მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
ბიოფენი - Biofen ექსტრა 10 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 15,07 GEL რეგულარული ფასი 19,20 GEL
Diabetic vitamins - ვიტამინები დიაბეტიანებისთვის 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 12,25 GEL რეგულარული ფასი 17,02 GEL
დეკო - Deco 2000 2000 სე 36 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 22,02 GEL რეგულარული ფასი 25,91 GEL
პრემიფიქსი - Premifix 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 54,46 GEL რეგულარული ფასი 68,08 GEL
კალციტრონი პლუსი - Calcitron Plus 90 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 32,40 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
კალციუმი+D3 - Calcium+D3 ფორთოხალი 120 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 32,40 GEL რეგულარული ფასი 40,50 GEL
ვიტამინი C - Vitamin C ფორთოხლით 20 შუშხუნა ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 5,76 GEL რეგულარული ფასი 8,00 GEL
კალციუმი+D3 ფორტე - Calcium+D3 Forte 60 ცალი საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 29,20 GEL რეგულარული ფასი 36,50 GEL
კალციუმი+D3 ფორტე - Calcium+D3 Forte 30 ცალი საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 16,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
ბონატეკი - Bonatek 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 23,05 GEL რეგულარული ფასი 27,12 GEL
კალციუმი+D3 - Calcium+D3 ფორთოხლის საღეჭი 30 ცალიგანსაკუთრებული ფასი 11,18 GEL რეგულარული ფასი 13,98 GEL
გოლდ რეი - Gold Ray კარდიო 7გ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 36,40 GEL რეგულარული ფასი 45,53 GEL
ვიტაგამა - Vitagamma D3 1000სე 50 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 14,21 GEL რეგულარული ფასი 17,76 GEL
ბენიკვიტი - Benikvit B 3მლ 5 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 23,08 GEL რეგულარული ფასი 27,15 GEL
კოკარნიტი - Cocarnit 3 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 40,22 GEL რეგულარული ფასი 48,98 GEL
ბენევრონი - Benevron B 3მლ 5 ცალი ამპულაგანსაკუთრებული ფასი 46,37 GEL რეგულარული ფასი 55,15 GEL
უნიკალკი - Unikalk D3 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 46,80 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
ბიოლანდი - Bioland CA+MG+Zn 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 27,20 GEL რეგულარული ფასი 32,00 GEL
სანდესპრი - Sundespri D3 4000სე N60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 48,53 GEL რეგულარული ფასი 67,40 GEL
მაგნეფემი - Magnefem Q N30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 27,20 GEL რეგულარული ფასი 32,00 GEL

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account