სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა CICA დასაბანი ქაფი 150 მლ 6197განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- Missha - მისშა Bee Pollen ამპულა ნიღაბი 4071განსაკუთრებული ფასი 9,02 GEL რეგულარული ფასი 18,03 GEL
- მისტი Hyalugen 100 მლ 5560 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 54,00 GEL
- ტონერი Hyalugen 130 მლ 5515 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- მარგალიტის გელ-ნიღაბი Hyalugen 5553 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 6,50 GEL რეგულარული ფასი 13,00 GEL
- სახის კრემი Kalamansi 50 მლ 0876 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- ამპულა კრემი Bee Pollen 55725 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 52,50 GEL რეგულარული ფასი 105,00 GEL
- ლოკალური შრატი Tea Tree 8 მლ 4254 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 14,00 GEL რეგულარული ფასი 28,00 GEL
- გამწმენდი ქაფი Tea Tree 200 მლ 4278 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- გელ-კრემი Tea Tree 60 მლ 4292 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 19,00 GEL რეგულარული ფასი 38,00 GEL
- კოლაგენის ლიფტინგ ტონერი 120 მლ 4594 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- გამწმენდი ქაფი 200 მლ 8696 აპიუ - A'pieuგანსაკუთრებული ფასი 27,25 GEL რეგულარული ფასი 54,50 GEL
- კრემი Super Panthenol 50 მლ 0361 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 62,50 GEL რეგულარული ფასი 125,00 GEL
- შრატი Bio Correcting Astasome 50 მლ 8089 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 59,15 GEL რეგულარული ფასი 84,50 GEL
- გამწმენდი ქაფი CICAA 150 გ 1004 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- ლოკალური პაჩი CICAA 99ც 0977 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- შრატი CICAA 30 მლ 0496 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 48,65 GEL რეგულარული ფასი 69,50 GEL
- დნობადი ფირფიტები Glutathione 10 ც 0625 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 90,30 GEL რეგულარული ფასი 129,00 GEL
- ემულსია Moist 200 მლ 7747 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 58,45 GEL რეგულარული ფასი 83,50 GEL
- სახის კრემი Soothing repair toning 50 მლ 1271 დერმაფირმი - DERMAFIRMგანსაკუთრებული ფასი 96,60 GEL რეგულარული ფასი 138,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account