სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- SVR - ესვიერი PHYSIO გელ-მუსი 200 მლ 3792განსაკუთრებული ფასი 27,06 GEL რეგულარული ფასი 45,11 GEL
- SVR - ესვიერი Sensifine ჰიდრა კრემი 40 მლ 1842განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 85,00 GEL
- SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 200 მლ 1910განსაკუთრებული ფასი 39,60 GEL რეგულარული ფასი 60,00 GEL
- Vichy - ვიში PT პილინგი სახის 75 მლ 8896განსაკუთრებული ფასი 59,90 GEL რეგულარული ფასი 119,81 GEL
- SVR - ესვიერი Physiopure მიცელარული ხსნარი 400 მლ 0255განსაკუთრებული ფასი 29,95 GEL რეგულარული ფასი 49,92 GEL
- SVR - ესვიერი Clairial კრემი SPF50+ 40 მლ 3037განსაკუთრებული ფასი 66,00 GEL რეგულარული ფასი 89,86 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peach ტუჩის სტიკი 0728განსაკუთრებული ფასი 29,45 GEL რეგულარული ფასი 42,07 GEL
- Esthederm - ესტედერმი ნაოჭების საწინააღმდეგო მზისგან დამცავი 50 მლ 2652განსაკუთრებული ფასი 72,45 GEL რეგულარული ფასი 144,90 GEL
- Lirene - ლირენე სახის შრატი Bubble 9410განსაკუთრებული ფასი 13,51 GEL რეგულარული ფასი 22,52 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი ორფაზიანი 7171განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 24,95 GEL
- Lirene - ლირენე კრემი დამატენიანებელი Opuntia 7201განსაკუთრებული ფასი 10,67 GEL რეგულარული ფასი 17,78 GEL
- Lirene - ლირენესახის კრემი Rejuven 7119განსაკუთრებული ფასი 17,37 GEL რეგულარული ფასი 28,95 GEL
- Lirene - ლირენე სახის დასაბანი გელი Bubble 9519განსაკუთრებული ფასი 10,13 GEL რეგულარული ფასი 16,89 GEL
- Lirene - ლირენე დამატენიანებელი კრემი ნუშის 1413განსაკუთრებული ფასი 11,37 GEL რეგულარული ფასი 18,95 GEL
- Missha - მისშა Super Aqua ამპულა ნიღაბი 4064განსაკუთრებული ფასი 10,52 GEL რეგულარული ფასი 15,03 GEL
- Missha - მისშა Artemisia გამწმენდი ქაფი 1873განსაკუთრებული ფასი 54,69 GEL რეგულარული ფასი 78,13 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი Time Revolution 5078განსაკუთრებული ფასი 8,75 GEL რეგულარული ფასი 12,50 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი დამამშვიდებელი 6617განსაკუთრებული ფასი 7,37 GEL რეგულარული ფასი 10,53 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte მწვანე ჩაის გამწმენდი ქაფი 6327განსაკუთრებული ფასი 21,70 GEL რეგულარული ფასი 31,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account