სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ FRESH სახის ნიღაბი პილინგი 3366განსაკუთრებული ფასი 7,95 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი ღამის ნიღაბი 1443განსაკუთრებული ფასი 27,45 GEL რეგულარული ფასი 54,90 GEL
- Mizon - მიზონი დამატენიანებელი დასაბანი ზეთი 150 მლ 4099განსაკუთრებული ფასი 42,43 GEL რეგულარული ფასი 84,86 GEL
- Mizon - მიზონი BUBLE ნიღაბი 25 გ 4198განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Embryolisse - ემბრიოლისი სახის გამწმენდი კრემ-ქაფი 200 მლ 0264განსაკუთრებული ფასი 27,62 GEL რეგულარული ფასი 42,48 GEL
- Teaology - თიოლოჯი Tea Glow ამქერცლავი სახის ლოსიონი 150 მლ 0513განსაკუთრებული ფასი 40,01 GEL რეგულარული ფასი 66,68 GEL
- Missha - მისშა გამწმენდი ქაფი Cicadin 250 მლ 6210განსაკუთრებული ფასი 31,00 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok გამწმენდი წყალი 300 მლ 9445განსაკუთრებული ფასი 28,77 GEL რეგულარული ფასი 57,54 GEL
- Nuxe - ნუქსი გამწმენდი მიცელარული სითხე 200 მლ 2043განსაკუთრებული ფასი 37,26 GEL რეგულარული ფასი 62,10 GEL
- Algologie - ალგოლოჟი HYDRA ECUME ექსფოლიანტი 45 გ 0831განსაკუთრებული ფასი 35,50 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- Algologie - ალგოლოჟი DUNES გამწმენდი ნიღაბი 50 მლ 0800განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Lirene - ლირენე პილინგი MANGO 8133განსაკუთრებული ფასი 14,43 GEL რეგულარული ფასი 28,85 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი მიცელარული წყალი 200 მლ 3924განსაკუთრებული ფასი 20,83 GEL რეგულარული ფასი 52,08 GEL
- Mizon - მიზონი დასაბანი ზეთი Firming 150 მლ 4105განსაკუთრებული ფასი 42,43 GEL რეგულარული ფასი 84,86 GEL
- Essence - ესენსი Ice Cream ტუჩის სკრაბი 01 1012განსაკუთრებული ფასი 7,20 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- SVR - ესვიერი Sebia გელი Reach 400 მლ 3587განსაკუთრებული ფასი 73,50 GEL რეგულარული ფასი 147,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი დასაბანი გელი 400 მლ 8289განსაკუთრებული ფასი 62,93 GEL რეგულარული ფასი 125,86 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account