სახის მოვლა

ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- კრემი Anti Age 50 მლ 0332 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 47,25 GEL
- ტონერი Aloe 200 მლ 0769 ექვილიბრა - Equilibraგანსაკუთრებული ფასი 10,20 GEL რეგულარული ფასი 20,40 GEL
- სახის კრემი ყველა ტიპის კანისთვის 100 მლ 0327 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- ნაკრები ACAI კრემი SPF10 2661 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 8,93 GEL რეგულარული ფასი 17,85 GEL
- მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთი ROSE 7348 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 13,11 GEL რეგულარული ფასი 21,85 GEL
- მიცელარული ლოსიონი 8511 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- ტონერი ალოე 3328 ლირენე - Lireneგანსაკუთრებული ფასი 8,91 GEL რეგულარული ფასი 14,85 GEL
- სახის ტონიკი გვირილა 200 მლ 3977 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- თერმული წყალი 50 მლ 0539 ურიაჟი - Uriageგანსაკუთრებული ფასი 12,27 GEL რეგულარული ფასი 20,45 GEL
- Lirene - ლირენე მიცელარული წყალი ორფაზიანი 7171განსაკუთრებული ფასი 16,11 GEL რეგულარული ფასი 26,85 GEL
- Lirene - ლირენე Kombucha მიცელარული გელი 3037განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel ტონიკი 200 მლ 0763განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Lirene - ლირენე გამაღიავებელი კრემ-გელი 2954განსაკუთრებული ფასი 13,71 GEL რეგულარული ფასი 22,85 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Chok ალოე 99% გელი 2955განსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- გამწმენდი გელი Hyseac 150 მლ 9983 ურიაჟი - Uriageგანსაკუთრებული ფასი 31,50 GEL რეგულარული ფასი 52,50 GEL
- სახის კრემი 75 მლ 2985 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 12,42 GEL რეგულარული ფასი 24,85 GEL
- თვალის კრემი და გამწმენდი 7530 ლიერაკი - Lieracგანსაკუთრებული ფასი 129,35 GEL რეგულარული ფასი 199,00 GEL
- ტუჩის ბალზამი Shea 4გ 0403 ლე პეტიტ ოლივიე - Le Petit Olivierგანსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 13,85 GEL
- ტუჩის სტიკი 3.5გ 9186 ტონიმოლი - Tonymolyგანსაკუთრებული ფასი 25,20 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account