სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Kool Beauty - ქულ ბიუთი თუთიის დამატენიანებელი 50 მლ 0026განსაკუთრებული ფასი 39,87 GEL რეგულარული ფასი 79,75 GEL
- SVR - ესვიერი XERIAL დამატენიანებელი გელ-კრემი 75 მლ 2696განსაკუთრებული ფასი 29,50 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
- გელ-კრემი Hydragenist 0945 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 73,45 GEL რეგულარული ფასი 113,00 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST გელი დამატენიანებელი 4682განსაკუთრებული ფასი 78,49 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Lierac - ლიერაკი ლიფტ ინტეგრალი გელ-კრემი 50 მლ 6297განსაკუთრებული ფასი 111,38 GEL რეგულარული ფასი 171,35 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სუავი გელი 40 მლ 0348განსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა რუბორილ ექსპერტ M სიწთლის საწინააღმდეგო კრემი 0006განსაკუთრებული ფასი 49,74 GEL რეგულარული ფასი 82,90 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Hydro გელ-კრემი 50 მლ 4532განსაკუთრებული ფასი 47,92 GEL რეგულარული ფასი 79,87 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium კრემ-გელი KERATO+ 30 მლ 5367განსაკუთრებული ფასი 37,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- გელ-კრემი 2148 Arnika მარტიდერმი - Martidermგანსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm Intensive გელ-კრემი 75 მლ 2656განსაკუთრებული ფასი 30,50 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- თინ დერმ PURE გელ-კრემი 30 მლ 1314 ისის ფარმა - Isis Pharmaგანსაკუთრებული ფასი 48,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სახის კრემ/გელი 50 მლ 0036განსაკუთრებული ფასი 17,48 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel დამატენიანებელი კრემ-გელი 50 მლ 0125განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი აკნეს კრემ-გელი 40 მლ 5716განსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Lirene - ლირენე გამაღიავებელი კრემ-გელი 2954განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio გელ-კრემი 40 მლ 7809განსაკუთრებული ფასი 38,00 GEL რეგულარული ფასი 76,00 GEL
- Lierac - ლიერაკი სუპრა რადიანსი გელ - კრემი ნაოჭების საწინააღმდეგო 3289განსაკუთრებული ფასი 112,87 GEL რეგულარული ფასი 173,65 GEL
- SVR - ესვიერი გამწმენდი კრემ-გელი SENSIFINE 4070განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Lierac - ლიერაკი სებოლოჟი მარეგულირებელი გელი 40 მლ 4613განსაკუთრებული ფასი 62,04 GEL რეგულარული ფასი 95,45 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account