Anaspan - ანასპანი 10 მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,16 GEL რეგულარული ფასი 19,01 GEL
მარაგშია
SKU
10697_469

ჩვენება: საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების სპაზმური მდგომარეობები.

ანასპანი
(Hyoscine butylbromide)

შემადგენლობა

ანასპანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ჰიოსცინის N-ბუთილბრომიდის 10 მგ-ს. 
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

მოქმედების მექანიზმი

მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს შინაგანი ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების) გლუვ კუნთებზე სპაზმოლიზური მოქმედება, ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას. 
ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვერ ახდენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

იხილეთ ბლოგი: ანასპანი - სპაზმის საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალება

ფარმაკოკინეტიკა

პლაზმის ცილებს უკავშირდება მცირე რაოდენობით.
აქტიური ნივთიერება უმეტესი რაოდენობით აღინიშნება საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე გზებში, ღვიძლსა და თირკმლებში.  

ჩვენება

-    საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების სპაზმური მდგომარეობები (თირკმლის კოლიკა, ნაღვლის კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი);
-    სანაღვლე გზების სპაზმური დისკინეზია;
-    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში (კომპლექსურ თერაპიაში);
-    ალგოდისმენორეა.

უკუჩვენება

-    მომატებული მგრძნობელობა ჰიოსცინის ბუთილბრომიდის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
-    დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
-    წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
-    პილორუსის სტენოზი;
-    ტაქიარითმია;
-    მეგაკოლონი;
-    ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;
-    ფილტვების მწვავე უკმარისობა;
-    თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ნაწლავთა გაუვალობის, საშარდე გზების ობსტრუქციის (მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის არსებობისას) დროს, ასევე ტაქიარითმიისადმი (მათ შორის მოციმციმე არითმია) მიდრეკილებისას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა,  ახალშობილებში არასასურველი ეფექტის შემთხვევები აღწერილი არ არის.  

დოზის გადაჭარბება

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები თეორიული ხასიათისაა.
სიმპტომები: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედველობის გარდამავალი დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. შემდეგ ნაჩვენებია ქოლინომიმეტური საშუალებების გამოყენება. გლაუკომის შემთხვევაში ადგილობრივად ინიშნება პილოკარპინი. აუცილებლობისას ინიშნება 0.5-2.5 მგ ნეოსტიგმინი კუნთში ან ვენაში საინიექციოდ, სიმპტომური თერაპია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ანასპანი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგულ მოქმედებას. 
დოფამინის ანტაგონისტები ანასპანთან კომბინაციაში იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ორივე პრეპარატის მოქმედების შემცირებას.
ანასპანმა შესაძლებელია ბეტა-ადრენერგული საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია გააძლიეროს.  

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით - 10 მგ  (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში. 
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები

პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილიანობა, აკომოდაციის დარღვევა; 
შესაძლებელია - შარდის შეკავება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე ან სუნთქვის გაძნელება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 10 მგ; 20 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy