მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ვაზოსტენონი - Vasostenoon ამპ20მკგ/მლ 1მლN10განსაკუთრებული ფასი 341,96 GEL რეგულარული ფასი 399,95 GEL
- Toxivenol - ტოქსივენოლი 150\1.5მგ 3მლ 10 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 77,79 GEL რეგულარული ფასი 91,54 GEL
- Vasostenoon - ვაზოსტენონი 20მკგ/მლ 1მლ 20 ამპულაგანსაკუთრებული ფასი 731,36 GEL რეგულარული ფასი 799,65 GEL
- გინკორ ფორტე 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 24,68 GEL რეგულარული ფასი 27,42 GEL
- Venosmil - ვენოსმილი გელი 2% 60გგანსაკუთრებული ფასი 19,08 GEL რეგულარული ფასი 22,45 GEL
- VENODIOL - ვენოდიოლი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 30,60 GEL რეგულარული ფასი 36,86 GEL
- Troxerutin - ტროქსერუტინის 2% გელი 40გგანსაკუთრებული ფასი 6,66 GEL რეგულარული ფასი 7,40 GEL
- Detralex - დეტრალექსი 1000მგ 18 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 26,00 GEL რეგულარული ფასი 30,59 GEL
- ვენოპლანტი ენტეროსომა ტაბ. N20განსაკუთრებული ფასი 27,65 GEL რეგულარული ფასი 34,56 GEL
- TURBO GEL - ტურბო გელი 100მლგანსაკუთრებული ფასი 25,07 GEL რეგულარული ფასი 29,50 GEL
- Lioton 1000 gel - ლიოტონი 1000 ჟელე 100გგანსაკუთრებული ფასი 38,09 GEL რეგულარული ფასი 47,61 GEL
- Doxi-Hem - დოქსიჰემი 500მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 14,29 GEL რეგულარული ფასი 17,86 GEL
- Flebodia - ფლებოდია 600მგ 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 80,69 GEL რეგულარული ფასი 100,86 GEL
- Erbaven retard - ერბავენ რეტარდი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 68,99 GEL რეგულარული ფასი 81,17 GEL
- Lymphaveine - ლიმფავენი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 59,44 GEL რეგულარული ფასი 69,92 GEL
- თრომბოფლოუ კაფს. N60განსაკუთრებული ფასი 232,97 GEL რეგულარული ფასი 274,08 GEL
- Detralex - დეტრალექსი 1000მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 45,50 GEL რეგულარული ფასი 53,53 GEL
- LIFEN - ლაიფენი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 79,85 GEL რეგულარული ფასი 99,81 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account