Me Luna - მი ლუნა მენსტრუალური ჭიქა CLASSIC ბეიზ. გამჭვირვალე S
მენსტრუალური ჭიქა CLASSIC Basic გამჭვირვალე S
მენსტრუალური ჭიქა CLASSIC Basic გამჭვირვალე S
გამოყენება: Me Luna-ს მენსტრუალური ჭიქის მოსათავსებლად საჭიროა, ის ჯერ სათანადოდ მოიკეცოს რომელიმე ხერხით და ასე მიეცეს სასურველი და ოპტიმალური ფორმა. მოთავსდება იმგვარად, როგორც მომხმარებლისთვისაა მოსახერხებელი. გამოცვლა/დაცლა, როგორც წესი, საკმარისია დღეში 3-4-ჯერ. ჭიქა უნდა ამოვიღოთ მის ბოლოში არსებული მცირე ზომის სახელურით.
ჰიგიენა და დეზინფექცია: თავდაპირველ გამოყენებამდე აუცილებელია ჭიქის გასტერილება სპეციალური სასტერილიზაციო სითხით ან მარტივად, ცხელი/მდუღარე წყლით დამუშავებით - ე.წ. გამოხარშვით. გამოხარშვისას ჭიქა მინიმუმ 3 წუთი უნდა გააჩეროთ მდუღარე წყალში. ციკლის პერიოდში ჭიქის მოხმარებისას სასურველია ყოველი დაცლისას ჭიქა დამუშავდეს ინტიმური გელით და გაირეცხოს გამდინარე წყლით ან სპეციალური სითხით. წყალში უნდა გავავლოთ მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. აუცილებელია ჭიქის დეზინფექცია ყოველი ციკლის შემდგომ, შენახვამდე და ხელახალი მოხმარების წინ.
ზომა: მენსტრუალური ჭიქა არის რამდენიმე სახეობის - მასალის სიმყარისა და შემადგენლობის მიხედვით და რამდენიმე ზომის - ჭიქის მოცულობისა და დიამეტრის შესაბამისად.
სხვაობა სახეობებს შორის: CLASSIC - საშუალო სიმყარის, სტანდარტული არაალერგიული მასალა. SOFT - რბილი და ძალიან დრეკადი არაალერგიული მასალა. SPORT - მყარი, შედარებით რთულად დრეკადი არაალერგიული მასალა. დამჭერები: რგოლი, ღერო და ნახვრეტიანი სახელური.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account