მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ქსილოგელი - Xylogel საბავშვო ცხვირის გელი 0.5მგ/გ 10გგანსაკუთრებული ფასი 17,94 GEL რეგულარული ფასი 18,88 GEL
- რებიოტერი - Rebioter 30კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 42,80 GEL რეგულარული ფასი 45,05 GEL
- დიფუნგოფი - Difungof ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო ლაქი 4.5მგგანსაკუთრებული ფასი 42,70 GEL რეგულარული ფასი 44,95 GEL
- პაზურეკი - Pazurek ფრჩხილის კვნეტის საწინააღმდეგო ლაქი 10მლგანსაკუთრებული ფასი 27,98 GEL რეგულარული ფასი 29,45 GEL
- აკარისკაბი - Akariscab სპრეი 100 მლგანსაკუთრებული ფასი 47,90 GEL რეგულარული ფასი 50,42 GEL
- კერატო - Kerato ფორტე კრემი 100მლგანსაკუთრებული ფასი 47,90 GEL რეგულარული ფასი 50,42 GEL
- სილვეკი - Silvec 0.1% 30გგანსაკუთრებული ფასი 23,32 GEL რეგულარული ფასი 24,55 GEL
- ლუკორინი - Lukorin ორალური სპრეი 20მლგანსაკუთრებული ფასი 35,43 GEL რეგულარული ფასი 38,93 GEL
- ალეჰოთი - Allehot კრემი 100გგანსაკუთრებული ფასი 35,10 GEL რეგულარული ფასი 36,95 GEL
- მუფლექსინი - Mufleksin პლუსი 25/4მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 21,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- დერმოლი - Dermol მალამო 5მგ + 5მგ 20გგანსაკუთრებული ფასი 20,54 GEL რეგულარული ფასი 21,62 GEL
- ადეპრენალი - Adeprenal წვეთები 40მგ/მლ 15მლგანსაკუთრებული ფასი 65,00 GEL რეგულარული ფასი 68,42 GEL
- გენტამიცინ-აკოსი - Gentamicin-Acos მალამო 0.1% 15გგანსაკუთრებული ფასი 3,32 GEL რეგულარული ფასი 3,50 GEL
- მეტაფიქსი - Metafix სპრეი 50მკგ 120 დოზაგანსაკუთრებული ფასი 45,36 GEL რეგულარული ფასი 47,75 GEL
- ბროვინი - Brovine სიროფი 60მლგანსაკუთრებული ფასი 24,08 GEL რეგულარული ფასი 25,35 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account