სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Tonymoly - ტონიმოლი Floria ქაფი 150 მლ 6616განსაკუთრებული ფასი 42,82 GEL რეგულარული ფასი 85,63 GEL
- Missha - მისშაTime Revolution ესენცია Energy 2238განსაკუთრებული ფასი 73,11 GEL რეგულარული ფასი 146,22 GEL
- SVR - ესვიერი Densitium კრემი 50 მლ 1941განსაკუთრებული ფასი 84,90 GEL რეგულარული ფასი 169,80 GEL
- სახის ემულსია Secalia 40 მლ 1109 ისის ფარმა - ISIS PHARMAგანსაკუთრებული ფასი 32,99 GEL რეგულარული ფასი 65,99 GEL
- ტონერი Hyalugen 130 მლ 5515 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- ღამის ნიღაბი შიის კარაქი 1862 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 3,50 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Ziaja - ზიაია თეთრი ვაზელინი 16809განსაკუთრებული ფასი 3,93 GEL რეგულარული ფასი 7,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი სახის და თვალის გამწმენდი 400 მლ 3214განსაკუთრებული ფასი 25,63 GEL რეგულარული ფასი 64,08 GEL
- Uriage - ურიაჟი თერმული წყალი 150 მლ სპრეი 0515განსაკუთრებული ფასი 17,22 GEL რეგულარული ფასი 34,45 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Floria ტონერი 150 მლ 1859განსაკუთრებული ფასი 38,89 GEL რეგულარული ფასი 77,78 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი CICALUR 2675განსაკუთრებული ფასი 3,50 GEL რეგულარული ფასი 7,00 GEL
- Martiderm - მარტიდერმი THE ORIGINALS Proteos ჰიდრა SP 10 ამპულა 5150განსაკუთრებული ფასი 32,80 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- A'pieu - აპიუ MILK ნაჭრის ნიღაბი მწვანე ჩაი 0278განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ MILK ნაჭრის ნიღაბი ქოქოსი 0292განსაკუთრებული ფასი 3,75 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი ფლუიდი 8828განსაკუთრებული ფასი 37,60 GEL რეგულარული ფასი 94,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account