სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ტუჩის ბალზამი SPF 50 1190 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- სახის კრემი ACID POWER 6334 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 7,43 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- ნაოჭების კრემი ღამის 3654 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- სახის კრემი ROSE LIFTING 7317 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 10,92 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- სახის შრატი ასაკობრივი FOLACIN 7546 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,93 GEL რეგულარული ფასი 19,85 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო დამატენიანებელი კონცენტრატი 0417 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 10,43 GEL რეგულარული ფასი 20,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი ინტენსიური დამატენიანებელი ფლუიდი 412615განსაკუთრებული ფასი 76,92 GEL რეგულარული ფასი 128,20 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის და თვალის გამწმენდი 400 მლ 3214განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის კრემი 588829განსაკუთრებული ფასი 84,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- Avene - ავენი ტუჩის ბალზამი 4 გ 3140განსაკუთრებული ფასი 19,60 GEL რეგულარული ფასი 28,00 GEL
- Vichy - ვიში მაკიაჟის მოსაშორებელი რძე 3*1 ინტეგრალი 1319144განსაკუთრებული ფასი 58,24 GEL რეგულარული ფასი 83,20 GEL
- Lirene - ლირენე სახის კრემი ჰიალურონით და ავოკადოთი 9151განსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის შრატი B5 ჰიალურონით 583626განსაკუთრებული ფასი 108,60 GEL რეგულარული ფასი 181,01 GEL
- Vichy - ვიში გელ-ბუსტერი მინერალ 89 543248განსაკუთრებული ფასი 78,25 GEL რეგულარული ფასი 111,78 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ემულსია 50 მლ 4888განსაკუთრებული ფასი 46,20 GEL რეგულარული ფასი 77,00 GEL
- Nuxe - ნუქსი სახის და ტანის გამწმენდი გელი reve de miel 400 მლ 4063განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სახის კრემ/გელი 50 მლ 0036განსაკუთრებული ფასი 20,97 GEL რეგულარული ფასი 34,95 GEL
- Vichy - ვიში მინერალ 89 შრატი 2908განსაკუთრებული ფასი 93,45 GEL რეგულარული ფასი 133,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის დამატენიანებელი მსუბუქი 40 მლ 4334განსაკუთრებული ფასი 40,29 GEL რეგულარული ფასი 80,58 GEL
- დღის კრემი Nuxeriance Ultra 6880 ნუქსი - Nuxeგანსაკუთრებული ფასი 113,40 GEL რეგულარული ფასი 189,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account