სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ შავი წერტილების პილინგის საფენი 5917განსაკუთრებული ფასი 6,07 GEL რეგულარული ფასი 8,67 GEL
- A'pieu - აპიუ მიცელარული წყალი 330 მლ 6874განსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Vita A გამამკვრივებელი ამპულა 30 მლ 0043განსაკუთრებული ფასი 52,50 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- SVR - ესვიერი ნაკრები SEBIA hydra დასაბანი კრემი 3495განსაკუთრებული ფასი 42,60 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- SVR - ესვიერი PALPEBRAL ბალმი 30 მლ 3327განსაკუთრებული ფასი 43,19 GEL რეგულარული ფასი 71,99 GEL
- SVR - ესვიერი HYDRA კრემი გაჯერებული 50 მლ 3297განსაკუთრებული ფასი 41,40 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- სიწითლის საწინააღმდეგო კონცენტრატი Ruboril Expert 9659 ისის ფარმა - ISIS PHARMAგანსაკუთრებული ფასი 34,79 GEL რეგულარული ფასი 69,59 GEL
- ნაჭრის ნიღაბი Jeju კამელია 5461 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- კოლაგენის ტუჩის ესენცია 3139 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 25,29 GEL რეგულარული ფასი 36,13 GEL
- ღამის ამპულა სტიკი Time Revolution 0431 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 77,00 GEL რეგულარული ფასი 92,00 GEL
- SVR - ესვიერი Densitium Rose კრემი 50 მლ 1958განსაკუთრებული ფასი 101,40 GEL რეგულარული ფასი 169,80 GEL
- Missha - მისშა CICA ალოე გელი 300 მლ 2021განსაკუთრებული ფასი 27,65 GEL რეგულარული ფასი 39,50 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok ალოე 99% გელი 2955განსაკუთრებული ფასი 34,30 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- პრო-კოლაგენი კრემი 50 მლ 2035 ესტედერმი - Esthedermგანსაკუთრებული ფასი 157,80 GEL რეგულარული ფასი 263,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account