სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Payot - პაიო Supreme Jeunesse დღის კრემი 8397განსაკუთრებული ფასი 210,25 GEL რეგულარული ფასი 350,41 GEL
- Payot - პაიოMY PAYOT ღამის ნიღაბი 5463განსაკუთრებული ფასი 36,05 GEL რეგულარული ფასი 60,08 GEL
- Lierac - ლიერაკი HYDRAGENIST შრატი 30 მლ 4699განსაკუთრებული ფასი 73,25 GEL რეგულარული ფასი 112,70 GEL
- Algologie - ალგოლოჟი BAUME DU RIVAGE ღამის ბალზამი 50 მლ 9303განსაკუთრებული ფასი 62,50 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- Vichy - ვიში CS სახის ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი SPF50 5231განსაკუთრებული ფასი 68,70 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- SVR - ესვიერი ვიტამინ C შრატი 30 მლ 0401განსაკუთრებული ფასი 88,80 GEL რეგულარული ფასი 148,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი HYDRA ECUME მიცელარული წყალი 400 მლ 9340განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი HYDRA ECUME ტონერი 400 მლ 9364განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- Lierac - ლიერაკი სახის ლოსიონი 200 მლ 1247განსაკუთრებული ფასი 60,45 GEL რეგულარული ფასი 93,00 GEL
- Lierac - ლიერაკი როზილოჯი კონცენტრატი 30 მლ 2992განსაკუთრებული ფასი 78,49 GEL რეგულარული ფასი 120,75 GEL
- Lierac - ლიერაკი სებოლოჟი კერატო ხსნარი 4576განსაკუთრებული ფასი 56,81 GEL რეგულარული ფასი 87,40 GEL
- Lierac - ლიერაკი სუპრა რადიანს ნაოჭების შრატი 6259განსაკუთრებული ფასი 127,82 GEL რეგულარული ფასი 196,65 GEL
- Lierac - ლიერაკი ლიფტ ინტეგრალი გელ-კრემი 50 მლ 6297განსაკუთრებული ფასი 111,38 GEL რეგულარული ფასი 171,35 GEL
- Nuxe - ნუქსი აქუაბელა სახის ლოსიონი 200 მლ 4871განსაკუთრებული ფასი 42,25 GEL რეგულარული ფასი 65,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი VAGUES დამატენიანებელი გელ-სორბეტი 50 მლ 9822განსაკუთრებული ფასი 38,00 GEL რეგულარული ფასი 76,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი DUNES სახის შრატი 30 მლ 9990განსაკუთრებული ფასი 47,50 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
- რეტინოლის შრატი 8099 Lisse პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 96,33 GEL რეგულარული ფასი 160,55 GEL
- ნაკრები Promo/Rituel 0825 პაიო - Payotგანსაკუთრებული ფასი 106,80 GEL რეგულარული ფასი 178,00 GEL
- Vichy - ვიში ლიფტაქტივი ანტიპიგმენტური შრატი 4905განსაკუთრებული ფასი 145,80 GEL რეგულარული ფასი 243,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ანთელიოსი სახის და ტანის ლოსიონი 250 მლ 1116განსაკუთრებული ფასი 68,70 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account