ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lierac - ლიერაკი BODY დამატენიანებელი რძე 200 მლ 3791განსაკუთრებული ფასი 49,68 GEL რეგულარული ფასი 82,80 GEL
- Lea - ლეა ტანის კრემი არგანი 200 მლ 3281განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Ziaja - ზიაია მამკაცის შხაპ-გელი 300 მლ 23852განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სხეულის კრემი OLIVE 250 მლ 0215განსაკუთრებული ფასი 11,43 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Mizon - მიზონი შხაპ-გელი ალოე 800 მლ 68927განსაკუთრებული ფასი 20,50 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Lilien - ლილიენი შამპუნი თმის, წვერის და ტანის BLACK 4329განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- Ziaja - ზიაიახელის კრემი Ucuuba 5% 8206განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
- Naturalis - ნატურალისი ზღვის მარილი ლილია 1000გ. 8817განსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დამატენიანებელი რძე 500 მლ 3450განსაკუთრებული ფასი 40,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი გელი ფსორიაზისთვის 6259განსაკუთრებული ფასი 20,93 GEL რეგულარული ფასი 41,85 GEL
- Ziaja - ზიაია ხელის კრემი პანთენოლი 8453განსაკუთრებული ფასი 3,98 GEL რეგულარული ფასი 7,95 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის ტანის კარაქი + შხაპის საპონი 1123განსაკუთრებული ფასი 19,43 GEL რეგულარული ფასი 38,85 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე საპონი მწვანე ნუშის 150 გ.0271განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,01 GEL
- CD - სიდი ღრუბელი აბაზანის SPORT 3107განსაკუთრებული ფასი 4,16 GEL რეგულარული ფასი 5,55 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი კრემ-გელი სახისა და სხეულისთვის 537308განსაკუთრებული ფასი 33,45 GEL რეგულარული ფასი 66,90 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი მსუბუქი რძე 400 მლ 49615განსაკუთრებული ფასი 51,05 GEL რეგულარული ფასი 102,10 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account