სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Vichy - ვიში ნეოვადიოლი Revitalizing ღამის კრემი 4086განსაკუთრებული ფასი 130,15 GEL რეგულარული ფასი 216,92 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი დასაბანი გელი 400 მლ 1991განსაკუთრებული ფასი 65,22 GEL რეგულარული ფასი 108,70 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ანთელიოსი სახის და ტანის ლოსიონი 250 მლ 1116განსაკუთრებული ფასი 57,25 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა თინ დერმ PURE გელი 30 მლ 5492განსაკუთრებული ფასი 40,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Missha - მისშა Creamy Latte დასაბანი ქაფი მარწყვი 4690განსაკუთრებული ფასი 25,20 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Missha - მისშა Artemisia დამატენიანებელი კრემი 50 მლ 1842განსაკუთრებული ფასი 87,50 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- Mizon - მიზონი Good Bye Blemish spot სამკურნალო 19 მლ 3399განსაკუთრებული ფასი 31,58 GEL რეგულარული ფასი 45,11 GEL
- Mizon - მიზონი კოლაგენის ლიფტინგ კრემი 35 მლ 4068განსაკუთრებული ფასი 37,20 GEL რეგულარული ფასი 53,15 GEL
- Missha - მისშა Time Revolution 2X კრემი 50 მლ 2528განსაკუთრებული ფასი 105,00 GEL რეგულარული ფასი 150,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის შრატი INTENSIVE SPIRULINE 30 მლ 4083განსაკუთრებული ფასი 83,10 GEL რეგულარული ფასი 138,50 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის კრემი ჰიალურონი HYALURONIC 4021განსაკუთრებული ფასი 120,60 GEL რეგულარული ფასი 201,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account