მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Exista-F - ექსისტა-Men 30 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 78,19 GEL რეგულარული ფასი 107,90 GEL
- Suspeo broncho - სუსპეო ბრონქო 200მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 19,88 GEL რეგულარული ფასი 28,09 GEL
- Apijelly C - აპიჯელი C 30 საწუწნი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 17,82 GEL რეგულარული ფასი 25,30 GEL
- Nebutamol - ნებუტამოლი საინჰალაციო 1მგ/მლ 2მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 8,21 GEL რეგულარული ფასი 11,40 GEL
- Glucogim - გლუკოგიმი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,68 GEL რეგულარული ფასი 38,45 GEL
- Ubichnon compositum ampullen - უბიქინონ კომპოზიტუმ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 24,15 GEL რეგულარული ფასი 33,54 GEL
- Choledevit - ქოლედევიტი 2000სე 60 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 34,40 GEL რეგულარული ფასი 43,00 GEL
- Neoton - ნეოტონი ფხვნილი 1გ და გამხსნელი 50მლ სისტემით 1 ცალიგანსაკუთრებული ფასი 85,68 GEL რეგულარული ფასი 119,00 GEL
- Modelam - მოდელამი წვეთები 50მლგანსაკუთრებული ფასი 31,07 GEL რეგულარული ფასი 43,15 GEL
- Cefavit - ცეფავიტი B-კომპლიტი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,63 GEL რეგულარული ფასი 38,38 GEL
- Shelsy - შელსი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 228.5მგ/5მლ 70მლგანსაკუთრებული ფასი 11,44 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
- Snup - სნუპი სპრეი 90მკგ/დოზა 15მლგანსაკუთრებული ფასი 6,52 GEL რეგულარული ფასი 8,15 GEL
- Hartovin - ჰარტოვინი ქოლინი და ვიტამინი B1 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 42,40 GEL რეგულარული ფასი 53,00 GEL
- Adelfan - ადელფანი T/T 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 13,86 GEL რეგულარული ფასი 19,25 GEL
- ACE-Full - აცე-ფულლ სიროფი 150მლგანსაკუთრებული ფასი 26,90 GEL რეგულარული ფასი 37,36 GEL
- Doradomega - დორადომეგა 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 32,68 GEL რეგულარული ფასი 45,39 GEL
- Kondrosamina - ქონდროსამინი MSM რაპიდი 15 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 32,13 GEL რეგულარული ფასი 44,62 GEL
- Almovitae - ალმოვიტ 12.5მგ 3 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 14,35 GEL რეგულარული ფასი 20,04 GEL
- Avamys - ავამისი 27.5მკგ/120 დოზა სპრეიგანსაკუთრებული ფასი 30,54 GEL რეგულარული ფასი 38,30 GEL
- Amelotex - ამელოტექსი 15მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 35,99 GEL რეგულარული ფასი 44,99 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account