის tinea pedis) გამოწვეული დერმატოფიტებით;
- საფუარებით გამოწვეული კანისა და გარე სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები (სასირცხო ბაგეების, ასოს და ასოს თავის) (ასევე ეწოდება კანდიდიაზი);
- ნაირფერი პიტირიაზი.
იხილეთ ბლოგი: კლოტრიმაზოლი — როდის არ უნდა გამოვიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
2.რა უნდა იცოდეთ კლოტრიმაზოლი აფლოფარმის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კლოტრიმაზოლი აფლოფარმი
- თუ ხართ ალერგიული კლოტრიმაზოლის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადება;
- თუ იმყოფებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
- 11 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- ვაგინალურად ან თვალებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კლოტრიმაზოლი აფლოფარმის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც თრგუნავენ თქვენი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას (ე.წ. იმუნოსუპრესიული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება პაციენტებში ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ან მაგალითად, ატოპიური დერმატიტის დროს);
- თუ იტარებთ ქიმიოთერაპიას;
- თუ გაქვთ დიაბეტი;
- თუ გაქვთ აივ ინფექცია;
- თუ თქვენ ხართ ალერგიული იტრაკონაზოლის, ფლუკონაზოლის, კეტოკონაზოლის ან მიკონაზოლის მიმართ (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ).
სხვა მედიკამენტები და კლოტრიმაზოლი აფლოფარმი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახანს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები.
არ გამოიყენოთ კლოტრიმაზოლი აფლოფარმი ერთდროულად:
- პოლიენურ ანტიბიოტიკებთან (ნისტატინი და ნატამიცინი), რომლებიც გამოიყენება ადგილობრივად, რადგან კლოტრიმაზოლმა შეიძლება მოახდინოს მათი მოქმედების ინჰიბირებაა;
- ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან (ე.წ. სტეროიდები) ანთების სამკურნალოდ, რადგან მათ შეუძლიათ შეასუსტონ კლოტრიმაზოლის მოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ კლოტრიმაზოლი აფლოფარმი ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია ექიმის ზუსტი დანიშნულების საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი აზრით ეს აუცილებელია.
ქალებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, მედიკამენტის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ეს მედიკამენტი არ აფერხებს თქვენს მართვის ან მექანიზმებტან მუშაობის უნარს.
შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ბენზილის სპირტს,
ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი
მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქცია (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
ბენზილის სპირტი
ეს მედიკამენტი კრემის თითოეულ გრამში შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს.
ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ან მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანება.
3. როგორ გამოვიყენოთ კლოტრიმაზოლი აფლოფარმი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართში ან როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა
დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) წაისვით წამლის თხელი ფენა დაზიანებულ და მიმდებარე უბნებზე.
გამოყენების მეთოდი
ეს წამალი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მოხდეს კანის კარგად დაბანა და გამშრალება.
მკურნალობის ხანგრძლივობა
• კანის სოკოვანი ინფექციების მკურნალობა - უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 4 კვირა, დაავადების სიმპტომების შემცირების შემდეგაც. ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის განმეორება. დაავადების მწვავე სიმპტომები ქრება მედიკამენტების გამოყენების დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ.
• გარე სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციების მკურნალობა - უნდა გაგრძელდეს ერთიდან ორ კვირამდე.
თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან გაუმჯობესება არ შეიმჩნევა ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
ბავშვები და ხანდაზმულები
11 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებს (65 წელზე უფროსი ასაკის) მედიკამენტის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ თქვენ გამოიყენეთ მეტი კლოტრიმაზოლი აფლოფარმი ვიდრე სააჭირო იყო
კლოტრიმაზოლის ჭარბი დოზირების შემთხვევები ადამიანებში ცნობილი არ არის.
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ კლოტრიმაზოლი აფლოფარმის გამოყენება
განაგრძეთ წამლის გამოყენება შემდეგი დოზის გაზრდის გარეშე.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ კლოტრიმაზოლი აფლოფარმის გამოყენებას
ნუ შეწყვეტთ წამლის მიღებას მაშინაც კი თუ სიმპტომები გაქრა. მკურნალობის შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის დაბრუნება.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველაში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ გივითარდებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
- ჰიპერმგრძნობელობის გენერალიზებული რეაქცია (გამოიხატება გამონაყარით, სახის, პირის ღრუს ან ყელის ძლიერი შეშუპებით, რაც ართულებს სუნთქვას, მეტყველებას ან ყლაპვას; არტერიული წნევის დაქვეითება; ნელი ან სწრაფი პულსი; სიფერმკრთალე; მოუსვენრობა; ოფლიანობა; თავბრუსხვევა; გონების დაკარგვა; სუნთქვის და გულისცემის გაჩერება).
შეიძლება ასევე გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- ერითემა (კანის ძლიერი სიწითლე),
- გამონაყარი (წითელი ქავანა ლაქები კანზე),
- ჭინჭრის ციება (ღია ვარდისფერი, ქავანა ბუშტუკები კანზე),
- ადგილობრივი სიწითლე, ქავილი, მუწუკები, შეშუპება.
თუ ეს სიმპტომები განვითარდა, შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება და დაუკავშირდით ექიმს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ აღნიშნავთ გვერდით ეფექტებს, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეიძლება ასევე ეცნობოს პასუხისმგებელ პირს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. როგორ ინახება კლოტრიმაზოლი აფლოფარმი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადაა 28 დღე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ტუბზე და კოლოფზე. ვარგისობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
ნუ გადააგდებთ მედიკამენტებს გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კლოტრიმაზოლი აფლოფარმი
- მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა კლოტრიმაზოლი.
1 გ კრემი შეიცავს 10 მგ კლოტრიმაზოლს.
- სხვა ინგრედიენტები: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ცეტილპალმიტატი, ოქტილდოდეკანოლი, სორბიტანსტეარატი, პოლისორბატი 60, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
როგორ გამოიყურება კლოტრიმაზოლი აფლოფარმი და შეფუთვის შემადგენლობა
კლოტრიმაზოლი აფლოფარმი არის თეთრი კრემი.
მედიკამენტის შეფუთვა: ალუმინის ტუბი დამცავი მემბრანით, შიგნიდან დაფარული ეპოქსიდფენოლური ლაქით და მსპე პოლიეთილენისგან დამზადებული თეთრი თავსახურით, 20 გ კრემის შემცველობით, მუყაოს კოლოფში
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account